GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ბრაზილიის ამაზონში ტყეების გაჩეხვა აპრილში 68%-ით შემცირდა

Homepage მსოფლიო ბრაზილიის ამაზონში ტყეების გაჩეხვა აპრილში 68%-ით შემცირდა
მსოფლიო

ბრაზილიის ამაზონში ტყეების გაჩეხვა აპრილში 68%-ით შემცირდა

დეკემბერი 12, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
453 ნახვა
ნახვები : 87
  • კოსმოსური კვლევის სააგენტოს Inpe-ს ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ გასულ თვეში ბრაზილიის ამაზონში 328 710 კვადრატული კმ. გაიწმინდა, რაც ნაკლებია საშუალო 455 750 კვადრატულ კმ. მაჩვენებელზე მოცემულ თვეში.

  • წელს მიწის გაწმენდა 40,4%-ით შემცირდა და 1 173 კვადრატული კილომეტრი შეადგინა.

  • ლულამ ბრიტანეთისგან მიიღო 80 მილიონი ფუნტის (100,97 მილიონი აშშ დოლარი) კონტრიბუცია ამაზონის ფონდისთვის, ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ ბრძოლას.

საო პაულო 12 მაისი (როიტერსი) — ბრაზილიის ამაზონის ტროპიკული ტყეების გაჩეხვა აპრილში წინა წელთან შედარებით 68%-ით შემცირდა, ამას მოწმობს პარასკევს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები. პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვასთვის ეს დადებითი მაჩვენებელია, რადგან მისი მმართველობის განმავლობაში ეს პირველი მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

შარშანდელ არჩევნებში ლულამ გამარჯვება მოიპოვა. დადო პირობა, რომ დაასრულებდა ტყეების გაჩეხვას და განადგურებას, რასაც ადგილი ჰქონდა მისი წინამორბედის, ჟაირ ბოლსონაროს მმართველობის პერიოდში. თუმცა მას მერე მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას, რადგან გარემოსდაცვითი სააგენტო Ibama თანამშრომლების ნაკლებობას განიცდის.

კოსმოსური კვლევის სააგენტოს Inpe-ს ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ გასულ თვეში ბევრად ცოტა ხე გაიჩეხა ამაზონის ტყეში, კერძოდ, 40,4%-ით ნაკლები.

ბოლსონარომ მკვეთრად შეამცირა გარემოს დაცვითი პრობლემები, შეამცირა დაფინანსება და პერსონალი ძირითად სააგენტოებში, მოითხოვა სოფლის მეურნეობისა და სამთო მოპოვების გააქტიურება დაცულ ტერიტორიებზე.

ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია კლების ტენდენციაზე საუბარი, რადგან ტყის გაჩეხვის წლიური პიკი ივლისიდან სექტემბრამდეა, თუმცა ამას მაინც პოზიტიურ ნიშნად მიიჩნევენ იმის ფონზე, რომ 2022 წლის ბოლოს ტყეების გაჩეხვამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

„არსებობს რამდენიმე ფაქტორი და ხელისუფლების ცვლილება შეიძლება მართლაც იყოს ერთ-ერთი მათგანი“ — თქვა დანიელ სილვამ. „ეკოლოგიური დღის წესრიგი განახლებულია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დროა საჭირო შედეგების მისაღებად“.

როგორც ლულამ თქვა, აუცილებელია ბრაზილიამ აჩვენოს, რომ მისი მთავრობა არა მხოლოდ საუბრობს გარემოს დაცვაზე, არამედ ის მტკიცედ ადგას ვალდებულების შესრულების გზას, რაც 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის დასრულებას ითვალისწინებს. მიმდინარე თვის დასაწყისში მან კიდევ ერთხელ განამტკიცა თავისი დაპირება, როდესაც ბრიტანეთისგან მიიღო 80 მილიონი ფუნტის კონტრიბუცია ამაზონის ფონდისთვის.

მანამდე მან ასევე განაახლა ძირძველი მიწების აღიარება, შეცვალა ბოლსონაროს პოლიტიკა, ამასთან ერთად გამოაცხადა ახალი სამუშაო ადგილები გარემოს დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ სააგენტო Funai-ში.

სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი

წყარო: Reuters.com

12 დეკემბერი 2023 წელი


წინა პოსტი
ევროპის რესპირატორული საზოგადოება ევროპაში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად „გადამწყვეტ ქმედებას“ მოითხოვს
შემდეგი პოსტი
აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შეთანხმება განახლებადი ენერგიისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,