GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

CPCB მონაცემები აჩვენებს ჰაერის დაბინძურების ზრდას ალანდურში

Homepage მსოფლიო CPCB მონაცემები აჩვენებს ჰაერის დაბინძურების ზრდას ალანდურში
მსოფლიო

CPCB მონაცემები აჩვენებს ჰაერის დაბინძურების ზრდას ალანდურში

აპრილი 25, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
518 ნახვა
ნახვები : 4
  • ტამილ ნადუში ჰაერის საერთო ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა მის ერთ-ერთ უბანში, ალანდურში, დაბინძურების მაჩვენებელი გაიზარდა
  • ხანგრძლივი ექსპოზიციის შემთხვევაში, ცუდი ხარისხის ჰაერი ადამიანებს სუნთქვის დიკომფორტს უქმნის
  • TNPCB-ის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მონაცემების ასეთი სხვაობა შესაძლოა ალანდურში არსებული ჰაერის გასაზომი აღჭურვილობის გაუმართაობის ბრალია

                                  

ჩენაი: მიუხედავად იმისა, რომ მთელ ქალაქში ჰაერის საერთო ხარისხი გაუმჯობესდა, ალანდურში დაბინძურება გაიზარდა,  დაფიქსირდა ნაწილაკების დონე (PM) 2.5, რომელიც ოთხჯერ მეტია დასაშვებ ზღვარზე, რაც ხანგრძლივი ექსპოზიციის შემთხვევაში დისკომფორტზე მიანიშნებს. თუმცა ტამილ ნადუს დაბინძურების კონტროლის საბჭოს (TNPCB) ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაბინძურების გაზრდილი დონე შეიძლება გამოწვეული იყოს აღჭურვილობის გაუმართაობით, რასაც ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა იწვევს.

დაბინძურების კონტროლის ცენტრალური საბჭოს (CPCB) მონაცემებით, ორშაბათს ჰაერის ხარისხის დონე წინა თვესთან შედარებით უკეთესი იყო. PM 2.5 დონე პერუნგუდიში იყო 76 მიკროგრამი/მ3, როიაპურამში – 87 მიკროგრამი/მ3, არუმბაკკამში – 88 მიკროგრამი/მ3, მანალიში – 90 მიკროგრამი/მ3 და კოდუნგაიურში – 93 მიკროგრამი/მ3. მიუხედავად იმისა, რომ პასუხმა გადააჭარბა დასაშვებ დონეს – 60 მიკროგრამს/მ3, ის მაინც დამაკმაყოფილებელ დონეზე იყო.

თუმცა ალანდურის სადგურის მაჩვენებლები მკვეთრად განსხვავდებოდა ამ მაჩვენებლისგან, რომელიც 274 მიკროგრამია/მ3. ეს შეფასებულია ჰაერის ცუდი ხარისხად, რაც გულისხმობს იმას, რომ ხანგრძლივი ექსპოზიციისას ადამიანების უმეტესობას სუნთქვის დისკომფორტი ექმნება. დაბინძურების დონე მაღალი იყო კვირადღესაც  – 249 მიკროგრამი/მ3.

საბოლოოდ, წინა თვესთან შედარებით, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა, როდესაც მშრალი ქარის გამო PM 2.5 დონემ 100 მიკროგრამ/მ3-ს გადააჭარბა. მონიტორინგის სადგურებს შორის ყველაზე ცუდი ჰაერი არუმბაკკამში იყო, სადაც დაფიქსირდა 146 მიკროგრამი/მ3, ხოლო მანალის მაჩვენებელი 124 მიკროგრამი/მ3 იყო, პერუნგუდიში – 121 მიკროგრამი/მ3, კოდუნგაიურში – 117 მიკროგრამი/მ3, ხოლო როიაპურამში 95 მიკროგრამი/მ3 – დამაკმაყოფილებელი.

თუმცა TNPCB-ის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ქალაქში დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა ცუდი ხარისხის ჰაერი. „აღჭურვილობის გაუმართაობის გამო, ალანდურში დაფიქსირებული მონაცემები შესაძლოა მცდარია. ქალაქის სხვა უბნებში დაბინძურების დონე ნორმალურია. ის „დამაკმაყოფილებელ“ დონეზე დარჩება, რადგანაც მანქანების მოძრაობა გაიზარდა“, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ მონაცემი დასაშვებ ზღვარზე დაბლა მხოლოდ სრული ლოქდაუნის შემთხვევაში დაიწევს.

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი ფირცხალაიშვილი და მეგი რუსია

 


წინა პოსტი
რჩევები, თუ როგორ დავიცვათ თავი ჰაერის დაბინძურებისგან
შემდეგი პოსტი
დიდი ბრიტანეთის პირველი ჰიბრიდული მატარებელი ახლა უკვე ოპერატიულია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,