GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

დელიში ჰაერის ხარისხი „ძალიან ცუდი“ ნიშნულზეა

Homepage მსოფლიო დელიში ჰაერის ხარისხი „ძალიან ცუდი“ ნიშნულზეა
მსოფლიო

დელიში ჰაერის ხარისხი „ძალიან ცუდი“ ნიშნულზეა

მარტი 23, 2022
By GREENPOLE
1 კომენტარი
664 ნახვა
ნახვები : 55
  • ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში 132 ქალაქში ჰაერის ხარისხის დონე ეროვნულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
  • IQAir-ის თანახმად, დღეს დილით, 175 AQI-ით, ჰაერის მაღალი დაბინძურების გამო დელი მსოფლიოს მასშტაბით მერვე ადგილზე იყო.
  • ერთთვიანი ექსპერიმენტის წინასწარმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ნოემბერ-დეკემბერში, ქალაქში შენობა-ნაგებობების შიდა სივრცეში ჰაერის დაბინძურების ნიშნული გარე დაბინძურების თითქმის ნახევარი იყო.

 

 

დელის მაცხოვრებლებს ნისლიან კვირა დილას მოუწიათ გაღვიძება, რამდენადაც ჰაერის ხარისხის ინდექსი (AQI)”ძალიან ცუდ“ ნიშნულზე დარჩა.

კვირა დილას დელიში ჰაერის კატეგორია “ძალიან ცუდ” ნიშნულს მიუთითებდა, როდესაც ტემპერატურა 10 გრადუს ცელსიუსზე დაბლა დაეცა და ნისლმა მოიცვა ქალაქი, რომელიც თვეების განმავლობაში ჰაერის ძლიერი დაბინძურებით გამოირჩეოდა.

ჰაერის ხარისხის ინდექსი (AQI) დილის 08:00 საათზე 301-ს უჩვენებდა, იტყობინება დედამიწის მეცნიერებათა სამინისტროს ჰაერის ხარისხის პროგნოზის სააგენტო SAFAR. აღსანიშნია, რომ 50-ზე ქვემოთ არსებული მაჩვენებელი უსაფრთხოდ ითვლება,  51-დან 100-ის ჩათვლით „დამაკმაყოფილებელია“, ხოლო 300-ზე მეტი ნებისმიერი მაჩვენებელი სახიფათოდ ან „საშიშად“ ითვლება.

პარასკევს ჰაერის ხარისხი “ძალიან ცუდ” ნიშნულამდე დაეცა, რამდენიმე დღის შემდეგ კი “დამაკმაყოფილებელი” გახდა, მას შემდეგ, რაც გასულ შაბათ-კვირას დედაქალაქში ძლიერი წვიმა მოვიდა. შაბათი დღის საერთო მონაცემებზე დაყრდნობით (AQI) ჰაერის მაჩვენებელი 339 იყო, რაც “ძალიან ცუდ” კატეგორიას მიეკუთვნება.

IQAir-ის თანახმად, დღეს დილით, 175 AQI-ით, ჰაერის მაღალი დაბინძურების გამო დელი მსოფლიოს მასშტაბით მერვე ადგილზე იყო.

ერთთვიანი ექსპერიმენტის წინასწარმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ნოემბერ-დეკემბერში, ქალაქში შენობა-ნაგებობების შიდა სივრცეში ჰაერის დაბინძურების ნიშნული გარე დაბინძურების თითქმის ნახევარი იყო.

ინდოეთი ამ დრომდე ვერ ახერხებს ტოქსიკური ჰაერის ხარისხი გააუმჯობესოს. სმოგით მოცული ქალაქების რიცხვი იზრდება მიუხედავად იმისა, რომ მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად ეროვნული პროგრამა ამოქმედდა – განაცხადა სამშაბათს Bloomberg-მა.

ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში 132 ქალაქში ჰაერის ხარისხის დონე ეროვნულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, აქედან კი 102 ქალაქი 2019 წელს ამოქმედებულ შესაბამის ეროვნულ პროგრამაშია ჩართული.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი ფირცხალაიშვილი და ლიზი უგულავა

წყარო : www.business-standard.com


წინა პოსტი
მიწის მასის ჩამოშლის გამო ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა
შემდეგი პოსტი
შოტლანდიის მთავრობა ვალდებულებას იღებს შეამციროს მანქანების გამოყენება 20%-ით

1 reply added

  1. Registrera სექტემბერი 29, 2026 პასუხი

    Can you be more specific about the content of your article? After reading it, I still have some doubts. Hope you can help me. https://www.binance.bh/register?ref=IHJUI7TF

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,