GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გლობალური დათბობა ევროპის დიდ ნაწილში ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე საშუალოდ მთელ პლანეტაზე

Homepage შემეცნებითი გლობალური დათბობა ევროპის დიდ ნაწილში ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე საშუალოდ მთელ პლანეტაზე
შემეცნებითი

გლობალური დათბობა ევროპის დიდ ნაწილში ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე საშუალოდ მთელ პლანეტაზე

იანვარი 17, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
935 ნახვა
ნახვები : 155

   სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ზაფხულის თვეებში გლობალური დათბობა ევროპაში ბევრად სწრაფად მიმდინარეობდა, ვიდრე სხვაგან. სათბური გაზების გამოყოფის შედეგად, კონტინენტური კლიმატი მეტად მშრალი გახდა, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპაში, რამაც ძლიერი სიცხის ტალღები და ხანძრის საშიშროებები გამოიწვია.

გაეროს შიდასამთავრობო კლიმატის ცვლილების პანელის მიხედვით (IPCC), გლობალური დათბობა შესამჩნევად სწრაფად მიმდინარეობს ხმელეთზე, ვიდრე ოკეანეზე, საშუალოდ, ხმელეთზე -1.6 გრადუსით, ოკეანეზე კი – 0.9 გრადუსით. ეს ნიშნავს, რომ სათბური გაზების ემისიის ბიუჯეტი – ხმელეთზე 1.5 გრადუსზე ნაკლები დათბობის შესანარჩუნებლად – უკვე ამოიწურა. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ ბოლო ორმოცი წლის მანძილზე გლობალურმა დათბობამ ზაფხულის თვეებში 2 გრადუსსაც გადააჭარბა.

„კლიმატის ცვლილება მეტად სერიოზული საფრთხეა, სხვა საფრთხეებს შორის, ვინაიდან ის იწვევს გახშირებული სიცხის ტალღებს ევროპაში. ეს კი, თავისთავად, ზრდის ისეთი ხანძრების წარმოშობის რისკს, როგორიც იყო მაგალითად 2022 წლის ზაფხულში სამხრეთ ევროპაში.“ – ამბობს პოლ გლანცი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცნიერთა ასოციაციის პროფესორი და კვლევის მთავარი ავტორი.

მშრალი ნიადაგი და ღრუბლების დეფიციტი

სამხრეთ ევროპაში გლობალური დათბობის ეფექტი ხილული თვალითაც ჩანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიადაგის სიმშრალისა და შემცირებული წყლის აორთქლების გამო ღრუბლების დეფიციტია ევროპის ცაზე.

აეროზოლის ნაწილაკების გავლენა

კვლევა ასევე მოიცავს ნაწილს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს უშუალოდ აეროზოლის ნაწილაკები ტემპერატურის ზრდაზე. პოლ გლენცის მიხედვით, სწრაფი დათბობა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, უმთავრესად გამოწვეულია ისეთი სათბური გაზის ხანგრძლივი გამოფრქვევით, როგორიცაა, ნახშირორჟანგი. ტემპრატურის ექსტრემალური ზრდა, რომელმაც ორ გრადუსს გადააჭარბა, კი გამოწვეულია იმ კომბინირებული ეფექტით, რაც მოიტანა ბოლო ოთხ ათწლეულში მცენარეების შემცირებამ და ემისიების გაზრდამ.

„ჰაერში გადაადგილებადი აეროზოლის ნაწილაკები, ვიდრე მათი შემცირება დაიწყებოდა ადრეულ 80-იან წლებში ევროპაში, ფარავდნენ იმ დათბობას, რასაც იწვევდა ადამიანი თავისი საქმიანობით – მატებას ერთი გრადუსით ყოველ ნახევარწელიწადში. ჰაერში აეროზოლის ნაწილაკების შემცირებასთან ერთად ჰაერის ტემპერატურაც სწრაფად იზრდებოდა. ყველაზე მწვავე პრობლემად კი მაინც ადამიანის მიერ გამოყოფილი ნახშიროჟანგი რჩება, რადგან ის ტოვებს კვალს კლიმატზე ასობით და ათასობით წლით.“ – ამბობს პოლ გლენცი.

პოლ გლენცის მიხედვით, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა მოხდება მომავალში პლანეტის იმ ნაწილებში, სადაც ემისიები მაღალია, როგორებიცაა, მაგალითად ინდოეთი და ჩინეთი.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და მარიამ მდინარაძე

წყარო : www.su.se

17 იანვარი 2023 წელი.

 


წინა პოსტი
,,მხოლოდ სახელმწიფოს ბრძანებით და დღესასწაულებზე’’ პიროტექნიკის ახალი კანონი სომხეთში
შემდეგი პოსტი
ინდონეზიის შორეულ კუნძულებზე აღმოაჩინეს ფრინველების რამდენიმე ახალი, ლამაზი სახეობა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას

Welcome back,