GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ახალი პროექტის ფარგლებში მეთანის გამოყოფის დასადგენად სატელიტის მონაცემებს გამოიყენებენ

Homepage მსოფლიო ახალი პროექტის ფარგლებში მეთანის გამოყოფის დასადგენად სატელიტის მონაცემებს გამოიყენებენ
მსოფლიო

ახალი პროექტის ფარგლებში მეთანის გამოყოფის დასადგენად სატელიტის მონაცემებს გამოიყენებენ

აპრილი 26, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
824 ნახვა
ნახვები : 41

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) გამოყო 2 მილიონი ფუნტი პროექტის დასაფინანსებლად, რომელიც სატელიტის ტექნოლოგიას გამოიყენებს მეთანის გამოყოფის დასადგენად.

მეთანი არის ყველაზე მავნე სათბურის აირი, რომლის 100-წლიანი გლობალური დათბობის პოტენციალი 25-ჯერ აღემატება ნახშირორჟანგის პოტენციალს.

ამ დაფინანსების წყალობით Kayrros შეკრებს და შემდგომ შეაჯამებს კოპერნიკის თანავარსკვლავედში არსებული  ESA Sentinel სატელიტის სენსორების მონაცემებს.

ეს საშუალებას მისცემს ენერგეტიკის სექტორში ჩართულ მხარეებსა და სამრეწველო აქტივების მფლობელებს მიიღონ შესაბამისი ზომები მეთანის გამოყოფასთან დაკავშირებით რეალურ  დროში გაზომვებისა და მონაცემების სწრაფი დამუშავების გამოყენებით.

ამ ტექნოლოგიამ მთელ მსოფლიოში უკვე გამოავლინა, როგორც მეთანის გაჟონვის მკვეთრი ზრდა, ასევე მნიშვნელოვნად განსხვავებული რეგიონული ტენდენციები, რომლებიც გამოწვეულია სხვადასხვა ინდუსტრიული და კომერციული საქმიანობით, ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებით.

ეს შეთანხმება საშუალებას მისცემს Kayrros-ს გააფართოოს არსებული ტექნიკური და გეოგრაფიული საზღვრები მეთანის მიკვლევაზე ენერგიისა და საწარმოო აქტივების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდით.

Methane Watch სამეცნიერო ტექნოლოგია ეფუძნება როგორც ESA-ის, ასევე Kayrros-ის სამეცნიერო პარტნიორობის გამოცდილებას და მხარდაჭერას.  არანუდ რუნჯმა, ESA ტექნიკურმა წარმომადგენელმა, Methane Watch-ის პროექტის ხელშეკრულების შესახებ განაცხადა: „ეს პროექტი შესანიშნავად ასახავს ESA-ის მიზანს, გააძლიეროს მწვანე კომერციალიზაცია, როგორც მისი 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“.

„ჩვენთვის დიდი პატივია ESA-ისგან ამ მხარდაჭერის მიღება, რომელიც კვლავ პრიორიტეტად აყენებს მეთანის გამოყოფის შემცირების აუცილებლობას და მხარს უჭერს მისი გამოვლენის ტექნოლოგიის განვითარებას კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში“, – თქვა Kayrros– ის გენერალურმა დირექტორმა ანტუან როსტანდმა. „Kayrros Methane Watch გააგრძელებს მონაცემების მიწოდებას, რაც აუცილებელია პარიზის შეთანხმების მიზნებს მისაღწევად. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ტექნოლოგიის სრულყოფას, განსაკუთრებით ჩვენს კვლევით პარტნიორ CNES-ს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის განვითარებაში“.

პარიზის შეთანხმების ფარგლებში დადგენილი ზღვარის მისაღწევად მეთანის გამოყოფის შემცირება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რომლის მისაღწევადაც ESA-ის მხარდაჭერა უმთავრესი იქნება.

ახალმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) ნავთობისა და გაზის წარმოებიდან მეთანის გამოყოფას აფასებს 90% -ით.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნინი თოიძე

წყარო : https://airqualitynews.com/2021/04/01/new-project-will-use-satellite-data-to-detect-methane-emissions/?fbclid=IwAR13A_acDq1f2Ye2aJTJ-kZrcXZM1Tt2Ktyd_LZLEUdwYokZ-ehZFOkSMeU


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურების მზარდი მაჩვენებელი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მოზარდებში
შემდეგი პოსტი
სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,