GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ლუტონის ცენტრში დამონტაჟებული ურბანული „ხე“ ჰაერის ხარისხს 53%-ით გააუმჯობესებს

Homepage მსოფლიო ლუტონის ცენტრში დამონტაჟებული ურბანული „ხე“ ჰაერის ხარისხს 53%-ით გააუმჯობესებს
მსოფლიო

ლუტონის ცენტრში დამონტაჟებული ურბანული „ხე“ ჰაერის ხარისხს 53%-ით გააუმჯობესებს

იანვარი 14, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
611 ნახვა
ნახვები : 152
  • ქალაქ ლუტონის ცენტრში, მარკეტ ჰილის მოწყობილობის მახლობლად, დამონტაჟდა ურბანული “ხე” ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად
  • შედეგები ნაჩვენები იქნება „ხეზე“ მიმაგრებულ ეკრანებზე, რომ საზოგადოებას ჰქონდეს რეალურ დროში წვდომა იმაზე, თუ რამდენად სუფთაა ჰაერი
  • ეს ვერ ცვლის ნამდვილი ხეების დარგვას, თუმცა ანაცვლებს მათ იქ, სადაც პატარა სივრცეა, მაგალითად ქალაქის ცენტრში

 

მოწყობილობა ახლომდებარე დამაბინძურებლებს მოაშორებს

 

ქალაქ ლუტონის ცენტრში, მარკეტ ჰილის მოწყობილობის მახლობლად, დამონტაჟდა ურბანული “ხე” ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, დამაბინძურებლებისგან გათავისუფლების მიზნით.

ლუტონის საბჭო ამბობს, რომ ჰაერის მაღალი ხარისხის მიღება გადამწყვეტი კომპონენტია ჯანსაღი, სუფთა და მდგრადი ქალაქის აშენებაში, რაც არის საბჭოს 2040 წლის ხედვის ნაწილი, შექმნას ადგილი, სადაც ყველას შეუძლია, განვითარდეს.

“ხე”, რომელიც მთლიანად დაფინანსდა მთავრობის „Welcome Back“ ფონდის მიერ, იყენებს მდგრად ბიოტექნოლოგიურ წვრილი მტვრისთვის განკუთვნილ ფილტრს ბუნებრივი ხავსის მოდულებით, რათა მოხდეს დამაბინძურებლების ექსტრაპოლაცია უშუალო ზონაში, რაც ჰაერის ხარისხს „ხის“ ირგვლივ 53%-ით გააუმჯობესებს.

ეს შედეგები ნაჩვენები იქნება „ხეზე“ მიმაგრებულ ეკრანებზე, რომ საზოგადოებას ჰქონდეს რეალურ დროში წვდომა იმაზე, თუ რამდენად სუფთაა ჰაერი. კიდევ ერთი დიდი, 43 დიუმიანი ლედ ეკრანი მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას ჰაერის ხარისხზე, კლიმატსა და მდგრად ინიციატივებზე.

ლუტონის საბჭო აქტიურად შეუწყობს ხელს ხალხის ჩართულობას. სკოლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოხალისეობრივ სექტორებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს შეეძლება „ხესთან“ დაკავშირება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ მოუნდებათ, განახორციელონ  „ხესთან“ დაკავშირებული აქტივობები და გაიგონ მეტი მისი დანიშნულების შესახებ.

ტომ შოუმ, კლიმატის ცვლილების ექსპერტმა და კლიმატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, განაცხადა: „მოხარულები ვართ „ხის“ დამონტაჟებით. ვიმედოვნებთ, რომ ხალხი დროს დაუთმობს და მიიღებს სარგებელს ურბანული ხისგან. ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება, ძალიან მავნე ზეგავლენა იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ამიტომ ჩვენ „ხის“ მეშვეობით ხელს ვუწყობთ ჯანსაღ და მდგრად ქალაქში ცხოვრებას“.

„ეს ვერ ცვლის ნამდვილი ხეების დარგვას, თუმცა ანაცვლებს მათ იქ, სადაც პატარა სივრცეა, მაგალითად ქალაქის ცენტრში. ასეთ ადგილებში სუფთა ჰაერის დონის გაზრდა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზოგადად ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვიცით, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება გადამწყვეტია 2040 წლისთვის ქალაქში ნახშირბადნეიტრალურობის მისაღწევად.“

ეს პროექტი არის “Welcome Back“ ფონდის ნაწილი, რომელიც იღებს 264,000 ფუნტს ინგლისის ევროპული რეგიონული განვითარების ფონდისგან, როგორც ევროპის სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდების ზრდის პროგრამის ნაწილი 2014-2020 წლებში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი ფირცხალაიშვილი და ანა კვეკვესკირი

წყარო : www.lutontoday.co.uk


წინა პოსტი
2021 წელს საქართველოში დღეში საშუალოდ 123 ბავშვი იბადებოდა და 160 ადამიანი კვდებოდა
შემდეგი პოსტი
ავტომობილის გამონაბოლქვს ტვინის უჯრედების დაზიანება შეუძლია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,