GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

სამხრეთ აფრიკის ესკომს შესაძლოა სასამართლო სხდომა დაენიშნოს, რადგან ჰაერის ხარისხის წარმომადგენელს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

Homepage მსოფლიო სამხრეთ აფრიკის ესკომს შესაძლოა სასამართლო სხდომა დაენიშნოს, რადგან ჰაერის ხარისხის წარმომადგენელს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის ესკომს შესაძლოა სასამართლო სხდომა დაენიშნოს, რადგან ჰაერის ხარისხის წარმომადგენელს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

მარტი 28, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
643 ნახვა
ნახვები : 37
  • ესკომი სამხრეთ აფრიკის ყველაზე დიდი დამაბინძურებელია. ის სამხრეთ აფრიკაში სათბურის გაზების ორ მეხუთედს გამოჰყოფს.
  • კომპანიას უკვე დაენიშნა წინასასამართლო სხდომა, რასაც, სავარაუდოდ, სასამართლოც მოჰყვება. 
  • Eskom Holdings SOC Ltd.-ს წაუყენებენ ბრალდებას, რომელიც შეიძლება კლასიფიცირებული იყოს როგორც დანაშაულებრივი ქმედება.

 

Eskom Holdings SOC Ltd., სამხრეთ აფრიკის ყველაზე დიდმა დამაბინძურებელმა, შესაძლოა 25 მარტს გაარკვიოს, თუ როდის წარსდგება სასამართლოს წინაშე მთავრობის ჰაერის ხარისხის წარმომადგენლისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, კენდალის ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურზე გამონაბოლქვის ლიმიტების გადაჭარბებისთვისა და ატმოსფერული ემისიის ლიცენზიის დარღვევისათვის.

კომპანიის 4,116 მეგავატი სიმძლავრის ობიექტზე, რომელსაც 2018 წლის გაფიცვის დროს  დაბინძურების შესამცირებელი მოწყობილობა დაუზიანდა, დარღვევების სერიები იყო დაფიქსირებული. შედეგად, 2020 წლის ნოემბერში, სახელმწიფოს კომუნალურმა კომპანიამ განაცხადა, რომ Eskom Holdings SOC Ltd.-ს წაუყენებდნენ ბრალდებას, რომელიც შეიძლება კლასიფიცირებული იყოს როგორც დანაშაულებრივი ქმედება.

ამის შემდეგ გარემოს დაცვის დეპარტამენტმა გამოსცა კომპანიის საწინააღმდეგო ბრძანებების სერია,  რაც, ძირითადად, იმ გამონაბოლქვის ნაწილაკების გამოყოფას ეხებოდა, რომელიც რესპირატორულ დაავადებებს იწვევს.

პარასკევს სიკონატი მანტშანშმა, ესკომის სპიკერმა, ტექსტური შეტყობინებით განაცხადა, რომ ესკომს სასამართლო პროცესზე არ მოეთხოვა განცხადების გაკეთება. მოსამართლემ 25 მარტს დანიშნა წინასასამართლო სხდომა, შესაძლოა იმიტომ, რომ დაინიშნოს სასამართლოს თარიღი.

ესკომს ეკუთვნის სამხრეთ აფრიკის სათბურის გაზების გამონაბოლქვის ორი მეხუთედი. ის, ასევე, გამოჰყოფს სხვა სახის დამაბინძურებლებსაც, მათ შორის არის  გოგირდის დიოქსიდიც.

 

სტატიაზე მუშაობდა : თეონა ქავთარაძე

წყარო : www.bnnbloomberg.ca

 

 


წინა პოსტი
ჩინეთი არეგულირებს კომპანიებს და ავტოტრანსპორტს, რათა გააუმჯობესოს ჰაერის ხარისხი ზამთრის ოლიმპიადისთვის
შემდეგი პოსტი
ევროპაში „ლოქდაუნის“ პირობებში უკეთესმა ჰაერმა შეიძლება ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,