GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ლონდონის მეტროპოლიტენის ჰაერი იმაზე მეტადაა დაბინძურებული, ვიდრე გვეგონა

Homepage მსოფლიო ლონდონის მეტროპოლიტენის ჰაერი იმაზე მეტადაა დაბინძურებული, ვიდრე გვეგონა
მსოფლიო, შემეცნებითი

ლონდონის მეტროპოლიტენის ჰაერი იმაზე მეტადაა დაბინძურებული, ვიდრე გვეგონა

თებერვალი 11, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
1833 ნახვა
ნახვები : 919
  • ლონდონის მეტროს ქსელში აღმოაჩინეს მეტალის უმცირესი ნაწილაკები, რომელიც საკმარისად პატარაა სისხლის მიმოქცევაში მოსახვედრად
  • კვლევისას გამოიყენეს მაგნეტიზმი, რის შედეგადაც გამოვლინდა რკინის ოქსიდის, მაგემიტის, მაღალი დონე, რომელიც ცუდი ვენტილაციის გამო წარმოიქმნა
  • ეს არის იმის უახლესი მტკიცებულება, რომ ლონდონის მეტროში ჰაერის ხარისხი უარესია, ვიდრე ქალაქში და დაბინძურების დონე ბევრად აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ ზღვარს

 

პლანეტის უძველესი მეტროს ქსელში არსებული მიწისქვეშა ატმოსფერო შეიცავს მეტალის უმცირეს ნაწილაკებს, რომლებიც საკმარისად პატარაა სისხლის მიმოქცევაში მოსახვედრად და ამ მიზეზით, შესაძლოა, ვერ დაფიქსირდა აქამდე ჩატარებულ ჰაერის ხარისხის კვლევებში.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სისტემის დაბინძურების ანალიზი სრულიად განსხვავებული მიდგომით ჩაატარეს, რა დროსაც გამოიყენეს მაგნეტიზმი მტვრის ნიმუშებთან მიმართებაში, რომლებიც იყო ბილეთების დარბაზებიდან, პლატფორმებიდან და ოპერატორების კაბინებიდან. გამოვლინდა რკინის ოქსიდის – მაგემიტის – მაღალი დონე, რომელსაც დიდი დრო სჭირდება ჟანგვის გზით წარმოქმნისთვის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნაწილაკები დიდი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული გარემოში, ცუდი ვენტილაციის გამო. ეს განსაკუთრებით აშკარაა პლატფორმის ნიმუშებში.

ზოგიერთი ნაწილაკის დიამეტრი ხუთი ნანომეტრი იყო, რაც ზრდის ინჰალაციისა და სისხლში შეწოვის ალბათობას. თუმცა ზომის გამო ისინი ადვილად გამორჩათ დაბინძურების ტიპიური მონიტორინგის პროცესში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის არ არის ცნობილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი. მიუხედავად ამისა, წინა კვლევებმა პირდაპირი კავშირი აჩვენა მიწისქვეშა ჰაერის ხარისხსა და სამედიცინო პრობლემებს შორის, მაგრამ კვლევამ დეტალურად ვერ დაადგინა ნაწილაკების ზომა და რეალური ტიპი.

პრობლემის მოგვარების გზები მოიცავს სადგურებიდან მტვრის პერიოდულ მოცილებას  და დაბინძურების დონის მაგნიტურ მონიტორინგს, რაც, მეცნიერების აზრით, ამ საკითხის გადაჭრას შეძლებს. ეს არის იმის უახლესი მტკიცებულება, რომ ლონდონის მეტროში ჰაერის ხარისხი უარესია, ვიდრე ქალაქში და დაბინძურების დონე ბევრად აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ ზღვარს, ბორბლების, მუხრუჭებისა და ლიანდაგების დამსახურებით.

,,რადგანაც ჰაერის დამაბინძურებელი ნაწილაკების უმეტესობა მეტალისაა, მეტრო იდეალური ადგილია იმის შესამოწმებლად, არის თუ არა მაგნეტიზმი დაბინძურების მონიტორინგის ეფექტური საშუალება“, – თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა, პროფესორმა რიჩარდ ჰარისონმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებათა დეპარტამენტიდან. „ჩვეულებრივ, მაგნეტიზმს პლანეტებთან მიმართებაში შევისწავლით, თუმცა გადავწყვიტეთ გაგვეგო, თუ როგორ შეიძლება ამ ტექნიკის გამოყენება სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის – ჰაერის დაბინძურებისას“.

„გასაკვირი იყო ამ უწვრილესი ნაწილაკების სიმრავლე“, – დასძინა ჰასან შეიხმა, კემბრიჯის დედამიწის მეცნიერებათა დეპარტამენტის წამყვანმა ავტორმა. „რკინის ოქსიდების მაგნიტური თვისებები ფუნდამენტურად იცვლება ნაწილაკების ზომის ცვლილებისას. ამასთანავე, ზომების დიაპაზონი, რა დროსაც ეს ცვლილებები ხდება, ისეთივეა, როდესაც ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობის რისკად იქცევა. იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ უპასუხოთ კითხვას, არის თუ არა ეს ნაწილაკები მავნე თქვენი ჯანმრთელობისთვის, ჯერ უნდა იცოდეთ, რა არის ისინი, რისგან შედგება და როგორია მათი თვისებები“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და იამზე მარკოიძე

წყარო : airqualitynews.com

11 თებერვალი 2023 წელი.


წინა პოსტი
BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
შემდეგი პოსტი
„მიზნები, რომლებიც გარემოს დაცვისთვის დაისახა, მხოლოდ სანახევროდ დაიცავს გარემოს“, – აცხადებენ გარემოს დაცვითი ორგანიზაციები

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,