GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა დღეიდან ცალმხრივი გახდა

Homepage საქართველო ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა დღეიდან ცალმხრივი გახდა
საქართველო

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა დღეიდან ცალმხრივი გახდა

დეკემბერი 15, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
812 ნახვა
ნახვები : 149

ბათუმში დღეიდან, 15 დეკემბრიდან, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები შეიცვალა. გარკვეულ მონაკვეთებში მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

კონკრეტულად:

გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ვეღარ შემოვა ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ამ მონაკვეთში/ზოლში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და ველოსიპედები იმოძრავებენ.

გორგილაძის ქუჩა, ბათუმი / ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე გორგილაძის ქუჩის ამ [მარჯვენა] ზოლში სხვა ტრანსპორტი, გარდა მუნიციპალური ავტობუსებისა, ვეღარ იმოძრავებს

ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში სპეციალურ ნიშანს „შესვლა აკრძალულია“ ამ წუთებში [11:50 სთ] ამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, იყო ტექნიკური პრობლემა და ამკრძალავ ნიშანს უახლოეს პერიოდში დაამონტაჟებენ.

 

ჭავჭავაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ვერ შემოვა გრიბოედოვის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმართულებით. ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთში [გრიბოედოვიდან ვაჟა-ფშაველას კვეთამდე] მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და ველოსიპედები იმოძრავებენ.

პუშკინის ქუჩაზე სხვა ტრანსპორტი, გარდა მუნიციპალური ავტობუსებისა, ვერ შემოვა და ვერ იმოძრავებს ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთამდე.

ქუჩის იმ მონაკვეთებში, სადაც მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ, ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლში [ტროტუარების გასწვრივ] აიკრძალა ავტოპარკინგიც.

ბათუმში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მუნიციპალური ავტობუსები არ მუშაობს. მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 24 დეკემბერს დროებით უნდა აღდგეს.

 

წყარო : batumelebi.netgazeti.ge


წინა პოსტი
საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უმჯობესდება
შემდეგი პოსტი
ბავშვებმა სატვირთო ავტომანქანას „ბომბაჩკები“ ესროლეს და ცეცხლი გაუჩნდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,