GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ნიადაგის საფარს შეუძლია დაბინძურებული ჰაერის შთანთქმა და კლიმატური ცვლილების დარეგულირება

Homepage მსოფლიო ნიადაგის საფარს შეუძლია დაბინძურებული ჰაერის შთანთქმა და კლიმატური ცვლილების დარეგულირება
მსოფლიო, შემეცნებითი

ნიადაგის საფარს შეუძლია დაბინძურებული ჰაერის შთანთქმა და კლიმატური ცვლილების დარეგულირება

მარტი 6, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
983 ნახვა
ნახვები : 155

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა ჟურნალმა ,,Nature Microbiology”, ნიადაგის ბაქტერია ასრულებს მნიშვნელოვან როლს კლიმატური ცვლილებების დარეგულირებაში.

ბუნებრივ გარემოში ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების უმეტესობა არ იზრდება და მიძინებულ მდგომარეობაში ცხოვრობს.

ლონდონში დედოფალი მერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ლაბორატორიული ანალიზით დაადგინეს, რომ ნიადაგში მცხოვრები ბაქტერიების 70% საზრდოდ იყენებს ატმოსფეროში არსებულ წყალბადს, ნახშირბადის მონოოქსიდს (მხუთავი აირი) და მეთანს, რითიც წმენდს ჰაერს და არეგულირებს კლიმატურ ცვლილებებს.

ბაქტერიების კვებითი ციკლის ამ თავისებურების აღმოჩენით, მეცნიერებმა უკეთესად შეიცნეს ნიადაგის ბიომრავალფეროვნება და თუ როგორ შეუძლიათ მიკროორგანიზმებს გადარჩენისათვის სხვადასხვა გარემო ფაქტორებისადმი ადაპტირება.

მეცნიერებათა დოქტორი და კვლევის თანაავტორი ჯეიმს ბრედლი ამბობს: ,,ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ორგანული ნახშირბადი ნიადაგში მცხოვრები მიკროორგანიზმების კვების მთავარი წყაროა, ჩვენი კვლევა კი აჩვენებს, რომ ეს მიკროორგანიზმები ნახშირბადის გარდა იყენებენ ისეთ აირებს, როგორიცაა წყალბადი, რათა დაიკმაყოფილონ ელემენტარული ენერგეტიკული მოთხოვნილებები.

ქიმიური რეაქცია წყალბადსა და ჟანგბადს შორის წარმოქმნის დიდი რაოდენობით ენერგიას, ამიტომ იგი გამოიყენება აეროკოსმოსურ ინჟინერიაში ხომალდების ორბიტაზე გასაგზავნად. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს ალტერნატიული რეაქციები ფართოდაა გავრცელებული ნიადაგის მიკროორგანიზმებს შორის სწორედ ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“.

ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის ბიომედიცინის აღმოჩენების ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორი ელეონორა ჩირი ხაზს უსვამს, რომ აღმოჩენა ნიადაგის მიკროორგანიზმების მიერ ზემოხსენებული აირების საზრდოდ გამოყენების თაობაზე მოგვცემებს საშუალებას, გამოვიტანოთ დასკვნები, თუ როგორ ცვლიან ნიადაგის ბაქტერიები ჰაერს, რომელსაც ვსუნთქავთ და როგორია მათი სიცოცხლისუნარიანობა მუდმივად ცვალებად სამყაროში.

,,ჩვენი კვლევა მანამდე უცნობი მეტაბოლური მოქნილობის აღმოჩენით ცვლის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ მიძინებული მიკროორგანიზმები ნიადაგში”.

ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლეა ლანკასტერის უნივერსიტეტის კვლევა, რომელიც გვამცნობს, რომ მსოფლიო მასშტაბით ნიადაგის საფარის მეოთხედზე მეტ ფართობზე ზედა ფენის ნაყოფიერების ხანგრძლივობა ერთ საუკუნეზე ნაკლებია.

 

სტატიაზე იმუშავა : ნინი თოიძე

წყარო : https://airqualitynews.com/2021/01/08/soil-can-remove-air-pollution-and-regulate-climate-change/?fbclid=IwAR1NvxePAbtNNGyHLf_-oDelvF8BB0Z3IRlYzPnzfGef6V9BWo2Ic3NIp5A


წინა პოსტი
გარემოს დაბინძურების გამო ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება
შემდეგი პოსტი
საბაგირო როგორც სატრანსპორტო საშუალება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,