GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

შოტლანდიის მთავრობა ვალდებულებას იღებს შეამციროს მანქანების გამოყენება 20%-ით

Homepage მსოფლიო შოტლანდიის მთავრობა ვალდებულებას იღებს შეამციროს მანქანების გამოყენება 20%-ით
მსოფლიო

შოტლანდიის მთავრობა ვალდებულებას იღებს შეამციროს მანქანების გამოყენება 20%-ით

მარტი 23, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
709 ნახვა
ნახვები : 258
  • მთავრობამ გადაწყვიტა 2030 წლისთვის შოტლანდიაში მანქანების მოხმარება 20%-ით შეამციროს.
  • ახლახანს გამოაქვეყნეს მარშრუტის ახალი რუკა, რომელიც ამ გეგმის მიღწევაში უნდა დაეხმაროს
  • შოტლანდიის დედამიწის მეგობარებმა გააკრიტიკეს მარშრუტის რუკა და მას მხოლოდ ისედაც არსებული პოლიტიკის გადახედვა უწოდეს.

 

შოტლანდიის მთავრობამ ვალდებულება აიღო 2030 წლისთვის შოტლანდიაში მანქანების მოხმარება 20%-ით შეამციროს.

გასულ კვირას გამოქვეყნებულ მარშრუტის ახალ რუკაში, მთავრობამ ჩამოაყალიბა მდგრადი მოგზაურობის ქცევის მთელი სია, რომლებიც დაჯგუფებულია ოთხ კატეგორიად:

 

  • იმოგზაურეთ ნაკლები: გამოიყენეთ ონლაინ ვარიანტები, სადაც საჭიროა
  • დარჩით ადგილობრივად: აირჩიეთ უფრო ახლომდებარე დანიშნულება თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
  • რეჟიმის შეცვლა: გადაადგილდით ფეხით, ბორბლებით, ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სადაც ეს შესაძლებელია
  • გააერთიანეთ მოგზაურობები: სადაც სხვა ვარიანტები არ არის შესაძლებელი

 

ის შეიცავს  გამოყენებისკენ მიმართულ 30 ინტერვენციას, რომელთაგან ბევრი უკვე მიწოდებულია. მათ რიცხვში შედის ავტობუსით უფასო მგზავრობის დაშვება 22 წლამდე პირთათვის.

ტრანსპორტის მინისტრმა გრემ დეიმ თქვა: „სამართლიანი გადაადგილების პრინციპი არის ჩვენი მარშრუტის რუკის საფუძველი, რომელიც გვეხმარება უთანასწორობისა და ბავშვთა სიღარიბის დაძლევაში. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის მანქანის მოხმარების შემცირება, განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში, უფრო რთული იქნება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისთვის, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ სტატუსკვოს უსამართლობა, სადაც “მანქანა არის მეფე” და სადაც მანქანის გამოყენება ძალიან მარტივდება, უფრო ჯანსაღი და სამართლიანი ვარიანტების ხარჯზე.

„ჩვენ ვგეგმავთ მოქმედებების მთელ რიგს, ზოგიერთს მოკლევადიან პერსპექტივაში, როგორიცაა ავტობუსით უფასოდ მგზავრობა 22 წლამდე პირთათვის, დაბალი გამონაბოლქვის ზონები და სუპერ სწრაფი ფართოზოლიანი ქსელის უზრუნველყოფა შენობების 100%-სთვის და ზოგიერთი უფრო გრძელვადიანი, რომელთა შორისაცაა ჩვენი მუშაობა მოთხოვნის მართვის ვარიანტებზე, რომელშიც მოიაზრება ფასები და საავტომობილო ღირებულება. ძალზე მნიშვნელოვანია რომ  ყველამ ვითამაშოთ ჩვენი როლი და ვიფიქროთ, თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ქცევა და შევამციროთ ავტომობილის გამოყენება უფრო ჯანსაღი, სამართლიანი და მწვანე მომავლისთვის“.

თუმცა, შოტლანდიის დედამიწის მეგობარებმა გააკრიტიკეს მარშრუტის რუკა და მას უწოდეს სხვა არაფერი, თუ არა „არსებული პოლიტიკის გადახედვა“.

სატრანსპორტო კამპანიის მონაწილე გევინ ტომსონმა თქვა: „შოტლანდიის მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება, შეამციროს მანქანით გავლილი კილომეტრების რაოდენობა 20%-ით, აუცილებელია კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად. შოტლანდიაში ტრანსპორტი გამონაბოლქვის ყველაზე დიდი წყაროა და ჩვენი ავტომობილზე ორიენტირებული გადაწყვეტილები დამღუპველი აღმოჩნდა მდგრადი ტრანსპორტისთვის.

„მარშრუტის რუკა, რომელიც ასახავს როგორ მიიღწევა ეს ყოველივე, არის შოტლანდიის მთავრობის მიერ უკვე დანერგილი ღონისძიებების გრძელი სია. ესაა არსებული პოლიტიკის გადახედვა, რომელიც არ ეხება ფუნდამენტურ საკითხებს.

„შოტლანდიაში ხალხი ზედმეტს იხდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში, რომელსაც ჩვენ არ ვაკონტროლებთ.  უნდა დავიბრუნოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ხელში და გავხადოთ ის უფასო ყველასთვის. ამ დონის ამბიციების გარეშე, ჩვენ ვერ შევამცირებთ მანქანის გამოყენებას ან გამონაბოლქვს.

„შოტლანდიაში დაგეგმვის სისტემის მიმოხილვა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ რეალური ცვლილებები ჩვენს გადაადგილებაში. იდეებმა, როგორიცაა ავტოსადგომების საჯარო პარკებად გადაქცევა ან ურბანული განვითარებისთვის მოსახლეობის სიმჭიდროვის მოთხოვნების შეცვლა, შეიძლება შეცვალოს ჩვენი მოსაზრებები ტრანსპორტზე. მაგრამ ჯერჯერობით ეს იდეები არ არის მთავრობის გეგმებში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და ვალერი გელოვანი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
დელიში ჰაერის ხარისხი „ძალიან ცუდი“ ნიშნულზეა
შემდეგი პოსტი
ჩინეთი არეგულირებს კომპანიებს და ავტოტრანსპორტს, რათა გააუმჯობესოს ჰაერის ხარისხი ზამთრის ოლიმპიადისთვის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,