GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კვლევის მიხედვით ველური ბუნებით ვაჭრობა მსოფლიოში დაავადების გავრცელების მთავარი მამოძრავებელი ძალაა

Homepage მსოფლიო კვლევის მიხედვით ველური ბუნებით ვაჭრობა მსოფლიოში დაავადების გავრცელების მთავარი მამოძრავებელი ძალაა
მსოფლიო

კვლევის მიხედვით ველური ბუნებით ვაჭრობა მსოფლიოში დაავადების გავრცელების მთავარი მამოძრავებელი ძალაა

აგვისტო 23, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
804 ნახვა
ნახვები : 46
  • ზოონოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადაიცემა ცხოველებსა და ადამიანებს შორის.
  • მკვლევარებმა შეისწავლეს 226 მათთვის ცნობილი ვირუსი, რომლებიც 800-ზე მეტ ძუძუმწოვარში ზოონოზურ დაავადებებს იწვევდა.
  • საერთაშორისო ველური ბუნებით ვაჭრობა იწვევს ერთ მილიარდ პირდაპირ და არაპირდაპირ ურთიერთზეგავლენას ველურ ბუნებას, მოშინაურებულ ცხოველებსა და ადამიანებს შორის

 

ახალი კვლევის მიხედვით ველური ბუნებით ვაჭრობა მორიგ მსოფლიო პანდემიის რისკს ზრდის.

ველური ბუნების გამოკვლევამ ცხადჰყო მისი გავლენა ვირუსების გადაცემაზე. კვლევაში მონაწილეების შეტყობინებით ველური ბუნებით ვაჭრობას შეუძლია ადამიანსა და ცხოველს შორის დაავადებების აფეთქების რისკი გაზარდოს, მათ შორის ისეთების, რომლებიც გლობალურად „პანდემიის პოტენციის“ მქონეები არიან.

ზოონოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადაიცემა ცხოველებსა და ადამიანებს შორის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება განვითარება დაიწყოს როგორც ზოონოზმა, მაგრამ ჩამოყალიბდეს როგორც მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი სახეობა – ერთ-ერთი მაგალითია შიდსი.

გამოკვლევა, რომელიც ჩაატარა The Nature Conservancy-მ (ბუნების დაცვა), გამოქვეყნდა ჟურნალში Current Biology (ამჟამინდელი ბიოლოგია). The Nature Conservancy კვლევის ჩასატარებლად ინდოეთში არსებულ ეკოლოგიის და გარემოს კვლევის  ფონდს, აშოკას (ATREE) შეუერთდა.

მკვლევარებმა შეისწავლეს 226 მათთვის ცნობილი ვირუსი, რომლებიც 800-ზე მეტ ძუძუმწოვარში ზოონოზურ დაავადებებს იწვევდნენ. მათ ცხოველები სამ კატეგორიად დაყვეს:

სავაჭრო, არასავაჭრო და შინაური ძუძუმწოვრები.

მათი აღმოჩენით ვაჭრობის დროს ველური ძუძუმწოვრების სახეოებების ერთი მეოთხედი იწვევს ცნობილი ზოონოზური ვირუსების 75 პროცენტს. შინაურ და არასავაჭრო ძუძუმწოვრებთან შედარებით, სავაჭრო დაავადების გადაცემის ბევრად დიდ რისკს ატარებს.

 

მომდევნო პანდემიის თავიდან აცილება

მთავარი ავტორი დოქტორი შივაპრაკაშ ნაგარაჯუ ინდოეთის The Nature Conservancy-სუფროსი მეცნიერია. მან თქვა: „ჩვენი აღმოჩენებით, შესაძლოა ითქვას რომ ცხოველებით ვაჭრობა (ლეგალური და არალეგალური)  მთავარი რისკ ფაქტორია ზოონური და მომავალი ინფექციური დაავადებების საერთაშორისოდ გასავრცელებლად.

საერთაშორისო ველური ბუნებით ვაჭრობა იწვევს ერთ მილიარდ პირდაპირ და არაპირდაპირ ურთიერთზეგავლენას ველურ ბუნებას, მოშინაურებულ ცხოველებს და ადამიანებს შორის, დაამატა მან.

დოქტორმა ნაგარაჯუმ განაცხადა, რომ იმედი აქვს კვლევა ჯანმრთელობის საერთაშორისო ექსპერტებს მიანიშნებს რაზე კონცენტრირდნენ, რათა თავიდან აიცილონ მომავალი პანდემია.

დოქტორი ჯო კიზეკერი კვლევის თანაავტორი და მთავარი მეცნიერია “The Nature Conservancy”-სთვის. მან თქვა: „თუ გვინდა მომავალი პანდემია მის დაწყებამდე შევაჩეროთ, ჩვენი კვლევების მიხედვით და სხვა ზომების მიღებით ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ მღრღნელების, ღამურების, პრიმატების, ჩლიქოსნების და ხორცისმჭამელების ველური ბუნებით ვაჭრობიდან გაქრობაზე.

 

წუხილი სხვა პანდემიაზე

ადამიანების ცხოველების ცხოვრების არასაჭირო მართვას აქამდეც გამოუწვევია შფოთვა დაავადებების აფეთქებების კუთხით.

იანვრის გამოკითხვით დადგინდა რომ ბრიტანელების 85% მომხრეა სასწრაფოდ აიკრძალოს საფერმო ქარხნები, რისი მიზეზიც კოვიდ-19-თან დაკავშირებული დამოკიდებულება იყო. მომდევნო თვეში ცნობების მიხედვით ჩიტის გრიპის H5N8 სახეობამ პირველად დააავადა ადამიანები.

და ივნისში 67 ინფექციური დაავადების ექსპერტმა დაწერეს წერილი ცხოველების ბეწვისთვის შეჯვარების შეწყვეტის მოთხოვნით.

წერილში ნათქვამია: „გაძლიერებული შესაჯვარებელი პირობები ბეწვის მისაღებ ფერმებზე – ცხოველები არანორმალურად – საუკეთესოა ახალი პათოგენების შესაქმნელად და გასავრცელებლად.“

საფრთხე შევუქმმათ ჩვენს შესაძლებლობას, რომ ვაკონტროლოთ და დავამთავროთ ეს ან მომავალი გლობალური პანდემიები, ბეწვის მოდის ინდუსტრიისთვის, უყურადღებო იქნებოდა.

“შესაბამისად ჩვენ მხარს ვუჭერთ [Humane society international]-ის მოთხოვნას რომ დავასრულოთ ცხოველების გამოყვანა / შეჯვარება, დამწყვდევა და მოკვლა ბეწვის პროდუქციისთვის და მისი გაყიდვისთვის“.

 

სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და სალომე აბუაშვილი

წყარო : plantbasednews.org


წინა პოსტი
თხები ნიუ-იორკის პარკებში ბრუნდებიან გარემოს მავნე მცენარეებისგან გასაწმენდად
შემდეგი პოსტი
ეს კომფორტული სანათი, რომელიც დამზადებულია 3D-პრინტის ფორთოხლის კანისაგან, საშუალებას გვაძლევს საკვების ნარჩენები გარემოსათვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,