GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა

Homepage მსოფლიო ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
შემეცნებითი, მსოფლიო

ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა

იანვარი 27, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
415 ნახვა
ნახვები : 138
  • ყველაზე მწვანე ადგილად დასახელდა ეზსეტერი, ისლინგტონი, ბორნმუთი  და კემბრიჯი
  • სიის ბოლოში მოხვდნენ ძირითადად ყოფილი ინდუსტრული რაიონები: გლასგოვი, შოტლანდია, ლიდსი და ლივერპული

 

დიდ ბრიტანეთში, შეფილდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა 68 ქალაქი, რომლებიც დაალაგეს თანმიმდევრულად მცენარეული საფარის, პარკების, ხის საფარისა და სპორტული მოედნების მიხედვით. სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, დევონში, მდებარე ქალაქი ეზსეტერი დასახელდა ყველაზე მწვანედ, შემდგომ _ დაბა ისლინგტონი და კემბრინჯი ,რომელიც მდებარეობს ლონდონიდან ჩრდილოეთით ,დაახლოებით 61 კილომეტრის მოშორებით .

კვლევაში არსებული ყველა დასახლებაში მინიმუმ 100 000 ადამიანი ცხოვრობს. ბოლო ადგილებზე მოხვდნენ: გლასგოვი, შოტლანდია, ლიდსი, ჩრდილოეთ ინგლისი და ლივერპული, სადაც 1960 წელს „Beatles”-ების როკ ჯგუფი შეიქმნა.

კვლევის მთავარმა მკვლევარმა, ჯეიკ რობინსონმა, განაცხადა, რომ ურბანული გამწვანების მასშტაბი სულ უფრო და უფრო იზრდება, რაც ხელს უწყობს ეკოტურიზმის განვითარებას.

“ზოგი ქალაქი ჩვენს კვლევაში საკმაოდ მწვანე და მწიფეა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქალაქის ეკოტურიზმის ზრდა, სადაც ხალხი გაემგზავრება დასასვენებლად ქალაქში, რათა შეიგრძნოს ქალაქური ბუნების სიმშვენიერე – განაცხადა რობინსონმა,_the guardian_ის მიხედვით .

“ქალაქი წარმოადგენს გლობალურ ტურისტულ ცხელ წერტილს და უფრო ხშირად ყურადღების მისაქცევად ხაზს უსვამენ ქალაქის ბუნებრივ რაიონებს. ურბანული მწვანე ზონების გაუმჯობესება აგრეთვე იზიდავს ლამაზ გარეულ ცხოველებს. ეს თავისთავად გასაოცარია მნახველთათვის და აგრეთვე უდიდეს როლს თამაშობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.“

კვლევა, სახელწოდებით  “ურბანული გამწვანების მაჩვენებლები დიდ ბრიტანეთში: გეოსივრცული და სოციო_ეკოლოგიური კვლევა” გამოქვეყნდა ჟურნალ PLOS One ში.

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, რომ სიის სათავეში, ძირითადად, ინგლისის სამხრეთში მდებარე ქალაქები მოექცნენ, სიის ბოლოსკენ მდებარე ქალაქები კი, ძირითადად, ჩრდილოეთ ბრიტანეთის ყოფილ ინდუსტრიულ რაიონებია – აცხადება The Guardian.

ერთ-ერთი წამყვანი ავტორი  პოლ ბრინდლი, შეფილდის უნივერსიტეტის ლანდშაფტის არქიტექტურის ფაკულტეტის დოქტორანტი, ხაზს უსვამს სიის ბოლო ქალაქების ცენტრების ეკოლოგიურობის გაუმჯობესების საჭიროებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ადგილობრივმა მმართველობებმა მიიღონ ზომები – აცხადებს bbc news.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ კვლევამ გამოავლინა უთანაბრობა ქალაქის ცენტრებს ეკოლოგიურობას შორის.

„მწვანე ინფრასტრუქტურის არათანაბარი განაწილება ქვეყანაში მოსახლეობასთან და სიღარიბესთან-ასოცირებულ ტრენდებთან ერთად, მნიშვნელოვანია სოციო_ეკოლოგიისა და თანაბარი სამართლიანობისთვის“ – წერენ  კვლევის ავტორები. „ეს კვლევა სტიმულია ლოკალური ხელისუფლებებისთვის, რათა დახმარებისთვის მიმართონ  ურბანული დამგეგმავებს და ერთად  შეიმუშაონ  ურბანულ/ქალაქის ცენტრები სწორად გაანაშენიანება“

ექსეტერის ქალაქის მენეჯმენტისა და გარემოს სერვისების მთავარი მრჩეველი ამალ გუსეინი ამბობს, რომ მისი ქალაქი სარგებელს იღებს მრავალი ხელმისაწვდომი მწვანე სივრცისგან.

„ჩვენ გვაქვს უპირატესობა, ვინაიდან ვფლობთ მრავალ მწვან, ღია სივრცეს, მათში შედის Devon Wildlife Trust-ის მიერ მოწყობილი ექსეტერის ვაკის პარკი, სპორტული მოედნები,1400 ადგილი  და ფოთლოვანი სასაფლაოები. ჩვენი პარკები ხელს უწყობს ურბანული ბუნების გავრცელებას, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის, კეთილდღეობისთვის და ეხმარება ჩვენს „ნახშირორჟანგის შემცირების“ დღის წესრიგს“.”

700 ხის დარგვით ისლინგტონმა წინა წელს 25%-ით გაზარდა ხეების რაოდენობა ,ამბობს როვენა შემპიონი, ქალაქის გარემოს, ჰაერის ხარისხისა და ტრანსპორტირების საბჭოს აღმასრულებელი წევრი.

„ისლინგტონი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველა მჭიდროდ დასახლებული ადგილობრივი რაიონია, სადაც მწვანე ზონა ტერიტორიის მხოლოდ 13%-ს იკავებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მოსახლეობის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად“ – აცხადებს შემპიონი.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და ანა ახალაძე

წყარო : www.ecowatch.com

27 იანვარი 2023 წელი.


წინა პოსტი
ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
შემდეგი პოსტი
ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,