GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლასტმასის მჭამელი მუხლუხო

Homepage მსოფლიო მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლასტმასის მჭამელი მუხლუხო
მსოფლიო, შემეცნებითი

მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლასტმასის მჭამელი მუხლუხო

ივლისი 8, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1650 ნახვა
ნახვები : 1, 078
  • შემთხვევითმა აღმოჩენამ შეიძლება დააჩქაროს ბრძოლა პლასტმასის ნარჩენების წინააღმდეგ.
  • მუხლუხები პლასტმასს არა მხოლოდ მცირე ნაწილებად აქუცმაცებენ ღეჭვისას, უფრო მეტიც, მათ ორგანიზმში აღმოჩენილ ფერმენტს შესწევს უნარი, გადაამუშავოს პოლიეთილენი.
  • იგეგმება ამ აღმოჩენის პრაქტიკაში დანერგვა პლასტმასის ნარჩენების პრობლემის აღმოსაფხვრელად.

პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად მშიერი მუხლუხო შეიძლება აღმოჩნდეს ის იარაღი, რომელიც დღეს მსოფლიოს ასე სჭირდება.

მუხლუხები, როგორც ცნობილია, საზრდოობენ ფუტკრის ცვილით. ამის გამო ისინი მეფუტკრეების მთავარ მავნებლად ივლებიან.

დოქტორი ფედერიკა ბერტოჩინი, მოყვარული მეფუტკრე და ესპანეთის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მკვლევარი, საკუთარი სკებიდან მატლის მსგავსი ჭიების მოცილებისას მიხვდა, რომ მუხლუხოების გარკვეულ სახეობას შეიძლება ჰქონდეს მიდრეკილება პლასტმასის ჭამისადმი.

ბეტოჩინიმ სკიდან მოშორებული ჭიები პლასტმასის ტომარაში მოათავსა, თუმცა მისდა გასაოცრად მწერებმა ტომრიდან გამოღწევა შეძლეს, რადგან პლასტმასი შეჭამეს.

„როდესაც დავბრუნდი იმ ოთახში, სადაც ჭიები დავტოვე, აღმოვაჩინე, რომ ისინი მთელ ოთახს იყვნენ მოდებული”, – უთხრა მან Guardian-ს. „ტომარა კი სავსე იყო ხვრელებით”.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მავნებელი მუხლუხოების არსებობა დიდ შესაძლებლობად არ შეიძლება ჩაითვალოს, ამ შემთხვევამ ბერტოჩინის ინტერესი გაუჩინა გამოეკვლია ჭიების მიერ პლასტმასის ჭამის პოტენციური სარგებელი.

მსოფლიო ოკეანეებში დაახლოებით 12,7 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენები იყრება ყოველწლიურად. საშუალოდ, ადამიანი იყენებს 200-ზე მეტ ცელოფნის პარკს წელიწადში და თითოეულის დეგრადირებას 100-დან 400 წლამდე სჭირდება.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებთან თანამშრომლობით ბერტოჩინი შეეცადა იმის გარკვევას, შეუძლია თუ არა მუხლუხოების ამ კონკრეტულ სახეობას,  Galleria mellonella-ს, პლასტმასის ნარჩენების საკითხის მოგვარება. შედეგები იმედისმომცემი აღმოჩნდა, რადგან ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ ჭიებმა შეძლეს პლასტმასის ქიმიური ნაერთების ისევე დაშლა, როგორც ისინი თავიანთ ძირითად საკვებს, ცვილს, შლიან.

მუხლუხები პლასტმასს არა მხოლოდ მცირე ნაწილებად აქუცმაცებენ ღეჭვისას, უფრო მეტიც, მათ ორგანიზმში აღმოჩენილ ფერმენტს შესწევს უნარი გადაამუშაოს პოლიეთილენი, ერთ-ერთი ყველაზე მყარი ნივთიერება რომელიც ცელოფნის პარკების წარმოებაში ფართოდ გამოიყენება, თანაც გაცილებით სწრაფი ტემპით, ვიდრე სხვა ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა აჩვენა.

წამყვანმა მეცნიერებმა, დოქტორმა ბერტოჩინიმ და დოქტორმა პაოლო ბომბელმა, ეს აღმოჩენა უკვე დააპატენტეს და იმედოვნებენ, რომ შემდგომ კვლევას ჩაატარებენ ფერმენტზე, რათა პლასტმასის ნარჩენების საკითხის მოსაგვარებლად პრაქტიკული გადაწყვეტილების შეთავაზება შეძლონ. დაშვებულია ფერმენტიდან გენების ამოღება და მათი მოთავსება გენმოდიფიცირებულ ბაქტერიებსა ან ზღვის ორგანიზმებში, რომლებიც შეძლებენ პლასტმასის დეგრადირებას ოკეანეებსა და ხმელეთზე.

„ჩვენ ვაპირებთ ამ აღმოჩენის პრაქტიკულ დანერგვას პლასტმასის ნარჩენების პრობლემის აღმოსაფხვრელად, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ოკეანეები, მდინარეები და მთლიანი გარემო, რომელსაც პლასტმასის ნარჩენების დაგროვების გამო დიდი საფრთხე ემუქრება”, – განუცხადა ბერტოჩინიმ BBC-ს.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ „ამ აღმოჩენამ არ უნდა გვიბიძგოს იმისკენ, რომ გაუმართლებლად დავყაროთ პოლიეთილენის პარკები ბუნებაში, რადგან უკვე ვიცით როგორ მოვახდინოთ მისი ბიო-დეგრადირება“.

რადგან არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ოკეანეებში მოხვედრილმა პლასტმასის ნარჩენებმა დიდი საფრთხე შეუქმნას არქტიკის წყლებს და ზღვის ორგანიზმებს, კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ნაგავსაყრელებზე და ოკეანეებში პლასტმასის რაოდენობის შემცირება. პლასტმასის ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ააქტიურებს იმ ქვეყნების, ფიზიკური პირებისა თუ ბრენდების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მსოფლიო ოკეანეების პლასტმასისგან გაწმენდის ინოვაციურ გზებს პოულობენ.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნინი თოიძე

წყარო : www.globalcitizen.org


წინა პოსტი
2022 წლისთვის პარიზის ცენტრში ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ
შემდეგი პოსტი
სამხრეთ კორეა დარგავს 3 მილიარდ ხეს ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად 2050 წლამდე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,