GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

რატომ იქცევა სალტონის ზღვა ტოქსიკურ მტვრად? – კვლევამ დაადგინა ტბის წყლის დანაკარგის მიზეზი

Homepage მსოფლიო რატომ იქცევა სალტონის ზღვა ტოქსიკურ მტვრად? - კვლევამ დაადგინა ტბის წყლის დანაკარგის მიზეზი
მსოფლიო

რატომ იქცევა სალტონის ზღვა ტოქსიკურ მტვრად? – კვლევამ დაადგინა ტბის წყლის დანაკარგის მიზეზი

დეკემბერი 3, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
412 ნახვა
ნახვები : 48

სალტონის ზღვის წყლის დონე დრამატულად იკლებს.

წყალში მარილისა და ქიმიური შენაერთების ზრდამ ტბის ეკოსისტემის მასობრივი კვდომა გამოიწვია.

ტბის დაშრობის მიზეზი ტბაში კოლორადოს მდინარიდან ნაკლები წყლის ჩადინებაა.

სალტონის ზღვა კალიფორნიის ყველაზე დაბინძურებული შიდა ტბაა, რომლის წყლის დონეც ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთი მესამედით შემცირდა. ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ამის მიზეზი კოლორადოს მდინარის წყლის ნაკადის შემცირებაა.

ტბის დაშრობასთან ერთად, წყალში მარილისა და ქიმიური შენაერთების კონცენტრაცია დრამატულად გაიზარდა, რამაც თევზების, ჩიტებისა და გადაშენების მყოფი სახეობების მასობრივი კვდომა გამოიწვია. მარილიანი, ტოქსიკური წყლით დაფარული ტბის ფსკერი ნელ-ნელა მტვრად იქცევა, რაც ახლომდებარე მაცხოვრებლებში რესპირატორულ პრობლემებს იწვევს.

„ეს ეკოლოგიური კატასტროფაა“ – ამბობს ხუან ს. აცერო ტრიანა (Juan S. Acero Triana), UCR-ის ჰიდროლოგი და მთავარი ავტორი ახალი კვლევისა, რომელიც დედამიწის ზედაპირზე და მის ქვეშ წყლის მოძრაობას შეისწავლის სალტონის ზღვის მახლობლად. კვლევა დააფინანსა National Science Foundation’s Innovation-მა.

მრავალი ჰიპოთეზა არსებობდა, თუ რა იწვევდა წყლის დონის მუდმივ შემცირებას. ზოგი ტბის ამოშრობას კლიმატის ცვლილებასა და სიცხეს აბრალებდა. ზოგი მიზეზად აგრიკულტურულ საქმიანობას მიიჩნევდა. გამომდინარე იქიდან, რომ სარწყავი სისტემები მეტად ეფექტურია და მოდიფიცირებული, მარცვლეული ნაკლებ წყალს საჭიროებს, ნაკლები წყალი ხვდება სალტონის ზღვაში. თუმცა, მკვლევრები ამბობენ, რომ ეს მოსაზრებები არ არის წყლის დონის შემცირების მთავარი მიზეზი.

ჰური აჯამი (Hoori Ajami), UCR-ის ჰიდროლოგი, კვლევის თანაავტორი და მთავარი მკვლევარი ამბობს: „პრობლემას იწვევს ის, რომ ნაკლები წყალი ჩადის კოლორადოს მდინარიდან ზღვაში“. კვლევისთვის გამოყენებული მეთოდები და საბოლოო მიგნება გამოქვეყნებულია წყლის რესურსების კვლევის (Water Resources Research) ჟურნალში.

მკვლევრებმა განიხილეს ყველა დიდი პროცესი, რომლებიც გავლენას ახდენს ისეთ შიდატერიტორიულ ტბებზე, რომლებშიც წყალი ჩაედინება, მაგრამ არ გაედინება არც ერთი შენაკადით. ბოლო ათწლეულში შიდატერიტორიული ტბების უმეტესობა საგანგაშო ტემპით შრება გლობალური დათბობისა და აგრიკულტურული და ინდუსტრიული მიზნებით წყლის დანაწილების გამო.

სალტონის ზღვის დაშრობის მიზეზების უკეთ გასაგებად, მკვლევრებმა ჰიდროლოგიური მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ტბის ყველა გარშემომყოფ ფაქტორს აღრიცხავს, როგორებიცაა: კლიმატი, ნიადაგის ტიპი, მიწის დაქანება და მცენარეთა ზრდა.

ტერიტორიულად მოდელი მოიცავდა ინფორმაციას არა მხოლოდ ზღვაზე, არამედ ახლომდებარე წყალგამყოფზე, ტბის შენაკადებსა და კალაპოტის ფსკერზეც.

ინფორმაციის მოძიება რთული აღმოჩნდა, რადგან ესაა ტრანსსასაზღვრო ტერიტორია აშშ-ისა და მექსიკის საზღვართან კალიფორნიასა და Baja California Norte-ს შორის, რის გამოც დაინტერესებულ მხარეებს, შესაძლოა, არ სდომოდათ იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც შეცვლიდა მანამდე შემუშავებულ წყლის უფლებებს. თუმცა, UCR მკვლევარებმა მაინც შეძლეს საჯაროდ არსებული ინფორმაციისა და მონაცემთა მოპოვების ტექნიკის გამოყენება, რომლითაც მათ ხანგრძლივი წყლის ბალანსის დინამიკა აღადგინეს და დაადგინეს ტბის დაშრობის მიზეზი.

„თუმცა, ბოლომდე ნათელი არაა, კოლორადოს მდინარის ნაკადის შემცირება გლობალური დათბობის მიერაა გამოწვეული, კალიფორნიისკენ მიმავალი ნაკადის განაწილების შემცირებისგან თუ ორივესგან ერთდროულად.“ – ამბობს აცერო ტრიანა (Acero Triana).

ამ გაუგებრობის მიუხედავად, მკვლევართა აზრით, წყლის მენეჯმენტის სააგენტოებმა და კანონმდებლებმა სალტონის ზღვის წყალგამყოფი კოლორადოს მდინარის აუზად უნდა მიიჩნიონ.

„ხშირად ზღვა აღქმულია დამოუკიდებელ სისტემად, თუმცა, გამოსავლის საძიებლად საჭიროა წყალგამყოფ-ცენტრული მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ზედაპირულ და ნიადაგქვეშა რესურსებს“ – ამბობს აჯამი. „ვინაიდან დაშრობის პირას მყოფი ზღვის ეკოლოგიური რისკები იზრდება, ყველა მხარემ ერთად უნდა იმუშავოს საფრთხის შემცირებისთვის“.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და დეა კუსიანი

წყარო : news.ucr.edu

4 დეკემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
დიდ ბრიტანეთში ჟანგბადის ემისია ყველაზე დაბალია
შემდეგი პოსტი
სინათლის დაბინძურებით მიზიდული გადამფრენი ფრინველები ძლიერ ტოქსიკურ და ქიმიურ ზემოქმედებას განიცდიან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,