GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჩვენი მომავალი ჰავა ნიადაგში ბინადარ მიკრობებზეა დამოკიდებული – რა გავლენას ახდენს მათზე კლიმატური ცვლილებები?

Homepage მსოფლიო ჩვენი მომავალი ჰავა ნიადაგში ბინადარ მიკრობებზეა დამოკიდებული - რა გავლენას ახდენს მათზე კლიმატური ცვლილებები?
მსოფლიო, შემეცნებითი

ჩვენი მომავალი ჰავა ნიადაგში ბინადარ მიკრობებზეა დამოკიდებული – რა გავლენას ახდენს მათზე კლიმატური ცვლილებები?

თებერვალი 21, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
33 ნახვა
  • გლობალური დათბობის შედეგად ნიადაგში ნახშირბადის ციკლური მიმოქცევა იცვლება
  • დათბობამ საფრთხე შეუქმნა ფოთლოვანი ტყეების არსებობას, რომელთა ჩამოცვენილი ფოთლები მიწის მიკრობების მთავარ კვების წყაროს წამოადგენს და ნეშომპალად იქცევა
  • ნახშირბადის მიმოქცევის პროცესების შესწავლა გლობალური დათბობის პირობებში უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან სწორედ მიკრობებს შეუძლიათ, გადაამუშაონ ბიომასა ნეშომპალად ან CO2-ის სახით დააბრუნონ ატმოსფეროში

 

მოულოდნელი სიურპრიზი: საკვები, და არა ტემპერატურა, არის ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ასტიმულირებს მიკროორგანიზმების მიერ CO2-ის გამოყოფას.

 

მსოფლიოში უმსხვილესი ნახშირბადის მშთანთქმელი არის ნიადაგი. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ საშიშროებად მიიჩნევენ ნიადაგში არსებული ნახშირბადის დიდი ნაწილის გამოთავისუფლებასა და მის ნახშირორჟანგად (CO2) გადაქცევას, რაც გლობალურ დათბობას კიდევ უფრო დააჩქარებს.

ამ პროცესში მთავარ როლს მიკრობები თამაშობს – დედამიწაზე წამყვანი სიცოცხლის ფორმა, რომელსაც შეუძლია ან ნეშომპალად აქციოს ორგანული ნახშირბადი (ჩამოცვენილი ფოთლები, დამპალი ხის კუნძები, მკვდარი ფესვები და სხვა ორგანული წარმონაქმნები), ან ნახშირბადი ატმოსფეროში CO2-ის სახით გამოყოს. ქალაქ ამჰერსტში, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევართა ინტერნაციონალურმა ჯგუფმა ხელი შეუწყო ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი საიდუმლოს ამოხსნას, რომელიც ნიადაგში ბინადარ მიკრობებსა და კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდება: რა გავლენას ახდენს გლობალური დათბობა მიკრობების მიერ ნახშირბადის გადამუშავების წრიულ პროცესზე?

პასუხი გამაოგნებელია: დათბობა ანელებს მიკრობების მიერ CO2-ის შესუნთქვის პროცესს, მაგრამ მხოლოდ ზაფხულობით; წელიწადის სხვა დროებში მიკროორგანიზმების აქტივობის ისტორიული ციკლი უცვლელია.

მაგრამ ამ, ერთი შეხედვით, კარგ ამბავს ერთი დეტალი ”აფუჭებს“.

ნიადაგში ბინადარი მიკროორგანიზმები ზაფხულობით ნაკლებ CO2-ს გამოყოფენ იმიტომ, რომ შიმშილობენ. ეს კი იმის გამო ხდება, რომ დათბობა გრძელვადიან პერსპექტივაში ემუქრება ფოთლოვანი ხეების არსებობას, რომლებზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია მიწის მიკრობების სიცოცხლეც.

ამჰერსტში მდებარე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის უფროსი თანაავტორი კრისტენ დეანჯელისი ამბობს: „ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, რომ შემოდგომის ფოთოლცვენა ანელებს გლობალური დათბობის ნეგატიურ გავლენას მიწაში ბინადარ მიკროორგანიზმებზე“. ჯერჯერობით ასეა, მაგრამ ნაკლები ფოთოლი ნიშნავს ნაკლებ საკვებს მიკრობებისთვის, რაც ზაფხულში მიკრობების საერთო ბიომასის შემცირებას იწვევს.

ამ დასკვენის გამოტანა დეანჯელისმა და მისმა კოლეგებმა შეძლეს ორი შესანიშნავი გრძელვადიანი კვლევით, რომელიც ჰარვარდის ტყეში ტარდებოდა: 1991 წელს ჯერი მალილოს მიერ დაწყებული კვლევა, რომელიც ტყის ეკოსისტემებში მიწის დათბობას ეძღვნებოდა და სერიტა ფრეის მიერ 2006 წელს დაწყებული კვლევა, რომელიც მიწის მიკრობებსა და გლობალურ დათბობას ეხებოდა.

„მიწის სინჯების გამოკვლევამ, რომლებიც 13 და 28 წლის განმავლობაში თბებოდა, დაგვეხმარა იმის დადგენაში, თუ რამდენად მდგრადები არიან მიკროორგანიზმები დათბობისადმი,“ – განაცხადა ლუის ა. დომენიოს-ჰორტამ, რომელიც ამ კვლევას მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში სწავლისას აწარმოებდა.

მართალია, კლიმატური ცვლილებების უმთავრეს მიზეზად წიაღისეული საწვავის წვას ასახელებენ და მეცნიერების ძირითადი ყურადღებაც ამ პრობლემას ეძღვნება, არანაკლებ მნიშვნელოვანია გაგება, თუ რა მდგომარეობაშია „ნახშირბადის ბიუჯეტი“, ანუ ნახშირბადის სრული ციკლი ჰაერში, მიწასა და წყალში. „როგორც კი ჩემი ყურადღება კლიმატურმა ცვლილებებმა მიიპყრო, ჩემს თავს კითხვა დავუსვი:  როგორც მიკრობიოლოგს რისი გაკეთება შემიძლია ამ პრობლემის მოსაგვარებლად?“- ამბობს დეანჯელისი. ეს უახლესი კვლევა კლიმატური ცვლილებების მოდელირების სპეციალისტებს უკეთესად გააგებინებს მიწაში ნახშირბადის მუშაობის პრინციპებს. ეს კი ყველას დაგვეხმარება საკუთარი სამოქმედო გეგმების შედგენაში გლობალური კლიმატური ცვლილების პირობებში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ანუკი კვევესქირი

წყარო : www.umass.edu

22 თებერვალი 2023 წელი.

ნახვები : 15 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
გენმოდიფიცირებული ბრინჯი შეიძლება გამოსავლად იქცეს კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული საკვების დეფიციტის დაძლევისას
შემდეგი პოსტი
ავსტრალიაში ახალი კანონის მიზანი დასაქმებულების სილიკოზისგან დაცვაა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,