GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ილონ მასკის თქმით, მარსის ეკონომიკა კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული

Homepage მსოფლიო ილონ მასკის თქმით, მარსის ეკონომიკა კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული
შემეცნებითი, მსოფლიო

ილონ მასკის თქმით, მარსის ეკონომიკა კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული

დეკემბერი 29, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
756 ნახვა
ნახვები : 241

კომპანია SpaceX-ის დამაარსებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, მარსის ეკონომიკა, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა, რომელიც ამასთანავე ონლაინ საგადასახადო სისტემის PayPal ერთ-ერთი შემქმნელია, საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელ ტვიტერზე გაკეთებულ კომენტარში გააჟღერა.

წითელ პლანეტაზე, დიდი ალბათობით, მსოფლიო ბაზარზე ამჟამად არსებული ორი ციფრული ვალუტიდან – მარსკოინიდან და დოჯკოინიდან ერთ-ერთს გამოიყენებენ. მარსკოინი 2014 წელს შეიქმნა და 2017 წლის ბოლოს კრიპტოვალუტის ფასის გაზრდის შემდეგ, ცოტა ხნით პოპულარობაც მოიპოვა, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 100 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ელექტრონული ფულის კიდევ ერთი სახეობის, დოჯკოინის ღირებულება კი გასულ კვირას 35 პროცენტით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მასკმა ტვიტერის გვერდზე საკუთარი ბიოგრაფია განაახლა და თავი მის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორად მოიხსენია.

ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებას მარსზე ქალაქის გაშენების გეგმაც გააცნო და განაცხადა, რომ ადამიანებმა იქ არსებობა დედამიწასთან კავშირის გარეშე, მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით უნდა შეძლონ. მისი თქმით, წითელი პლანეტის პირველ კოლონისტებს საწყის ეტაპზე ცხოვრება შუშის გუმბათებში მოუწევთ, თუმცა იქ სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა პირობა იქნება შექმნილი. ამის გარდა, მასკმა ისიც აღნიშნა, რომ SpaceX მარსზე დაარსებული კოლონიის სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფისას დედამიწაზე მოქმედ საერთაშორისო კანონმდებლობას არ დაექვემდებარება, არამედ საკუთარს შექმნის. ეს შეეხება Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრების ქსელსაც, რომლის განთავსებასაც კომპანიის დამფუძნებელი წითელი პლანეტის გარშემოც გეგმავს.

SpaceX-მა ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი Starship სწორედ მარსსა და მთვარეზე ეკიპაჟიანი ფრენებისთვის შექმნა. მისი დანიშნულება წითელ პლანეტასა და დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ერთდროულად ასი ადამიანის ტრანსპორტირებაა. დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი. Starship ზომითა და წონით კომპანიის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ ხომალდებზე პატარაა და სავარაუდოდ, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც.

აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა. რაც შეეხება მარსს, ილონ მასკის განცხადებით, Starship-ის პირველი ეკიპაჟიანი ფრენა იქ 2026 წელს განხორციელდება. მოცემული დროისთვის მისი მთავარი ამოცანა კოსმოსური ხომალდის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად სამხრეთ ტექსასში მდებარე ბოკა ჩიკას კერძო კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ბოლო ტესტირების დროს SN8-ის სახელით ცნობილი Starship-ის პროტოტიპი 12,5 კილომეტრის სიმაღლეზე წარმატებით აფრინდა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს საფრენი აპარატის გაუმჯობესებაში ეხმარება. მიმდინარე წლის ივნისში კი მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.

წყარო : popx.ge

წინა პოსტი
ჰაერის ხარისხი ევროპაში უმჯობესდება, თუმცა მისი დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია
შემდეგი პოსტი
“ხელოვნური მზის” სახელით ცნობილმა ბირთვულმა რეაქტორმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,