GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

სინათლის დაბინძურებით მიზიდული გადამფრენი ფრინველები ძლიერ ტოქსიკურ და ქიმიურ ზემოქმედებას განიცდიან

Homepage შემეცნებითი სინათლის დაბინძურებით მიზიდული გადამფრენი ფრინველები ძლიერ ტოქსიკურ და ქიმიურ ზემოქმედებას განიცდიან
შემეცნებითი

სინათლის დაბინძურებით მიზიდული გადამფრენი ფრინველები ძლიერ ტოქსიკურ და ქიმიურ ზემოქმედებას განიცდიან

დეკემბერი 3, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
480 ნახვა
ნახვები : 61
  • კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვია ზოგიერთი სახეობის ფრინველის მიგრაციის ან სრული შეწყვეტა, ან მისი სიხშირისა ან კურსის შეცვლა.
  • ტოქსიკურ ქიმიკატებთან ხანგრძლივმა ურთიერთქმედებამ შეიძლება ხელი შეუშალოს უჯრედებისა და ორგანოების ფუნქციონირებას. დაბინძურება შეიძლება გადავიდეს ბარტყებზეც ქიმიკატების გადატანის გზით ბუდეებში მდედრიდან მის კვერცხებში.
  • მოხალისე eBird-ის მონაწილეების მიერ მოწოდებული დაკვირვებები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უკეთ გააცნობიერონ სინათლის დაბინძურების შედეგების სრული სპექტრი ღამის გადამფრენ ფრინველებზე.

 

 

ითაკა, ნიუ-ორკი — ღამით გადამფრენი ფრინველების მიგრაცია უკვე სახიფათო ხდება. სინათლის დაბინძურება კიდევ ერთ საფრთხეს მატებს, შენობებთან ან ტელეკომუნიკაციის ანძებთან შეჯახების რისკი იზრდება. ახალი კვლევის თანახმად, ფრინველებს ღამით იზიდავთ ხელოვნური ნათება იმ არეალში, სადაც ნავარაუდევია  ჰაერში ტოქსიკური ქიმიკატების მაღალი კონცენტრაცია. კვლევა ახლახან გამოქვეყნდა  ჟურნალში „გლობალური ცვლილების ბიოლოგია“.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ კორელაციური კავშირი  ტოქსიკური ქიმიკატების კონცენტრაციას, ღამით ხელოვნურ განათებასა და ყოველკვირეულად 165 მიგრირებადი მგალობელი ფრინველის სახეობას შორის,“ ამბობს ფრენკ ლა სორტე, კორნელის ორნიტოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სინათლის დაბინძურება ნამდვილად ზრდის ტოქსიკური ქიმიკატების ზემოქმედებას, როდესაც ფრინველები ჩერდებიან დასასვენებლად გაზაფხულისა და შემოდგომის მიგრაციის დროს. ჩვენდა გასაკვირად, ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ტოქსიკური ქიმიკატების ზემოქმედება მაღალია არაგამრავლების სეზონზეც, იმ დროს, როდესაც ფრინველები, როგორც წესი, თავს არიდებენ სინათლის დაბინძურებას.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არ გამოვლინდა ტოქსიკური ქიმიკატების გაზრდილი ზემოქმედება, იყო გამრავლების სეზონი, როდესაც მგალობელი ფრინველები, როგორც წესი, ბუდობენ ბუნებრივ გარემოში, ადამიანის ინტენსიური აქტივობის ადგილებიდან მოშორებით.

თავდაპირველად მკვლევრებმა შეადარეს ღამით ხელოვნური განათების დონე 479 ტოქსიკური ქიმიკატის გამოყოფის პირობებში 15 743 საწარმო ობიექტიდან შეერთებული შტატების კონტინენტური ნაწილის მასშტაბით.

მათ აღმოაჩინეს, რომ უფრო მაღალი სინათლის დაბინძურება დაკავშირებულია ჰაერში ტოქსიკური ქიმიკატების მაღალ დონესთან. შემდეგ მეცნიერებმა დაუკავშირეს ეს მონაცემები 165 ღამით მიგრირებადი მგალობელი ფრინველის სახეობის ყოველკვირეულ სიმრავლეს მათი წლიური ცხოვრების ციკლის განმავლობაში, კორნელის ლაბორატორიის eBird პროგრამის მონაცემების გამოყენებით.

„ერთ-ერთი კრიტიკული რეგიონი არის მექსიკის ყურის გასწვრივ, განსაკუთრებით, ტეხასსა და ლუიზიანაში“,- თქვა ლა სორტიმ. “გადამფრენი ფრინველები, რომლებიც იქ იზამთრებენ, უფრო დიდი ხნის განმავლობაში განიცდიან ჰაერში ტოქსიკური ქიმიკატების მაღალი კონცენტრაციის გავლენას – არაგამრავლების სეზონი შეადგენს ამ სახეობების წლიური სასიცოცხლო ციკლის უდიდეს ნაწილს“.

კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვია ზოგიერთი სახეობის ფრინველის მიგრაციის შეწყვეტა, მისი სიხშირის ან კურსის შეცვლა. ტოქსიკურ ქიმიკატებთან ხანგრძლივმა ურთიერთქმედებამ შეიძლება ხელი შეუშალოს უჯრედებისა და ორგანოების ფუნქციონირებას და დაბინძურება შეიძლება გადავიდეს ბარტყებზეც ქიმიკატების გადატანის გზით ბუდეებში მდედრიდან მის კვერცხებში.

მოხალისე eBird მონაწილეების მიერ მოწოდებული დაკვირვებების ანალიზის წყალობით ჩატარებული კვლევა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უკეთ გააცნობიერონ სინათლის დაბინძურების შედეგების სრული სპექტრი ღამის გადამფრენ ფრინველებზე.

„გაზაფხულსა და შემოდგომაზე სინათლის დაბინძურების შესამცირებლად ძალისხმევა შეამცირებს ტოქსიკური ქიმიური დაბინძურების შანსებს მიგრაციის გაჩერებების დროს, რაც გააუმჯობესებს გადარჩენას და რეპროდუქციულ წარმატებას“. ამბობს ლა სორტე, თუმცა ეს არ იმოქმედებს გრძელვადიან პერსპექტივაში და აშშ-ის ყურის სანაპირო რეგიონი შეიძლება დარჩეს ტოქსიკური ქიმიური დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროდ ჩრდილოეთ ამერიკის ფრინველებისთვის.

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და ლილიან მეტრეველი

წყარო : mailchi.mp

4 დეკემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
რატომ იქცევა სალტონის ზღვა ტოქსიკურ მტვრად? – კვლევამ დაადგინა ტბის წყლის დანაკარგის მიზეზი
შემდეგი პოსტი
ყვავილობის სხვადასხვა დრომ მცენარეები გადაშენებისგან გადაარჩინა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,