GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

დედამიწის საათი

Homepage მსოფლიო დედამიწის საათი
მსოფლიო, შემეცნებითი

დედამიწის საათი

მარტი 27, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
790 ნახვა
ნახვები : 105

დედამიწის საათს 2007 წლიდან აღნიშნავენ. ყოველ წელს, მარტის  თვის ბოლო შაბათს, ათასობით ქალაქში,  მილიონობით ადამიანი, დათქმულ დროს, ერთი საათით უარს ამბობს ელექტრო ენერგიის გამოყენებაზე. ეს აქცია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ელექტრო ენერგიის დაზოგვას და სათბურის აირების შემცირებას ემსახურება და კლიმატის ცვლილებების წინაარმდეგ არის მიმართული.

დედამიწის საათი პირველად 2007 წლის 31 მარტს სიდნეიში, აღინიშნა. მაშინ აქციას დაახლოებით 2,2 მილიონი ავსტრალიელი ოჯახი  შეუერთდა. 2008 წელს დედამიწის საათი უკვე 35 ქვეყნის 370 ქალაქში აღნიშნეს. ღონისძიების ორგანიზატორი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდია.

ბოლო წლებში მონაწილეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 135 ქვეყნის 5000 ქალაქიდან ბუნების 2 მილიარდზე მეტი გულშემატკივარი აღნიშნავს დედამიწის საათს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა. ღონისძიების მთავარი მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.

დედამიწის საათის პრინციპი ასეთია: აქციის მონაწილეები შესაბამის დღეს ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე აქრობენ შუქს. ამ დღეს ასევე ითიშება მსოფლიოს ბევრი ცნობილი ღირსშესანიშნაობის განათებაც – როგორიცაა ეიფელის კოშკი პარიზში, ბიგ ბენი ლონდონში, ქრისტეს ქანდაკება რიო – დე – ჟანეიროში და ა შ.

 

სტატიაზე მუშაობდა : მეგი წერეთელი


წინა პოსტი
თბილისში 507 კგ. ვადაგასული და 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს
შემდეგი პოსტი
საუდის არაბეთი 10 მილიონ ხეს დარგავს – ნავთობის უდიდესი მწარმოებელი ქვეყნის “მწვანე ინიციატივა”

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,