შემოუშვით სახლში მზის სხივები
მზის სინათლეს აქვს რაღაც განსაკუთრებული ძალა ამიტომ გთავაზობთ 5 მიზეზს თუ რატომ უნდა გადაწიოთ ფარდები და შემოუშვათ სახლში მზის სხივები.
მზის სინათლე ებრძვის სეზონურ ემოციურ აშლილობას, რაც განსაკუთრებით ხშირია ზამთრის კლიმატურ ქვეყნებში. ზამთარში, როცა მზის სინათლის დეფიციტს განვიცდით იმატებს დეპრესიაში მყოფი ადამიანების რიცხვი, ასე რომ რაც მეტ მზეს შემოუშვებთ თქვენს სახლებში მით ნაკლები იქნება მათ რიცხვებში მოხვედრის შანსი, მით უმეტეს მაშინ, როცა მზის სინათლე ჩვენს ორგანიზმს უბიძგებს სერატონინის გამოყოფისკენ, რაც ავტომატურად აუმჯებესებს განწყობას. ასე რომ თუ გინდათ იყოთ ბედნიერები გადაწიეთ ფარდები და შემოუშვით სახლში მზის სხივები.
თქვენი სხეული მელატონინს ძილის ჰორმონს გამოყოფს სიბნელეში, თუმცა მისი გამოყოფა ასევე მნიშვნელოვნად იზრდება, როცა დღეს მზეზე ატარებთ შესაბამისად სინათლისა და სიბნელის ერთობლიობა არის ის რაც ეხმარება თქვენს სხეულს აწარმოოს სწორი რაოდენობის ჰორმონები და მარტივად მიეცეთ ძილს ყოველ ღამე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი რასაც მზიგან ვიღებთ ესაა D ვიტამინი, რომლის წარმოებაშიც გვეხმარება მზის სხივები. ეს ვიტამინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კალციუმის ათვისებაში, რაც არ მოხდებოდა რომ არა მზის სხივები, შესაბამისად მზე აუცილებელია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი და ძლიერი ძვლოვანი აგებულება. დიდი რაოდენობით მზის სხივები აზიანებენ კანს ,თუმცა მათი დეფიციტი გვაყენებს ზიანს ,ამიტომ დაიცავით ბალანსი და გამოიყენეთ თქვენი ფანჯრები მზისგან სარგებლის მისაღებად.
მზის ენერგიის გამოყენებით თქვენ არამხოლოდ საკუთარ თავზე არამედ ეკოლოგიაზეც ზრუნავთ. დღის განმავლობაში როცა შესაძლებელია სახლი მზის სინათლით გაანათოთ, ნუ აანთებთ ნათურებს და დენის გამოყენების ნაცვლად სახლი მზის სხივებით გაანათეთ. ეს როგორც ეკოლოგიაზე ასევე ელექტროენერგიის ქვითარზეც აისახება.
კვლევებმა აჩვენა რომ მზის სინათლე ზრდის პროდუქტიულობას, ასე რომ როცა მოთენთილები მუშაობით გადაიღლებით შეისვენეთ, მიეფიცხეთ მზეს და აივსეთ ახალი ენერგიებით.
როგორც ხედავთ უამრავი სარგებლის მიღება შეგვიძლია ჩვენი პლანეტის საყვარელი ვარკსვლავისგან ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ მისი სხივების დახმარებით ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარემოზე.