GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მალე! Amazon-ის თვითმართვადი ელექტრომობილი – რობოტაქსი მგზავრებს მოემსახურება

Homepage მსოფლიო მალე! Amazon-ის თვითმართვადი ელექტრომობილი – რობოტაქსი მგზავრებს მოემსახურება
მსოფლიო

მალე! Amazon-ის თვითმართვადი ელექტრომობილი – რობოტაქსი მგზავრებს მოემსახურება

დეკემბერი 16, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
739 ნახვა
ნახვები : 107

სულ რამდენიმე საათის წინ, კომპანია Zoox– მა, Amazon– ის შვილობილმა კომპანიამ, აუდიტორიას საკუთარი ე.წ. „რობოტაქსის“ პირველი ფოტომასალა გაუზიარა. ჯეფ ბეზოსის კომპანიის პირველი ავტონომიური ელექტრომობილი 6 წლის განმავლობაში იხვეწებოდა.

კომპანიის მიზნებში ამ მოდელით კონკურენციის გაწევაა Uber-ისა და DiDi-თვის.

3.63 მეტრის სიგრძის თვითმართვად მანქანას ხელოვნური ინტელექტი მართავს და მანევრირება კომპაქტურ სივრცეებში შეუძლია. რობოტაქსი გამორჩეულია იმითაც, რომ ორმხრივია, ანუ წინ და უკან სიარულს მობრუნების გარეშე ახერხებს.

This is Zoox: the future of personal transportation. Fully autonomous. All-electric. And designed from the ground up for riders, not drivers. #ThisIsZoox pic.twitter.com/YL6peNZUue

— Zoox (@zoox) December 14, 2020

Zoox–ის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს ორივე მიმართულებით და 16 საათის განმავლობაში, შეუფერხებლად მუშაობს. ის იყენებს 133 კვტ / სთ ბატარეებს, უფრო დიდს, ვიდრე, ამჟამად, ტესლა, რომლის Model S მანქანებს 85 კვტ / სთ ელემენტი აქვს.

რობოტაქსი აღჭურვილია უსაფრთხოების 100 – ზე მეტი ინოვაციით, მაგალითად, კამერის სისტემით, რომელსაც 270 °-იანი მხედველობის ველი აქვს თითოეულ კუთხეში და რომელსაც 150 მეტრის მანძილზე შეუძლია ინფორმაციის გადამუშავება. ეს საშუალებას აძლევს, მის გარშემო, ყველა ობიექტი აღიქვას და უბედური, გაუთვალისწინებელი შემთხვევების საფრთხე შეამციროს.

„ავტომობილზე მუშაობამ შესაძლებლობა მოგვცა, მგზავრების უსაფრთხოებაზე, მაქსიმალურად, გვეზრუნა”, – ამბობს ჯესი ლევინსონი, ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი და Zoox- ის თანადამფუძნებელი. „ჩვენმა მანქანამ გაიარა ძირითადი FMVSS (ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტების) ტესტები და ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების ძიებას, რომ ჩვენი მგზავრებისა თუ სხვების უსაფრთხოება სრულიად უზრუნველვყოთ“.

„ამაზონის“ სმარტ მანქანას ოთხი სამგზავრო ადგილი აქვს, თითოეული აღჭურვილია მობილური მოწყობილობის დამტენითა და ჭიქის დამჭერით. ყველა დასაჯდომს, ასევე, აქვს სენსორული ეკრანი  მუსიკისა და კონდიციონერის კონტროლი, ასევე, გადაადგილების მარშრუტის თვალისდევნებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ავტომობილს „ვარსკვლავური ცის“ დაყენების ფუნქციაც აქვს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვაც, რომ Zoox კერძო მოხმარებისთვის არ გაიყიდება.

Zoox დაარსდა 2014 წელს და მას შემდეგ, კომპანია ავტონომიური მანქანების აწყობაზე ზრუნავს.

Zoox-ის რობოტაქსის ქუჩაში მოხვედრის ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. კომპანია, ამჟამად, თვითმართვადი ელექტრომობილების ტესტირების პროცესშია სან – ფრანცისკოსა და ფოსტერ სიტიში, კალიფორნიაში, ასევე ლას – ვეგასში, ნევადაში.

წყარო : https://www.marketer.ge/zoox-robotaxi-first-visuals/?fbclid=IwAR0Tkg32UJmoFT1E50nrLVF2afMlbyVdjvc9JmBQuwBP2fTMZL4zLEBx_9c

წინა პოსტი
რუსთავში ავტომობილი გასართობ ცენტში შევარდა [video]
შემდეგი პოსტი
ელა ადო-ქისი-დებრას გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად ჰაერის დაბინძურება დასახელდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,