GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს უდაბნოები სადაც ხეები იზრდება

Homepage მსოფლიო მეცნიერებმა აღმოაჩინეს უდაბნოები სადაც ხეები იზრდება
მსოფლიო, შემეცნებითი

მეცნიერებმა აღმოაჩინეს უდაბნოები სადაც ხეები იზრდება

ნოემბერი 24, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1618 ნახვა
ნახვები : 630

როდესაც ვფიქრობთ უდაბნოზე გვახსენდება ქვიშის გორები და მშრალი, უკაცრიელი ადგილი, სადაც არ არის სიცოცხლე.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჩაატარეს მეცნიერებმა ევროპიდან, აფრიკიდან და აშშ-დან, ჩვენ შეიძლება სრულიად შეგვეცვალოს წარმოდგენა უდაბნოზე.

სატელიტური სურათებით ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ საჰარასა და საჰელის უდაბნოებში, ორ ყველაზე დიდ უდაბნოში, 1.8 მილიარდი ხეა. ეს რიცხვი სავარაუდოდ არ არის ზუსტი, რადგან სატელიტები საკმარისად დეტალურად ვერ ხედავენ ზედაპირს ზუსტი რიცხვის გასაგებად, თუმცა ახლოს არის რეალურ რიცხვთან.

გუნდმა გამოიყენა 11,000 სატელიტური სურათი, რომელიც 1.3 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ფარავს და ასევე კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ითვლიდა ხეების საერთო რიცხვს. ისინი გაოგნდნენ მიღებული შედეგით. ეს კვლევა უარყოფს წარსულ მოსაზრებებს, რომლებიც არ იყო შესწავლილი და გვთავაზობდა, რომ უდაბნოებში არ იყო მცენარეები მასიურად.

მარტინ ბრანტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის განხრით და ამ პროექტის ლიდერი ამბობს:

„ჩვენ ვიყავით ძალიან გაკვირვებულები, იმ ფაქტით, რომ საჰარაში ამდენი ხე იზრდება. ფოტოები არის საკმაოდ დეტალური, ხოლო მოდელმა (კომპიუტერულმა პროგრამამ) უნდა იცოდეს რა სახის ხე რა რელიეფზე როგორ გამოიყურება. ჩვენ არ გავაჩერეთ პროგრამის მუშაობა, როდესაც ვნახეთ, რომ ის არ იყო საკმარისად ზუსტი, არამედ დავიწყეთ მუშაობა მის გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, უდაბნოში არის ძალიან დიდი სივრცე, სადაც არ ხარობს ხეები, მაგრამ არის ასევე რეგიონები, სადაც ხეები მჭიდროდ არიან, ასაკმარისად დეტალურად, აგრეთვე, გვხვდება ცალკეული ხეებიც ქვიშების გორებ შორის.“

სრული დაფარვა არის საშუალოდ 13.4 ხე 1 კვადრატულ ჰექტარზე.

გაუდაბნოების ზრდა აშფოთებთ გარემოს დამცველებს, რადგან უდაბნოები ყლაპავენ ადგილებს, სადაც არის მცენარეულობა და არიან ცხოველები. მაგრამ ეს კვლევა ამბობს, რომ ყველაფერი არ იკარგება უდაბნოების გაზრდით.

უდაბნოდ ითვლება ისეთი ტერიტორიები, სადაც არის ნაკლები ნალექი და წვიმა. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ საჰარა არის ყველაზე დიდი უდაბნო, სიმართლე არის, რომ ყველაზე დიდი უდაბნო ანტარქტიდაა. ასევე არის გავრცელებული, რომ თითქოს უდაბნოში არ არიან ცოცხალი არსებები, რაც ასევე მცდარია, რადგან საკმაოდ ბევრი ცოცხალი არსება სწორედ უდაბნოში ბინადრობს, მათ შორის არიან:  ხვლიკები, მცირე ძუძუმწოვრები და მომთაბარე ბალახისმჭამელი ცხოველები.

 

სტატიაზე იმუშავა : შაკო ღლონტი – სალომე აბუაშვილი

წყარო : https://www.thinkinghumanity.com


წინა პოსტი
ხმელი ფოთლების დაწვის საფრთხეები და გადამუშავების ალტერნატიული, უსაფრთხო გზები
შემდეგი პოსტი
25 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,