GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ClientEarth-ი გამონაბოლქვის შესამცირებლად ევროკავშირს გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ახალი კანონის გამოყენებისკენ მოუწოდებს

Homepage მსოფლიო ClientEarth-ი გამონაბოლქვის შესამცირებლად ევროკავშირს გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ახალი კანონის გამოყენებისკენ მოუწოდებს
მსოფლიო

ClientEarth-ი გამონაბოლქვის შესამცირებლად ევროკავშირს გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ახალი კანონის გამოყენებისკენ მოუწოდებს

ივლისი 28, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
476 ნახვა
ნახვები : 24
  • ინდუსტრიული გამონაბოლქვის (IED) საწინააღმდეგო დირექტივა ატმოსფეროში ფაბრიკა-ქარხნებიდან გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების წილის მნიშვნელოვან შემცირებას ითვალისწინებს.
  • ეკოლოგიური სამართლის სფეროში არსებული წამყვანი ორგანიზაცია ClientEarth-ი ევროკავშირს მოუწოდებს სრულად გამოიყენოს მათ ხელთ არსებული იურიდიული მექანიზმები ატმოსფეროში ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფის შესამცირებლად.

 

დირექტივა ინდუსტრიული გამონაბოლქვის შესახებ კლიმატურ კრიზისთან ბრძოლაში ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, რომელიც სამწუხაროდ გამოუყენებელი რჩება.

ეკოლოგიური სამართლის სფეროში არსებული წამყვანი ორგანიზაცია ClientEarth-ი ევროკავშირს მოუწოდებს სრულად გამოიყენოს მათ ხელთ არსებული იურიდიული მექანიზმები ატმოსფეროში ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფის შესამცირებლად. მოცემული მოთხოვნები კანონის ახალი რედაქციის გამოქვეყნების შემდეგ გაჟღერდა, რომელშიც სამწუხაროდ კვლავ არ არის მითითებული ნახშირბადისა თუ სხვა სათბური აირების დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ატმოსფეროში შეიძლება გამოიყოს.

ინდუსტრიული გამონაბოლქვის (IED) საწინააღმდეგო დირექტივა ატმოსფეროში ფაბრიკა-ქარხნებიდან გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების წილის მნიშვნელოვან შემცირებას ითვალისწინებს. მოცემულ კანონში აგრეთვე ითვალისწინებს დამსჯელობით მექანიზმებს დამრღვევთათვის. თუმცა, კრიტიკულად განწყობილი ადამიანები აღნიშნავენ, რომ ეს კანონი არ მუშაობს, რადგან პირდაპირ გავლენას არ ახდენეს მოწყობილობებზე, რომლებიც ტოქსიკური ნივთიერებების უდიდეს ნაწილს გამოყოფენ; ისინი მიიჩნევენ, რომ ორიენტაცია სწორედ მუშაობის დარეგულირებაზე უნდა გაკეთდეს.

ამ კვირაში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებში მოცემული მომენტი კვლავ უგულებელყოფილია. ნაცვლად ამისა,  პოლიტიკოსებმა კომპანიებს წამოუყენეს მოთხოვნა „ტრანსფორმაციული გეგმების“ შექმნის თაობაზე, რომლებმაც შესაძლოა 2050 წლისთვის ნახშირბად-ნეიტრალური საწვავის გამოყენებამდე მიგვიყვანოს. ClientEarth-ი თვლის, რომ მოთხოვნა ძალზედ ზოგადია და კანონის შესრულებას ნაკლებად შეუწყობს ხელს.

„მოცემული კანონი, მთელი ევროპის მასშტაბით, 50 000-ზე მეტ აგრო-საწარმოზე ვრცელდება და არ ითვალისწინებს ნახშირბადისა თუ სხვა სათბურის აირების გამოყოფის პირდაპირ შეზღუდვებს იმ საწარმოებისთვის, რომლებიც კლიმატზე უარყოფით გავლენას ახდენენ“ – აღნიშნა ClientEarth-ის იურისტმა, ბელინდა ბარტოლუჩიმ. „ამ შესაძლებლობას წლების მანძილზე ხელიდან ვუშვებდით. ახლა გვსურს, რომ ევროკავშირმა არსებული შანსი სრულად გამოიყენოს და IED-ის მეშვეობით კლიმატისთვის ზიანის მომტანი სათბური აირების გამოყოფა შეამციროს. „მწვანე გარიგების“ პირობების შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“

ყველაფრის მიუხედავად კანონში რიგი პოზიტიური ცვლილებების შეტანაც მოხდა. მაგალითად დაწესდა სავალდებულო სტანდარტები ენერგო-ეფექტურობაზე, გაუმჯობესდა მართლმსაჯულებაზე წვდომა და შემცირდე კანონისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობები. კერძოდ, ადამიანებისთვის, ვის ჯანმრთელობასაც IED დირექტივის ქვეშ მყოფი ინდუსტრიული ობიექტების უკანონო ქმედებების გამო ზიანი მიადგათ, გაუმარტივდებათ კომპენსაციის მიღება.

ცოტა ხნის წინ, ჟურნალ Air Quality News-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარია სასამართლო პროცესების რაოდენობის ზრდაზე, რომლებიც კლიმატისა და სახელშეკრულებო სამართლის საკითხებს ეხება.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ლიზი უგულავა

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
IPCC შეტყობინება: ‘მოქმედების დრო ახლაა’
შემდეგი პოსტი
ექსპერტები უერთდებიან მთავრობას ნულოვანი გამონაბოლქვით ფრენებზე სამუშაოდ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,