GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ეკვადორის მოქალაქეების ხმა ამაზონის ეროვნულ პარკში ნავთობის მოპოვების შეჩერებას

Homepage მსოფლიო ეკვადორის მოქალაქეების ხმა ამაზონის ეროვნულ პარკში ნავთობის მოპოვების შეჩერებას
მსოფლიო

ეკვადორის მოქალაქეების ხმა ამაზონის ეროვნულ პარკში ნავთობის მოპოვების შეჩერებას

თებერვალი 1, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
547 ნახვა
ნახვები : 38
  • ისტორიულ არჩევნებში ეკვადორის მოქალაქეების თითქმის 60%-მა ხმა მისცა ამაზონის ეროვნულ პარკში ნავთობის ახალი ჭაბურღილების მოწყობის წინააღმდეგ.

  • ეკვადორი გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა რესურსების მოპოვების შეზღუდვას.

  • სამთო მოპოვება ეკვადორის სახელმწიფოს შემოსავლის მეოთხე ყველაზე დიდი წყარო იყო ბანანების, ზეთისა და კრევეტების ბიზნესის შემდეგ. რეფერენდუმის შემდეგ ნავთობმომპოვებელი კომპანია დაიხურება.

ეკვადორში იასუნის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გვხვხდება მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ბიომრავალფეროვნება. ქვეყნის ეროვნული საარჩევნო კომისიის განცხადებით ისტორიულ რეფერენდუმში ეკვადორის მოქალაქეების თითქმის 60%-მა პარკში ნავთობის ახალი ჭაბურღილების მოწყობის წინააღმდეგ მისცა ხმა.

რეფერენდუმის შედეგად დაახლოებით 726 მილიონი ბარელი ნავთობი მიწაში დარჩება (The Guardian).

პარკი ასევე უკანასკნელი სამი „უკონტაქტო“ აბორიგენული ტომის სახლია. ტარომენანე, თაგაერი და დუგაკაერი ცხოვრობენ ნებაყოფლობით იზოლაციაში (Reuters).

რეფერენდუმის შემდეგ ეკვადორი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მხარი დაუჭირა რესურსების მოპოვების შეზღუდვას. გადაწყვეტილება ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში მიიღეს.

„დღეს ისტორიული დღეა! როგორც ვაორანელი ქალი და დედა, ძალიან ბედნიერი ვარ ეკვადორელების მკაფიო გადაწყვეტილებით, შეაჩერონ ნავთობის მოპოვება ჩემი ხალხის მშობლიურ წმინდა მიწაზე“ — განაცხადა ნემონტე ნენკიმომ აბორიგენი ტომის, ვაორანის, ლიდერმა და გოლდმანის გარემოსდაცვითი პრიზის გამარჯვებულმა (The Guardian). „როგორც იქნა, ჩვენ ნავთობმომპოვებელ კომპანიებს გავაძეეებთ ჩვენი ტერიტორიიდან! ეს უდიდესი გამარჯვებაა აბორიგენებისთვის, ცხოველებისთვის, მცენარეებისთვის, ტყის სულებისთვის და ჩვენი კლიმატისთვის”

იასუნის ეროვნული პარკი 1989 წელს იუნესკოს მსოფლიო ბიოსფერული ნაკრძალი გახდა. ბიომრავალფეროვნების ეს „ცხელი წერტილი“ 2,5 მილიონ ჰექტარს მოიცავს, სადაც 121 ქვეწარმავლის, 139 ამფიბიის და 610 ფრინველის სახეობა ბინადრობს.

ეკვადორის გარემოს დაცვისა და წყლის სამინისტრომ განაცხადა, რომ იასუნში 2,5 ჰექტარზე 650 ხის სახეობა და ასობით ცხოველი ბინადრობს (Reuters).

„ეს რეფერენდუმი რეალური ცვლილებების მიღწევის უნიკალური შესაძლებლობაა“, განუცხადა CNN-ს აბორიგენების უფლებების დამცველმა ჰელენა გუალინგამ.

ეკვადორის დედაქალაქის, კიტოს, მოქალაქეებმა მორიგ რეფერენდუმზე მისცეს ხმა ოქროს მოპოვების შეჩერებას მაღალმთიან ბიოსფეროში — ჩოკო ანდინოში, რომელიც კიტოს მახლობლად მდებარეობს.

„ეს გამარჯვება გვიჩვენებს, რომ კლიმატური კრიზისის დროს ჩვენი პლანეტის გადასარჩენად ვერთიანდებით“ — თქვა ლეონიდას იზამ ეკვადორის აბორიგენების ფედერაციის პრეზიდენტმა.

იასუნის დასაცავად ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად სახელმწიფო ნავთობმომპოვებელ კომპანია Petroecuador-ს ერთი წელი ეძლევა სამუშაოები შესაჩერებლად. ეს კი ნიშნავს ქვეყნის ნედლი ნავთობის დაახლოებით 12%-ის დაკარგვას.

სოციალური მედიის პოსტში Petroecuador-მა განაცხადა, რომ ის ამომრჩევლების გადაწყვეტილებას შეასრულებს.

„ჩვენ მივადევნებთ თვალყურს, რომ მთავრობამ პატივი სცეს ეკვადორელი ხალხის გადაწყვეტილებას” — თქვა ხუან ბეიმ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ლუიზა გონსალესმა, რომელიც კენჭისყრის პირველი ტურის შემდეგ ლიდერობდა, ადგილობრივ რადიოგადაცემაში თქვა, რომ იასუნში ნავთობის მოპოვების აკრძალვით შემოსავალიც დაიკარგება და კომპანიებისთვისაც კომპენსაციის გადახდაც მოუწევთ.

გასულ წელს სამთო მოპოვებამ გამოიმუშავა 2,8 მილიარდი დოლარი და ეკვადორის შემოსავლის მეოთხე ყველაზე დიდი წყარო გახდა ბანანის, ზეთისა და კრევეტების შემდეგ.

ვაორანის ლიდერმა ენე ნენკიმომ თქვა, რომ ეს გამარჯვება ასახავს აბორიგენი ტომების ტანჯვის წლებს.

”ბრძოლა არა მხოლოდ დღეს, არამედ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა”, — თქვა ნენკიმომ.

სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი, ლილიან მეტრეველი

წყარო: Ecowatch.com

1 თებერვალი 2024 წელი.


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურება და სამედიცინო კვლევები
შემდეგი პოსტი
ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრების საფრთხეები

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას

Welcome back,