GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

აშშ-ის ექვს ქალაქში სასმელ წყალში ,,სამუდამო ქიმიკატების“ შემცველობა დასაშვებ ნორმას აჭარბებს

Homepage მსოფლიო აშშ-ის ექვს ქალაქში სასმელ წყალში ,,სამუდამო ქიმიკატების“ შემცველობა დასაშვებ ნორმას აჭარბებს
მსოფლიო

აშშ-ის ექვს ქალაქში სასმელ წყალში ,,სამუდამო ქიმიკატების“ შემცველობა დასაშვებ ნორმას აჭარბებს

იანვარი 28, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
574 ნახვა
ნახვები : 52
  • ნიუ-ჯერსის შტატის რამდენიმე ქალაქში 29,000 მომხმარებელი წყალს იღებდა რეზერვუარიდან, რომელიც წყლის ხარისხის დადგენილ სტანდარტებს არღვევდა.
  • წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, წყლის ადუღება მავნე ქიმიკატებს არ ანადგურებს. უმჯობესია, ბოთლის წყლის შეძენა მის დასალევად და საჭმლის მოსამზადებლად ან სერტიფიცირებული წყლის ფილტრის ყიდვა.
  • რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, აშშ-ის გარემოსდაცვითი სააგენტო მწარმოებლებს მათი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური ნარჩენებისა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ანგარიშგებას მოსთხოვს.

 

ნიუ-ჯერსის შტატის რამდენიმე ქალაქში 29,000 მომხმარებელი წყალს იღებდა რეზერვუარიდან, რომელიც წყლის ხარისხის დადგენილ სტანდარტებს არღვევდა.

სუსტი იმუნური სისტემის მქონე მოსახლეებმა, ახალშობილი ბავშვებს დედებმა და ორსულებმა მიიღეს რეკომენდაცია, რომ სრულად შეეკავებინათ თავი ონკანის წყლის დალევისგან. წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, წყლის ადუღება მავნე ქიმიკატებს არ ანადგურებს. უმჯობესია, ბოთლის წყლის შეძენა მის დასალევად და საჭმლის მოსამზადებლად ან სერტიფიცირებული წყლის ფილტრის ყიდვა.

მცირედად დაბინძურებული სასმელი წყლის მიღებას ჯანმრთელობაზე მყისიერი უარყოფითი ეფექტი არ ექნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნიუ-ჯერსიში არსებული 2,500 სხვადასხვა ინდუსტრიული საწარმო სასმელი წყლის ქიმიკატებით დაბინძურების სავარაუდო წყაროა.

მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით აშშ-ის გარემოსდაცვითი სააგენტო მწარმოებლებს მათი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური ნარჩენებისა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ანგარიშგებას მოსთხოვს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნიუ-ჯერსიში აშშ-ის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონები მიიღეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე საზიანო ქიმიკატების რეგულაციის მიზნით, თუმცა წესების კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეები ამბობენ, რომ კონტროლირებადი ქიმიკატები ადვილად იცვლიან სტრუქტურას და სხვა ქიმიკატების სახით ყალიბდებიან, რომლებსაც ასევე სჭირდება სტანდარტებში მოქცევა.

აღნიშნული გარემოებების პირობებში ნიუ-ჯერსის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ წყალმომარაგების კომპანიამ ადგილობრივ მაცხოვრებლებს სასმელი წყლის სხვა, ალტერნატიული წყარო არ შესთავაზა. ასევე, წუხილი გამოიწვია კომპანიის განცხადებამ, რომ ვითარება სრულად მხოლოდ 2023 წელს გამოსწორდება, თუმცა შტატის სახელმწიფო ორგანოების ჩართულობაც ამ პროცესს აჩქარებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.njspotlight.com


წინა პოსტი
წყალტუბოში ერთ ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს
შემდეგი პოსტი
ლაჰორი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით, ნიუ-დელი კი – მეორეზე.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,