GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ჰაერის დაბინძურება კავშირშია ბავშვებში აუტიზმის რისკის ზრდასთან

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურება კავშირშია ბავშვებში აუტიზმის რისკის ზრდასთან
მსოფლიო, შემეცნებითი

ჰაერის დაბინძურება კავშირშია ბავშვებში აუტიზმის რისკის ზრდასთან

აპრილი 3, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
824 ნახვა
ნახვები : 104
  • ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს.
  • 5 ნაწილაკების შესუნთქვა განსაკუთრებით საშიშია ორსულებისა და ბავშვებისთვის.
  • აუტიზმის განვითარება დამოკიდებულია როგორც გენეტიკურ და ასაკობრივ ფაქტორზე, ასევე საცხოვრებელ გარემოზე.

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის (Harvard T.H. Chan School of Public Health) კვლევის მიხედვით, დაბინძურებულ ჰაერში არსებული  მყარი ნაწილაკები (PM2.5) კავშირშია ბავშვებში აუტიზმის სპექტრის საგრძნობლად გაზრდილ რისკთან, განსაკუთრებით, თუკი დაბინძურებულ ჰაერს ჩაისუნთქავს მესამე ტრიმესტრში მყოფი ორსული ან თვითონ ბავშვი, ადრეულ ბავშვობაში.

კვლევა 2021 წლის 29 აპრილს გარემოს მკვლევართა წერილებში (Environmental Research Letters) გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორებმა განაცხადეს, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ბავშვებში აუტიზმის გავრცელების მაჩვენებელი. თუკი 2000 წელს 1000 ადამიანიდან აუტისტთა რაოდენობა 6.7% იყო (67ადამიანი), 2014 წელს ეს მაჩვენებელი 16.8%-მდე (168 ადამიანი) გაიზარდა. რისკფაქტორები ძირითადად დაკავშირებულია გენეტიკასთან, მშობელთა ასაკსა და გარემოსთან. წინა კვლევებმა დაადგინეს კავშირი დაბინძურებულ ჰაერში არსებულ მყარ ნაწილაკებსა (PM2.5) და ნეიროქცევით დისფუნქციას შორის, თუმცა მხოლოდ ამ კვლევით გახდა შესაძლებელი, მყარი ნაწილაკები (PM2.5) დაკავშირებულიყო აუტიზმის განვითარების რისკთან.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კუბურ მეტრ ჰაერში 10 მიკროგრამი PM2.5 ნაწილაკების არსებობის პირობებში აუტიზმის განვითარების რისკი ბავშვობისას 64%-ით იზრდება, მუცლადყოფნისას კი – 31%-ით. (მუცლად ყოფნისას ყველაზე დიდი რისკი მესამე ტრიმესტრშია).

კვლევის შედეგები ასევე მიანიშნებს, რომ არსებული რეგულაციების მიუხედავად, ჰაერის PM2.5 ნაწილაკებით დაბალი დონის დაბინძურებამაც კი შეიძლება ავნოს მოსახლეობის მოწყვლად ფენებს.

კვლევის წამყვანი ავტორია დოქტორი ჩენგ-ქუან (კელვინ) ლინი (Cheng-Kuan (Calvin) Lin), მასაჩუსეტსის ფარმაციისა და ჯანდაცვის მეცნიერებების კოლეჯის დამხმარე პროფესორი. უფროსი მკვლევარი კი გახლავთ დევიდ კრისტიანი (David Christiani), ჰარვარდის გარემოსდაცვითი გენეტიკის სკოლის პროფესორი.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და ბასილ აბრამიშვილი

წყარო : www.hsph.harvard.edu

3 აპრილი 2023 წელი.


წინა პოსტი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების რეკომენდაციები კვარცის მტვრის თავიდან ასარიდებლად
შემდეგი პოსტი
პრეზენტაცია – ეკო ცნობიერების ამაღლება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,