GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

“ხელოვნური მზის” სახელით ცნობილმა ბირთვულმა რეაქტორმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

Homepage მსოფლიო "ხელოვნური მზის" სახელით ცნობილმა ბირთვულმა რეაქტორმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
შემეცნებითი, მსოფლიო

“ხელოვნური მზის” სახელით ცნობილმა ბირთვულმა რეაქტორმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

დეკემბერი 29, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
710 ნახვა
ნახვები : 332

სამხრეთ კორეის ქალაქ ტეჯონში მდებარე თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა KSTAR, რომელიც “ხელოვნური მზის” სახელითაა ცნობილი, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ზეგამტარ დანადგარში წარმოქმნილი პლაზმის უწყვეტი ნაკადი 100,000,000 °C-ზე მეტ ტემპერატურაზე 20 წამის განმავლობაში შეინარჩუნა.

KSTAR-ის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა წარმატებული ექსპერიმენტი სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე კოლეგებთან ერთად განახორციელეს. 2019 წელს ნაჩვენები შედეგი მათ 12 წამით გაზარდეს. ეს ტექნოლოგიის გაუმჯობესების გზით მოხერხდა, რამაც პლაზმის მეტად ლოკალიზება და სტაბილურ მდგომარეობაში შედარებით დიდი ხნით დარჩენა უზრუნველყო.

ამგვარი თერმობირთვული რეაქციის განსახორციელებლად, წყალბადის იზოტოპებს სპეციალურ რეაქტორში ათავსებენ და ელექტრულად დამუხტულ ნაწილაკებს, იონებს მაღალ ტემპერატურაზე აცხელებენ. KSTAR-მა 100 მილიონ გრადუს ტემპერატურას პირველად 2018 წელს მიაღწია, თუმცა მაშინ პლაზმა მხოლოდ 1,5 წამით შეინარჩუნა. რაც შეეხება სხვა დანადგარებს, მათ 10-წამიანი ბარიერის გადალახვა დღემდე ვერ შეძლეს.

მეცნიერები საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ონლაინ კონფერენციაზე გაუზიარებენ, რომელიც მაისში შედგება. ისინი გეგმავენ, 2025 წლისთვის სისრულეში თავისი მთავარი მიზანი მოიყვანონ და პლაზმის უწყვეტი ნაკადი 300 წამის განმავლობაში შეაკავონ. მკვლევართა განცხადებით, მათ მიერ დამყარებული რეკორდი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კომერციული დანიშნულების რეაქტორის შექმნის მიმართულებით, რომელიც მომავალში ენერგიის განახლებად წყაროდ იქცევა.

წყარო : popx.ge

წინა პოსტი
ილონ მასკის თქმით, მარსის ეკონომიკა კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული
შემდეგი პოსტი
ქვის დამუშავების შედეგად წარმოქმნილი მტვერი ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,