GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

დიდი ბრიტანეთის პირველი ჰიბრიდული მატარებელი ახლა უკვე ოპერატიულია

Homepage მსოფლიო დიდი ბრიტანეთის პირველი ჰიბრიდული მატარებელი ახლა უკვე ოპერატიულია
მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პირველი ჰიბრიდული მატარებელი ახლა უკვე ოპერატიულია

აპრილი 25, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
579 ნახვა
ნახვები : 38

chiltern Railways-ს მატარებელი, რომელიც საწვავად 20 წელია დიზელს იყენებს, ახლა უკვე ბატარეას მოიხმარს. ეს ბატარეა საშუალებას აძლევს მას, რომ გამოიყენოს 25%-ით ნაკლები საწვავი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ჰაერის დაბინძურებას.

მატარებელის CO2 გამონაბოლქვი, ყოველი მგზავრობისას,  25%-ით მცირდება.

„რკინიგზა კიდევ უფრო მწვანე ხდება და Chiltern Railways-ის მიერ ამ უახლესი ჰიბრიდული მატარებლის გაშვება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინსვლისკენ“ – განაცხადა მთავრობის სარკინიგზო მინისტრმა, ვენდი მორტონმა.

Chiltern Railways, Porterbrook და Rolls-Royce ერთად მუშაობდნენ ამ მატარებლის გარდაქმნაზე, რომელიც ახლა მუშაობს, როგორც დიზელზე, ასევე ბატარეაზე.

ეს არის პირველი ჰიბრიდული მატარებელი,  რომელიც 160.934 კმ/სთ (100 მილი/ სთ) სიჩქარით მოძრაობს და რომელიც მუშაობს დიდი ბრიტანეთის ეროვნულ სარკინიგზო ქსელში.

ყოველი მგზავრობისას მატარებელის CO2 გამონაბოლქვი 25%-ით მცირდება.

HybridFlex მატარებელი არსებითად ამცირებს საწვავის მოხმარებას. ის ამცირებს ხმაურს 75%-მდე სადგურებსა და ქალაქებში. მატარებელი, ასევე, წარმოადგენს სამომავლოდ მომხმარებელთა უფრო სწრაფი მოგზაურობის შესაძლებლობას.

„Chiltern Railways-მა გადაწყვიტა, აწარმოოს რკინიგზა, რომელიც მაქსიმალურად მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთაა.“ – თქვა რიჩარდ ალანმა, Chiltern Railway-ის მმართველმა დირექტორმა.

„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ მძლავრი ბატარეის ნაკრები მოგვეთავსებინა 20 წლის დიზელის მატარებლის ქვეშ, რათა მატარებელი უფრო სუფთა, ჩუმი და სწრაფი ყოფილიყო. ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ, რომ ამ კონცეფციის მატარებელი ახლა ატარებს მომხმარებლებს და მოუთმენლად ველით მისი მუშაობის შეფასებას ყოველდღიურად.’

HybridFlex მატარებელი თავდაპირველად იმუშავებს Aylesbury-სა და London Marylbone-ს შორის და უახლოეს თვეებში იგეგმება ახალი ტიპის მატარებლის  ოქსფორდში ჩაყვანა Bicester Village მარშრუტით.

 

სტატიაზე მუშაობდა : ქეთი გობრონიძე

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
CPCB მონაცემები აჩვენებს ჰაერის დაბინძურების ზრდას ალანდურში
შემდეგი პოსტი
,,ტროტუარზე მანქანის პარკირება დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება – პარკირების წესებში ცვლილება შედის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,