GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს

Homepage მსოფლიო ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
მსოფლიო, შემეცნებითი

ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს

იანვარი 27, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
379 ნახვა
ნახვები : 37
  • კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია მზარდი ექსტრემალური ტემპერატურა მთელ მსოფლიოში
  • სითბური სტრესის დროს თითოეული მომატებული °C ნაყოფის დაძაბულობას 17%-ით ზრდის, რაც ხშირად ნაადრევი მშობიარობის მიზეზიც ხდება

მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ მაღალი ტემპერატურისას ორსული ფერმერების მუშაობა ცუდად მოქმედებს  მუცლადმყოფ ჩვილებზე. მკვლევრების აზრით, მაღალი ტემპერატურისას ნაყოფი ისტრესება მანამ, სანამ თავად  ფეხმძიმე ქალბატონები იგრძნობენ ამას. გამოწვეული შედეგის თავიდან ასაცილებლად კი ზომები დროულად უნდა იქნას მიღებული .

კვლევა, რომელშიც ჩართული იყო 92 გამბიელი ორსული ფერმერი, პირველია, რომელიც ხელით გაზომავს სითბური  სტრესის ზემოქმედებას  ხელით მუშაკების ნაყოფზე.

კვლევისას დასკვნებში გამოჩნდა, რომ სითბური  სტრესის პირობებში, თითოეული   გრადუსი ცელსიუსით მომატებისას, ნაყოფის დაძაბულობა გაიზარდა  17%-ით, რაც დასტურდება ნაყოფის გულისცემის გაზრდითა და ჭიპლარის ტვინში  სისხლის ნაკადის შენელებით.

საერთო ჯამში, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის (LSHTM) სამედიცინო კვლევის საბჭოს (MRC) გამბიის განყოფილების მკვლევართა ჯგუფმა და LSHTM-მა დაადგინა, რომ უკიდურეს სიცხეში ფიზიკური მუშაობისას სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მატებაც კი იძლევა ფიზიოლოგიური სტრესის მტკიცებულებას  დედასა და ნაყოფში. კვლევა გამოქვეყნებულია The Lancet Planetary Health-ში.

დოქტორმა ანა ბონელმა, Wellcome Trust-ის გლობალური ჯანმრთელობის კლინიკურმა დირექტორმა LSHTM-ში და წამყვანმა ავტორმა, თქვა:

„კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია მზარდი ექსტრემალური ტემპერატურა მთელ მსოფლიოში და სუბ-საჰარის აფრიკა განსაკუთრებით დაუცველია კლიმატის ზემოქმედების მიმართ. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ორსული ფერმერები გამბიაში ჩვეულებრივ განიცდიან ექსტრემალურ სიცხეს, რომელიც აღემატება რეკომენდებულ გარე სამუშაო ლიმიტებს,ამან შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორსულებისა  და მათი ჩვილების ჯანმრთელობაზე. შედეგები გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ეფექტური გზა ამ ქალების დასახმარებლად ,რათა ისინი დავიცვათ მშობიარობის არასასურველი შედეგებისგან“.

ერთ ერთმა კვლევის ავტორმა ( Jainaba Badjie-დან MRC The Gambia LSHTM-დან) თქვა :

”მიუხედავად იმისა, რომ მზარდი სამეცნიერო მტკიცებულება აკავშირებს დედის სითბოს ზემოქმედებას მშობიარობის არასასურველ შედეგებთან, მათ შორის: ნაადრევ მშობიარობასთან, პატარა ნაყოფის დაბადებასთან და მშობიარობის პროცესთან, აქამდე მცირედ არის გამოკვლეული ფიზიოლოგიური ნაწილი. მექანიზმები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ შედეგებზე. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაზროთ ეს მექანიზმები, რათა ვიპოვოთ უკეთესი გზები ამ პირობებში დედებისა და ჩვილების მხარდასაჭერად“.

კვლევისთვის მონაწილეები დასავლეთ კიანგში, გამბიაში, წაახალისეს, რომ  შეესრულებინათ ჩვეულებრივი ყოველდღიური დავალებები საველე ვიზიტების დროს და დაამონტაჟეს ხელსაწყოები დედის გულისცემის, კანის ტემპერატურისა და ენერგიის სავარაუდო ხარჯვის ჩასაწერად.

პორტატიული ულტრაბგერითი მოწყობილობები გამოიყენებოდა ნაყოფის გულისცემის, ჭიპის არტერიის სისხლის ნაკადის ჩასაწერად ყოველი ფიზიკური მუშაობის  დასაწყისში (გამოიყენება როგორც საბაზისო მონაცემი), სამუშაო ცვლის შუაში და შემდეგ ცვლის ბოლოს.

ასევე შეგროვდა დედისთვის სითბური სტრესის შედეგად გამოვლენილი სიმპტომები,როგორებიცაა : გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, დაღლილობა და პირის სიმშრალე. საველე მუშაობის დროს ქალების ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ ჩამოთვლილთაგან ,მინიმუმ ერთი სიმპტომი ყველას აღენიშნებოდა.

მონაცემების ანალიზმა აჩვენა ძლიერი კავშირი სითბოს სტრესის ზემოქმედებასა და დედის სითბურ დაძაბულობას შორის, რომელიც ასევე ასოცირდება ნაყოფის დაძაბულობასთან. ნაყოფი სითბურ დაძაბულობას განიცდიდა მაშინაც ,როცა  დედის სითბოს დაძაბულობა ჯერ კიდევ ნორმაში იყო , რაც მიუთითებს იმაზე, რომ სხვა ბიოლოგიური ფაქტორებიც უნდა იქნას გათვალისწინებული.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია სამომავლო სამუშაოებში, არის სისხლის გადინება პლაცენტიდან კანში, რაც, როგორც ჩანს, უფრო დაბალ ტემპერატურაზე ხდება, ვიდრე წინა კვლევებმა აჩვენა. დასკვნები ასევე ხაზს უსვამს შემდგომი მუშაობის აუცილებლობას იმ ჩარევების იდენტიფიცირებისა და შეფასებისათვის, რომლებიც დაეხმარება სუბ_საჰარის აფრიკის სოფლის მეურნეობის ფეხმძიმე მუშაკებს ადაპტირდნენ ექსტრემალურ სიცხეში სამუშაოდ.

ავტორებმა აღნიშნეს კვლევის რამდენიმე შეზღუდვა, მათ შორის COVID-19 პანდემიის გავლენა ნიმუშის ზომაზე, მონაწილეთა პოტენციური აკლიმატიზაცია სითბური სტრესის მაღალ დონეზე და ის ფაქტი, რომ პოპულაციას აქვს შობადობის უფრო ცუდი შედეგი, ვიდრე საშუალო გლობალური, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს დასკვნების განზოგადებაზე.

კვლევა ჩატარდა The Wellcome Trust-ის მხარდაჭერით.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და ანა ახალაძე

წყარო : www.lshtm.ac.uk

27 იანვარი 2023 წელი.


წინა პოსტი
ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
შემდეგი პოსტი
ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,