GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ახალი აპლიკაცია ელექტრომობილების ღირებულებასა და ეკოლოგიურ სარგებელს ითვლის

Homepage მსოფლიო ახალი აპლიკაცია ელექტრომობილების ღირებულებასა და ეკოლოგიურ სარგებელს ითვლის
მსოფლიო

ახალი აპლიკაცია ელექტრომობილების ღირებულებასა და ეკოლოგიურ სარგებელს ითვლის

დეკემბერი 4, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1546 ნახვა
ნახვები : 421

ახალი აპლიკაცია, რომელიც ითვლის, თუ რამდენ ფულს დაზოგავენ ბრიტანელი მძღოლები ელექტრომობილზე გადასვლით, დღეს (9 სექტემბერი) ამოქმედდა.

აპლიკაცია EV8 უფასოა და მას აფინანსებს გაერთიანებული სამეფოს კოსმოსური სააგენტო 2.7 მილიონი ფუნტი სტერლინგით.

ელექტროენერგიაზე გადასვლის რენტაბელობასთან ერთად, აპლიკაცია, მომხმარებლებს აწვდის დეტალურ ინფორმაციას CO2 დაზოგვისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ, რის მიღწევასაც შეძლებდნენ.

მძღოლს, ასევე, შეუძლია თავისთვის ყველაზე შესაფერისი ელექტრომობილის ნახვა მისი ამჟამინდელი ავტომობილისა და ცხოვრების წესის მიხედვით. ამასთანავე, აპლიკაცია აჩვენებს უახლოეს სატენ პუნქტთან დაშორებას და მარშრუტებს, რომელთა გავლა დატენვის გარეშეა შესაძლებელი.

ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა განაცხადა: “დღესაა ელექტრომობილების მსოფლიო დღე და მინდა, არა მხოლოდ ადამიანებისთვის ელექტროენერგიაზე გადასვლისთვის საჭირო ინსტრუმენტებთან მარტივი წვდომა ვუზრუნველყო, არამედ დავრწმუნდე, რომ სატენი პუნქტები ადვილად მისადგომი, ხელმისაწვდომი და ცნობადია.

ამიტომაც ჩვენ უკვე გამოვყავით 1,3 მილიარდი ფუნტი სტერლინგი მთელი ქვეყნის  მასშტაბით სატენი ინფრასტრუქტურის მოწყობის დასაჩქარებლად და, ვინაიდან მოუთმენლად ველით COP26-ს და ისედაც, ჩვენი ხედვით, დიდი ბრიტანეთი ნულოვანი გამონაბოლქვის სატრანსპორტო მომავლისკწნ გზაზე მოწინავე პოზიციებზეა, რაც პროცესში ათასობით მწვანე სამუშაო ადგილს შექმნის.”

Electrifying.com–თან ერთად, ტრანსპორტის დეპარტამენტმა, ასევე, გამოაქვეყნა დამწყებთათვის სახელმძღვანელო ელექტროენერგიაზე გადასავლელად, რომლის მიზანია მძღოლების დახმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რას გულისხმობს ელექტრომობილზე გადასვლა.

Electrifying.com–ის დამფუძნებელმა ჯინი ბაკლიმ დასძინა: “ჩვენ ვიცით, რომ ელექტრომობილზე გადასვლის პერსპექტივა შეიძლება გვაშინებდეს ზღვა ახალი ინფორმაციით, რომელიც უნდა ავითვისოთ,  და ჟარგონით, რომელიც უნდა მოვკვეთოთ.

მოხარულნი ვართ, რომ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან ჰაერის გასაწმენდათ მძღოლებისთვის მარტივი, მიუკერძოებელი და ჟარგონისგან თავისუფალი სახელმძღვანელოს გამოქვეყნებით ელექტრომობილების მსოფლიო დღისთვის.”

 

სტატიაზე მუშაობდა : ნატალია სლეპაკოვა

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
კანადის ერთ-ერთ პროვინციაში 2021 წლის ბოლომდე ჭის წყალი უფასოდ შემოწმდება
შემდეგი პოსტი
ქვეყნების ამჟამინდელი ვალდებულებების მიხედვით, ნახშირბადის გამონაბოლქვი 2050 წლისთვის მხოლოდ 40%-ით შემცირდება.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,