დიზელის ემისიების სკანდალით დაზარალებულ ადამიანებს ისევ შეუძლიათ კომპენსაციის მოთხოვნა
დიდ ბრიტანეთში, 1.2-მილიონ მომხმარებელს, რომელმაც Volkswagen-ის ავტომობილი შეიძინა, კომპანიამ ინფორმაცია არ მიაწოდა, რომ მათი ავტომობილების გამონაბოლქვში აზოტის ოქსიდის (NOx) დონე დაშვებულ ნორმაზე მეტი იქნებოდა.
ამ სკანდალის გახმაურებიდან, კომპანიამ აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და გერმანიაში კომპენსაციის სახით მილიარდები გადაიხადა. დიდ ბრიტანეთში კი, ხუთი წლის შემდეგაც, ავტომობილების მფლობელებისთვის კომპენსაცია არ შეუთავაზებიათ. ეს იმ ფონზე, რომ კომპანიას კანონი ავალდებულებს ზარალის ანაზღაურებას.
დიდი ბრიტანეთის იურიდიული კომპანიების გაერთიანებამ (LGWP) აღნიშნულ საკითხზე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა 70% თვლიდა, რომ ბრიტანელი მომხმარებლებისთვის, კომპენსაციის გადახდაზე უარი იყო უსამართლო. 83%-ის აზრით კი, მთავრობას უნდა გაემკაცრებინა ზომები, იმ კორპორაციების წინააღმდეგ, რომლებიც გარემოსდაცვით რეგულაციებს არღვევენ.
იურიდიული კომპანიების გაერთიანების დირექტორმა, ფილიპ ევანსმა, განაცხადა: „ხალხი აცნობიერებს ჰაერის მომაკვდინებელი დაბინძურების დონის შემცირების აუცილებლობას. ამ მიზეზის გამო, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც შეიძინა, ან იქირავა ვოლკსვაგენის ავტომობილები, შემოგვიერთდნენ და მათი პასუხიმგებლობის საკითხი დავაყენოთ“.
ფილიპ ევანსი, დაზარალებულებს სთავაზობს სამოქმედო ერთ-ერთ გზას, cleanairclaims.co.uk-ზე შეავსონ ონლაინ ფორმა, სადაც აღწერენ მიღებულ ზარალს.
თარგმნა : მაია ბურდული
რედაქტირება : ანა ქურდაძე
წყარო : https://airqualitynews.com