GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურების მზარდი მაჩვენებელი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მოზარდებში

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურების მზარდი მაჩვენებელი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მოზარდებში
მსოფლიო, შემეცნებითი

ჰაერის დაბინძურების მზარდი მაჩვენებელი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მოზარდებში

აპრილი 26, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
457 ნახვა

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ჩაატარა European Heaty Journal-მა, გამოიკვეთა კაუზალური კავშირი ჰაერის დაბინძურების მატებასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ზრდას შორის ( ჰაერის დაბინძურების მატების პროპორციულად, გაიზარდა ამ დაავადებების მაჩვენებელიც 33%-ით).

სულის ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯმა, მონაცემთა გადამოწმება დაიწყო, სადაც თითქმის 1,5 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდა. ამ კვლევის მეშვეობით, ისინი ცდილობდნენ დაეკავშირებინათ ჯანმრთელობის პრობლემები, ფიზიკურ აქტივობებს, გარემო პირობებსა და ჰაერის დაბინძურებასთან.

ყოველი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას, მონაწილეებს ავსებინებდნენ კითხვარებს. კითხვარში ყურადღება უმეტესად გამახვილებული იყო მათ ფიზიკურ აქტივობებზე გასული შვიდი დღის განმავლობაში.შემდეგ, ეს ინფორმაცია  მუშავდებოდა MET-ის სახით (Metabolic Equivalent Task- ნივთიერებების ცვლასთან დაკავშირებული ექვივალენტური ამოცანა).

შემდეგ, მიღეულ მონაცემებს ადარებდნენ ჰაერის მონიტორინგის სისტემის შემამოწმებელ სამხრეთ კორეის ბაზაში არსებულ მონაცემებს და ითვლიდნენ წლიურ საშუალო მაჩვენებლებს. (PM2.5 – Particulate Matter).

კვლევამ ცხადჰყო, რომ გამოსაკვლევ პირებს შორის, რომელთაც PM2.5 -ის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა ფიზიკური აქტივობის მატებასთან ერთად. შესაბამისად, 33%-ით გაიზარდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკიც. ხოლო, იმ პირებში, რომლებიც არ იყვნენ აქტიურები, რომელთაც ფიზიკური ვარჯიშები არ დაუწყიათ, PM2.5-შედარებით დაბალი მაჩვენებელი შეუნარჩუნდათ. მიუხედავად ამისა, ეს შედეგები არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

ეს ნიშნავდა იმას, რომ ყოველი 10 000 ადამიანიდან 108 ადამიანს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი გაეზარდა ამ დასაკვირვებელ პერიოდში.

იმ ადამიანებს შორის, ვისაც საშუალო ან დაბალი PM2.5 ჰქონდათ და დასაკვირვებელ პერიოდში დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით, 27 %-ით შეუმცირდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. თუმცა, კვლავ, არც ეს მონაცემები იყო საკმარისი სტატისტიკური განვრცობისთვის. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 10 000 ადამიანიდან 49-ს გაუუმჯობესდა მდგომარეობა.

დოქტორმა სე იონგ რაე კიმმა (Dr Seong Rae Kim), რომელიც არის ამ კვლევის პირველი ავტორი, თქვა: “ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ 20-39 წლის ახალგაზრდებში, გაიზარდა რისკი ისეთი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმართ, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი, როცა მათ შეამცირეს ფიზიკური აქტივობები.”

მიუხედავად ამისა, იმ ჯგუფებმა, რომლებმაც მოუმატეს ფიზიკურ აქტივობას და გაზარდეს ეს მაჩვენებელი 1000 MET- ამდე (min/week), რაც არის საერთაშორისოდ რეკომენდირებულ მაჩვენებელზე გადაჭარბებული, უარყოფითად აისახა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე,  განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომელთა საცხოვრებელ გარემოშიც დაფიქსირებული იყო ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი.

ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, რადგან ვხედავთ ასაკობრივ განსხვავებას: შუახნის ადამანების 40 წელს გადაცილებული პირების დატივრთვა ფიზიკური აქტივობებით, ყოველთვის კარგი არ არის, განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჰაერის დაიბნძურების მაჩვენებელი, ეროვნულ დონეზე არის გაუმჯობესებული. კარგია, რომ მეტი და მეტი ადამიანი ერთვება ფიზიკურ აქტივობებში, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია ჯანსაღი ჰაერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაჩვენებელი არა თუ ხანდაზმულებში, აგრეთვე მორდილებშიც.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და სალომე აბუაშვილი

წყარო : https://airqualitynews.com/2021/03/30/air-pollution-while-exercising-may-decrease-the-cardiovascular-health-of-young-adults/?fbclid=IwAR21IxjthJpdxq1a46IZRETbYakVp9afWOg_fslAWayDMqn5_Sd_0RtkBNE

ნახვები : 84 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ნავთობის ინდუსტრიამ 50 წლის განმავლობაში იცოდა წიაღისეულის წვის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ
შემდეგი პოსტი
ახალი პროექტის ფარგლებში მეთანის გამოყოფის დასადგენად სატელიტის მონაცემებს გამოიყენებენ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,