GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

2022 წლისთვის პარიზის ცენტრში ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ

Homepage მსოფლიო 2022 წლისთვის პარიზის ცენტრში ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ
მსოფლიო

2022 წლისთვის პარიზის ცენტრში ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ

ივლისი 8, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
982 ნახვა
ნახვები : 187
  • ეს ცვლილება გამოწვეულია საფრანგეთის დედაქალაქის ,,15-წუთიან ქალაქად“ გადაქცევის მცდელობით
  • არსებობს იდეა, რომ შეიქმნას ნაწილობრივ შეზღუდული გადაადგილების ზონები, სადაც მოძრაობა დაშვებული იქნება შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებისთვის, პროდუქტების დისტრიბუციისთვის განკუთვნილი ტრანსპორტისა და მიტანის სერვისებისთვის.
  • კლიმატის დაცვის ხელშეწყობისთვის ,,ფოლკსვაგენი“ ელექტრო მანქანების მოდელთა რიცხვს 50-მდე გაზრდის.

პარიზის ცენტრში ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა იგეგმება. ეს ცვლილება გამოწვეულია საფრანგეთის დედაქალაქის ,,15-წუთიან ქალაქად“ გადაქცევის მცდელობით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ ამა თუ იმ პუნქტამდე მისაღწევად 15 წუთი ან ნაკლები დრო გჭირდებათ, ფეხით სიარულსა და ველოსიპედით გადაადგილებას შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი. ქალაქის მერი ან იდალგო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა თავის მიზანს – შეამციროს სამანქანო მოძრაობა.

ავტომობილთა გადაადგილების შეზღუდვა შეამცირებს ჰაერის დაბინძურებას

ახალი რეფორმა ველოსიპედისტებისა და ქვეითებისთვის გადაადგილებას გააადვილებს, ასევე საკმაოდ შეამცირებს ჰაერის დაბინძურებასა და ქალაქის ხმაურის დონეს, თუმცა ავტომობილთა გადაადგილების სრული აკრძალვა არ იქნება პრაქტიკული. არსებობს იდეა, რომ შეიქმნას ნაწილობრივ შეზღუდული გადაადგილების ზონები, სადაც მოძრაობა დაშვებული იქნება შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებისთვის, პროდუქტების დისტრიბუციისთვის განკუთვნილი ტრანსპორტისა და მიტანის სერვისებისთვის. ასეთი ზონები უკვე არსებობს მილანში, რომში, მადრიდსა და ევროპის სხვა დიდ ქალაქებში.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურად მძღოლთა მხოლოდ 30 პროცენტს სჭირდება ავტომობილი. პარიზის ახალი რეფორმა ქალაქის ქუჩაში მოძრავ მანქანათა რიცხვს 55 პროცენტით შეამცირებს, რაც რაოდენობრივად დაახლოებით 100 000 ავტომობილია.

ცვლილებათა ციკლის საბოლოო მიზანია ამ ათწლეულის ბოლოს საფრანგეთში აღარ მოძრაობდეს შინაგანი წვის ძრავის მქონე ავტომობილები. ამერიკასა და ევროპაში მრავალ ქვეყანას აქვს მსგავსი მიზანი, მათ შორის იტალიას, გერმანიას, საბერძნეთსა და მექსიკას.

მსხვილი მწარმოებლემი მხარს უჭერენ პარიზის ამ რეფორმას. „ფოლკსვაგენი“ იძლევა გარანტიას, რომ შექმნის წარმოების ისეთ გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატის დაცვისათვის დასახული მიზნების მიღწევას. განსაკუთრებით ყურადღება მიექცევა ელექტრო მანქანების წარმოების გაუმჯობესებას, ამისათვის იგეგმება ,,ფოლკსვაგენის“ ელექტრო მანქანების მოდელთა რაოდენობის გაზრდა 50-მდე.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : theplanetvoice.com


წინა პოსტი
საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
შემდეგი პოსტი
მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლასტმასის მჭამელი მუხლუხო

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,