GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურება – რა რისკს უქმნის ბავშვების ფილტვებს? დაავადებების რისკი და სიმპტომები მაშინვე არ ვლინდება.

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურება - რა რისკს უქმნის ბავშვების ფილტვებს? დაავადებების რისკი და სიმპტომები მაშინვე არ ვლინდება.
შემეცნებითი, მსოფლიო

ჰაერის დაბინძურება – რა რისკს უქმნის ბავშვების ფილტვებს? დაავადებების რისკი და სიმპტომები მაშინვე არ ვლინდება.

დეკემბერი 18, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1077 ნახვა
ნახვები : 135

ლონდონის დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ანა სანტი და მისი ოჯახი ქალაქიდან გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობენ, რადგან არ სურთ, რომ მათი ექვსი წლის გოგონა დაბინძურებული ჰაერით სუნთქავდეს.

„აქ შესანიშნავი სკოლა გვაქვს, რიჩმონდის ულამაზესი პარკი, კარგი მეგობრები, სამსახური, თუმცა ქალაქიდან გადასვლაზე ფიქრი მხოლოდ ერთი მიზეზით დავიწყეთ: ,,დაბინძურებული ჰაერი“, ამბობს სანტი, რომელიც ორგანიზაცია Mums  For Lungs – ის წევრია. ეს ორგანიზაცია,  დაბინძურების წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მისაღებად, კამპანიას აწარმოებს.

”ადგილი ჩვენი გზის ბოლოს უმეტეს დღეებში ჰგავს ავტოსადგომს – დღის ნებისმიერ მონაკვეთში, განსაკუთრებით პიკის საათებში.”

სანტის გოგონას, ცოტა ხნის წინ, ასთმა განუვითარდა. „მისი ხველის შეტევები მნიშვნელოვნად უმჯობესდება, როდესაც ლონდონიდან ქალაქგარეთ გავდივართ. ნამდვილად არ გვინდა ლონდონის დატოვება, მაგრამ იძულებულები ვართ [პოლიტიკური] უმოქმედობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიყვარს აქაურობა, ახლობლების ჯამრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.“

ყველა ბავშვი, რა თქმა უნდა, მაშინვე არ ავლენს ფილტვების დაზიანების სიმპტომებს, მაგრამ ამან შეიძლება მოგვიანებით იჩინოს თავი. დოქტორი იან მუდვეი, ლონდონის  Imperial College-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლიდან, ხელმძღვანელობდა ლონდონში ჩატარებულ ექვსწლიან კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ დაბინძურებული ჰაერი გავლენას ახდენს ბავშვების ფილტვების განვითარებაზე და ხელს უშლის მათ სწორ ჩამოყალიბებას. მსგავსი პრობლემები აღმოაჩნდათ უმეტესად იმ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობდნენ და დადიოდნენ სკოლაში იმ ადგილებში, სადაც აზოტის დიოქსიდის  ნორმა არ შეესაბამებოდა ევროკავშირის მიერ დაშვებულ ნორმას.

მისი თქმით „ადამიანები ხშირად ბოლომდე ვერ იაზრებენ დაბინძურებული ჰაერით სუნთქვის გრძელვადიან, მავნე შედეგებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვები მაშინვე არ ავლენენ ამა თუ იმ დაავადების სიმპტომებს, არ ნიშნავს, რომ მოგვიანებით ისინი ამისგან დაცულები იქნებიან. თუ ადრეულ ასაკში თქვენი ორგანოების ოპტიმალური განვითარება ვერ მოხდა და ვერ მიაღწევთ ბიოლოგიურ პიკს, ზრდასრულობის და ხანდაზმულობის პერიოდში ჯამრთელობის კუთხით მაღალი რისკის წინაშე აღმოჩნდებით“.

”ფილტვების სრული მოცულობის მიღწევა სრულწლოვანებამდე, სიცოცხლის ხანგრძლივობის და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია”, – ამბობს ის. უკვე ბავშვობაში, ჩვენ ვიწყებთ ქრონიკული დაავადებების გამომწვევი ფაქტორების შეთვისებას, რამაც 30, 40 ან 50 წლის განმავლობაში, შეიძლება, სულაც არ იჩინოს თავი. ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ადამიანები უშუალო სიმპტომებს მაშინვე ვერ ამჩნევენ. ”

გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაბინძურებული ჰაერი მცირეწლოვან ბავშვებში ფილტვების ზრდას  აფერხებს – ისე არ ვითარდება, როგორც საჭიროა. თუმცა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, შეძლებენ თუ არა ისინი აღიდგინონ ფილტვების მოცულობა მომავალში, თუ ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება.

მკვლევარებმა კალიფორნიაში დაადგინეს, რომ ჰაერის დაბინძურების დონის შემცირება იწვევს სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესებას 11-დან 15 წლამდე ბავშვებში – ფილტვების განვითარების კრიტიკულ პერიოდში. კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ჰაერის უკეთესი ხარისხი, აუმჯობესებს ჯანმრთელობას ბავშვებში. დოქტორი მუდვეის განცხადებით, საჭიროა უფრო მეტი კვლევის  ჩატარება, რათა უფრო ზუსტი მიდგომები განვავითაროთ.

სტატიაზე იმუშავა : მაია ბურდული – სალომე აბუაშვილი

წყარო : https://www.standard.co.uk


წინა პოსტი
დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე 21:00 საათიდან საახალწლო განათებები გამოირთვება
შემდეგი პოსტი
სუფთა ჰაერის აქტმა 1.5 მილიარდი ფრინველი გადაარჩინა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,