GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ახალი დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 90%-ით დაეცა

Homepage მსოფლიო ახალი დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 90%-ით დაეცა
მსოფლიო

ახალი დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 90%-ით დაეცა

აგვისტო 1, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
477 ნახვა
ნახვები : 47

ორგანიზაცია Clean Cities Campaign-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა ადასტურებს, რომ დიდ ბრიტანეთში ახალი დიზელისძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 90%-ით დაეცა, ხოლო ელექტრომობილების გაყიდვებმა 1674%-ით აიწია.

 

2021 წელს ლონდონში დარეგისტრირებული ახალი ავტომანქანების მხოლოდ 8% იყო დიზელისძრავიანი. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 13%-ს, ხოლო 2019-ში 20%-ს შეადგენდა.

2021 წლის მესამე კვარტალში მთელი ბრიტანეთის მასშტაბით მეტი აკუმულატორზე (BEV) მომუშავე ელექტრომობილი დაარეგისტრირეს, ვიდრე დიზელის ძრავიანი ავტომანქანა. 2020 წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით ელექტრომობილების რიცხვი 44%-ით გაიზარდა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში დიზელისძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 89.40%-ით დაეცა, თუმცა დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომანქანების გაყიდვები მაინც ჭარბობს ელექტრომობილების გაყიდვებს 1:5 თანაფარდობით.

Clean Cities Campaign-ის ბრიტანული განყოფილების ხელმძღვანელი, ოლივერ ლორდი, ამბობს: „მრავალწლიანი ბრძოლისა და საწარმოების მიერ შექმნილი სმოგის შემდეგ დიზელისძრავიანი ავტომობილების ეპოქის აღსასრული ახლოვდება. გაცილებით მეტს მივაღწევთ და მეტ სიცოცხლეს გადავარჩენთ, თუ ამ ტიპის მანქანებს საბოლოოდ ნაგავსაყრელზე გავუშვებთ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ადამიანების ქცევის შესაცვლელად. მაგ. დააწესოს აკრძალვები დიზელისძრავიანი ავტომობილების პარკირებაზე და შეიმუშაოს მათზე 2030 წლამდე სრული უარის თქმის გეგმა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება სუფთა ჰერისთვისა და კლიმატურ კრიზისთან ბრძოლაში.“

მონაცემები ცხადჰყოფს, რომ ისლინგტონი შეიძლება ლონდონის პირველი უბანი გახდეს, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება დიზელისძრავიანი ავტომობილებისგან. ბოლო ხუთი წლის ტენდენციებიდან გამომდინარე კამპანიის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ უახლოეს 12 თვეში ისლინგტონში არცერთ დიზელისძრავიან მანქანას დაარეგისტრირებენ.

ამ კვლევის ჩატარების ფონზე მიმდინარეობს კამპანია „დედები ფილტვებისათვის“ (Mums for Lungs), რომლის მონაწილეებიც მოუწოდებენ ადგილობრივ ხელისუფლებას დაეხმარონ ქალაქის უბნებს დიზელის კვამლისგან გათავისუფლებაში. მათ აბრებზეა ფრაზა – „ბოლო მოუღეთ დიზელის კვამლს.“

დიზელის გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე ჯერ კიდევ არაპროპორციულად დიდია. უახლესმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ დიზელისძრავიანი ავტომობილები სამჯერ უფრო მეტად აბინძურებენ ლონდონის ჰაერს, ვიდრე სატვირთოები.

დიზელისძრავიან ავტომობილებზე უარის თქმის პროცესის დასაჩქარებლად კამპანიის მონაწილეები თემთა პალატას მოუწოდებენ მომავალი წლიდან შეწყვიტონ დიზელისძრავიანი ავტომობილების დარეგისტრირების ნებართვების გაცემა. გამონაკლისები მხოლოდ ლურჯი ბეიჯების მფლობელებისთვის დაიშვება.

დევიდ ნიკოლსონმა, ორგანიზაცია „დედები ფილტვებისთვის“ წევრმა განაცხადა: „ 15 წლის წინ ავკრძალეთ სიგარეტის კვამლი პაბებში. ახლა დროა ჩვენმა ხელისუფლებამ აკრძალოს დიზელისძრავიანი ავტომობილები, რათა მათი კვამლი აღარ აბინძურებდეს ჰაერს, რომელსაც ვსუნთქავთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების, ასთმით დაავადებულების და შედარებით ღარიბი ადამიანების დასაცავად, რომლებიც ავტომაგისტრალების გვერდით ცხოვრობენ.“

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ექსპერტები უერთდებიან მთავრობას ნულოვანი გამონაბოლქვით ფრენებზე სამუშაოდ
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,