GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გზებზე მრუდე ბარიერებს შეუძლიათ ბავშვები ჰაერის დაბინძურებისგან დაიცვან

Homepage მსოფლიო გზებზე მრუდე ბარიერებს შეუძლიათ ბავშვები ჰაერის დაბინძურებისგან დაიცვან
მსოფლიო

გზებზე მრუდე ბარიერებს შეუძლიათ ბავშვები ჰაერის დაბინძურებისგან დაიცვან

მარტი 17, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
686 ნახვა
ნახვები : 201

იმპერიალ კოლეჯის მკვლევრებმა შექმნეს მრუდე ბარიერები, რომლებსაც შეუძლია ხალხი და განსაკუთრებით ბავშვები დაიცვას დაბინძურებული ჰაერისგან.

ბავშვები ბინძური ჰაერის მიმართ მეტად მგრძნობიარე არიან მათი მიწასთან სიახლოვის გამო. ამ ფაქტზე დაფუძნებით დოქტორმა თილი კოლინსმა იმპერიალ კოლეჯის ეკოლოგიური პოლიტიკის ცენტრიდან დაიწყო გამოსავლის ძებნა.

კვლევების შემდეგ დოქტორმა კოლინსმა აღმოაჩინა, რომ ქვეითებისათვის განკუთვნილ გზაის მხარეს წარმოიქმნება ქარბორბალას მსგავსი ჰაერის მასა, რომელშიც ჰაერი, შესაძლოა, უფრო დაბინძურებული იყოს, რადგან მასში მომწამლავი ნაწილაკები გროვდება.

მარტივი მოდელების აწყობით დოქტორმა კოლინსმა შექმნა ქალაქისთვის განკუთვნილი დიზაინი, რომელიც შეამცირებს ამ მასების ეფექტს და გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს ფეხით მოსიარულეებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

ავტოსტრადებზე მინდვრის გადამღობი ტიხრისა და ხმის დამხშობი კედლების შთაგონებით კოლინსმა და მისმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კონსტრუქციის მრუდი აგებულება მეტად ეფექტურად ფანტავს დამაბინძურებელ ნივთიერებებს. ამ გზით შესაძლებელია ფეხით მოსიარულეთათვის მცირე დანახარჯებით ჰაერის გაუმჯობესება.

თუმცა მსგავსი ინვენტარით გზების აღჭურვას ისეთი გამოწვევები ახლავს თან, როგორიცაა, მაგალითად, გზაზე ხილვადობის შენარჩუნება. მკვლევრების თქმით, დამოკიდებულება ჰაერის ხარისხსა და ჯანმრთელობას შორის პირდაპირია და უკეთესობისკენ შეცვლილი სიტუაცია იძლევა საფუძველს ამ საკითხების ღრმა შესაწავლისა.

ჰაერის ხარისხის გარდა, მრუდე ბარიერებს შეუძლია შეამციროს ხმით დაბინძურება და იმოქმედოს როგორც ხარაჩო დიდ ქალაქებში მწვანე საფარის გასავრცელებლად.

დოქტორი კოლინსის თქმით, სხვადასხვა მეცნიერმა, ქალაქის დამპროექტებლებმა და არქიტექტორებმა უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლონ ლოკალურად ჰაერის ხარისხის სწრაფად და ხარისხიანად გაუმჯობესებისთვის.

„დასაწყისში სხვების დარწმუნება, რომ პროექტში ჩართულიყვნენ, რთული იყო. პროექტის მთავარი მიზანია ავტომობილების მიერ წარმოქმნილი გამონაბოლქვის შემცირება, მაგრამ ასევე არსებობს სხვა გზები, რითიც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი შვილები. ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება დაბინძურებული ჰაერით შექმნილი კრიზისული სიტუაციის განმუხტვა“.

სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და ნინი თოიძე

წყარო : https://airqualitynews.com/2021/02/26/curved-road-barrier-could-protect-children-from-air-pollution/


წინა პოსტი
შვიდი მარტივი გზა წყლის დაბინძურების შესამცირებლად
შემდეგი პოსტი
გადაშენების პირას მყოფი ჟირაფები კენიაში, რომლებიც ელექტროენერგიის კაბელებმა შეიწირეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,