GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გენმოდიფიცირებული ბრინჯი შეიძლება გამოსავლად იქცეს კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული საკვების დეფიციტის დაძლევისას

Homepage მსოფლიო გენმოდიფიცირებული ბრინჯი შეიძლება გამოსავლად იქცეს კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული საკვების დეფიციტის დაძლევისას
შემეცნებითი, მსოფლიო

გენმოდიფიცირებული ბრინჯი შეიძლება გამოსავლად იქცეს კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული საკვების დეფიციტის დაძლევისას

თებერვალი 15, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
426 ნახვა
ნახვები : 294
  • შეფილდის უნივერსიტეტის მკვლევრების დასკვნით, ბრინჯის სტომატების რაოდენობის შემცირებით შესაძლებელია მათი ტოლერანტობის გაზრდა მარილიანი წყლის მიმართ
  • კლიმატის ცვლილების გამო გაზრდილი წლის დონე იწვევს ნათესების დატბორვას
  • მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნაკლები სტომატის მქონე ბრინჯი მეტად გვალვაგამძლეა და 40%-ით ნაკლებ წყალს საჭიროებს და ასევე, რომ მათი გახარება შესაძლებელია მარილიანი წყლის პირობებში
  • ბრინჯი უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები კულტურაა მთელს მსოფლიოში, რადგან მასზეა დამოკიდებული ყოველდღიურად 3,5 მილიარდი ადამიანის გამოკვება

 

შეფილდის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ გენეტიკური ინჟინერიით შესაძლებელია მარილისადმი უკეთესი ტოლერანტობის მქონე ბრინჯის შექმნა, რომელიც შეიძლება გაშენდეს ისეთ ადგილებში, სადაც ეს აქამდე ვერ ხერხდებოდა.

კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული ზღვის დონის მატების გამო, მსოფლიოს უფრო და უფრო მეტ ადგილას ებრძვიან წყალდიდობას – როდესაც ზღვის მარილიანი წყალი ტბორავს და ანადგურებს ნათესებს, რომლებიც ვერ უმკლავდება გაზრდილ მარილიანობას.

ბრინჯი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად დაზიანებული მარცვლოვანი კულტურაა – დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ნახშირწყალი, რადგანაც მასზე ყოველდღიურად დამოკიდებულია 3,5 მილიარდი ადამიანი ყოველდღიურად. სულ უფრო მეტად რთულდება მისი მოყვანა ისეთ ქვეყნებში, როგორიც ვიეტნამია, სწორედ ზღვის წყლისგან დატბორვის გამო.

შეფილდის უნივერსიტეტის მდგრადი საკვების ინსტიტუტის დასკვნებმა აჩვენა, რომ ბრინჯის გენეტიკურად მოდიფიცირებისას მცირდება მისი სტომატების რაოდენობა და იგი მარილისადმი უფრო მდგრადი ხდება.

სტომატა არის ღიობი, რომელიც აქვს მცენარეთა უმრავლესობას და ის არეგულირებს ფოტოსინთეზისთვის საჭირო ნახშირორჟანგის მიღებას, წყლის ორთქლის გამოყოფასთან ერთად. რამდენიმე წლის წინ შეფილდის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ბრინჯის ნარგავების სტომატების რაოდენობისა და ზომის შემცირებამ მათ საშუალება მისცა, გამოეყენებინათ 40%-ით ნაკლები წყალი, რაც მცენარეებს ძლიერ სარგებლიანს ხდის გვალვისკენ მიდრეკილ ადგილებში.

ეს აღმოჩენები, New Phytologist-ში გამოქვეყნებულ ახალ შედეგებთან ერთად, ნიშნავს, რომ ბრინჯის ადაპტირება შესაძლებელია იმ გარემოსთან, რომელიც კლიმატის ცვლილების გამო უფრო მკაცრი ხდება. ეს კი ხელს შეუწყობს მსოფლიოს მასშტაბით საკვების დეფიციტის დაძლევას.

მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ სტომატების რაოდენობისა და ზომის შემცირებამ შეიძლება გაართულოს ბრინჯის ზრდა უკიდურესად ცხელ ტემპერატურაზე. შედეგად, იმაში დასარწმუნებლად, რომ ბრინჯი მაქსიმალურად ეფექტურად გაიზრდება სხვადასხვა ქვეყანასა და გარემოში, საჭირო იქნება სხვადასხვა მოდიფიკაციების გაკეთება. მაგალითად -ნაკლები რაოდენობის, თუმცა უფრო დიდი ზომის სტომატებიანი ბრინჯი შეიძლება უკეთ შეესაბამებოდეს უკიდურესად თბილ ტემპერატურაზე გაშენებას.

შეფილდის უნივერსიტეტის ბიომეცნიერებათა სკოლის კვლევის წამყვანი ავტორი, დოქტორი რობერტ კეინი ამბობს: „ბრინჯი უაღრესად მნიშვნელოვანი საკვები კულტურაა, რომელსაც ყოველდღიურად მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიირთმევს. მისი გადარჩენის უზრუნველყოფა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უფრო მძიმე პირობებში, განუყოფელი იქნება პლანეტის მზარდი მოსახლეობის გამოსაკვებად. ვარაუდობენ, რომ 60 წელიწადში ის 10 მილიარდს მიაღწევს.

ჩვენი აღმოჩენები ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება ბრინჯის ისეთნაირად მოდიფიცირება, რომ იგი შეძლებისდაგვარად ეფექტურად გაიზარდოს სხვადასხვაგვარ კლიმატში – ბრინჯის ჯიშები, რომლებსაც ნაკლები სტომატები აქვს, გადარჩება ნაკლები წყლით და ასევე, მარილიანი წყლის მქონე ადგილებშიც. ამავდროულად, ბრინჯის ნატურალური ჯიშები, რომლებსაც უფრო ნაკლები, მაგრამ დიდი სტომატები აქვს, შეძლებს გაიხაროს უფრო ცხელ ტემპერატურაზეც“.

შეფილდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ვიეტნამის მაღალი სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების კვლევით ინსტიტუტთან (HATRI) ერთად, შეისწავლეს ბრინჯის 72 ჯიში – ბუნებრივებიცა და გენმოდიფიცირებულებიც. ახლა კი გეგმავენ იმის გამოკვლევას, შეუძლიათ თუ არა ჯუჯა ბრინჯის ისეთი ჯიშების დამზადება, რომლებიც ყველაზე მაღალ მოსავალს იძლევა და მეტად სიცხეგამძლეა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და მეგი რუსია

წყარო : www.sheffield.ac.uk

15 თებერვალი 2023 წელი.


წინა პოსტი
როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ჰაერის ცუდმა ხარისხმა ბავშვის განათლებაზე
შემდეგი პოსტი
ჩვენი მომავალი ჰავა ნიადაგში ბინადარ მიკრობებზეა დამოკიდებული – რა გავლენას ახდენს მათზე კლიმატური ცვლილებები?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,