GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ახალი ტექნოლოგია დატენის ელექტრო მანქანებს მოძრაობის დროს

Homepage მსოფლიო ახალი ტექნოლოგია დატენის ელექტრო მანქანებს მოძრაობის დროს
მსოფლიო

ახალი ტექნოლოგია დატენის ელექტრო მანქანებს მოძრაობის დროს

იანვარი 27, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
713 ნახვა
ნახვები : 81

მკვლევრები ცდილობენ შეისწავლონ გზის საფარიდან ელექტრო მანქანების უკაბელო დამუხტვის შესაძლებლობა.

£417,000 ბიუჯეტის მქონე პროექტი არის კომპანიების Western Power Distribution, Coventry City Council, Coventry University, Toyota და Cenex კოლაბორაცია.

მკვლევრები დაადგენენ ურთიერთკავშირის ტექნოლოგიას დამმუხტველ და დასამუხტ მოწყობილობებს შორის, ასევე გარემო პირობების ზემოქმედებას ქსელსა და ამ დანადგარებზე.

ტექნოლოგიამ შესაძლოა გადაჭრას ელექტრო ავტომობილების ელემენტის ხანმოკლე გამძლეობის პრობლემა, რაც სასარგებლო იქნება სადისტრიბუციო კომპანიებისთვის, რადგან ქსელს შეეძლება რამდენიმე წყაროდან ენერგიის მიწოდება.

კვლევა იწყება დეკემბერში, ხოლო შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის თებერვალში.

რიკი დუკი, WPD ინოვაციისა და Low Carbon ქსელის ინჟინერი ამბობს: ‘სიხარულით ვაცხადებთ პირველი პროექტის დაწყებას, რომელიც მანქანების უკაბელო დამუხტვას შეისწავლის დიდ ბრიტანეთში.’

‘ავტომობილის მგზავრობის დროს დამუხტვის შესაძლებლობა დიდი სიახლე იქნება როგორც ქვეყნისთვის, ისე ამ სფეროსთვის. ასევე, ეს სხვადასხვა ახალი გზით ხელს შეუწყობს ელექტრო მანქანების პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით.’

‘ახალი წლის დაწყებასა და პოსტ-COVID-19 სამყაროსთან შეგუების დროს ეს იქნება მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბრიტანეთის „Net Zero“ მიზნის მიღწევას 2050 წლისთვის.’

შამალა ევანსი Coventry City Council-დან ამატებს: ‘სატრანსპორტო სისტემაში არის სექტორები, მაგალითად, ავტობუსები ან სატვირთო ავტომობილები, სადაც არსებული სატრანსპორტო საშუალებების ელექტრო ტიპის ავტომობილებით ჩანაცვლება რთულია დიდი მოცულობის ენერგიის საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა უკაბელო ენერგიის დინამიური გადაცემა ამ პრობლემის მოგვარების პოტენციალს წარმოადგენს და, თავის მხრივ, დააჩქარებს სატრანსპორტო ქსელის ეკო-მეგობრულ ტრანსფორმაციას.’

‘Coventry-ის ამბიცია არის, რომ შექმნას სრულად ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მქონე ქალაქი, ხოლო მომავალში-სრულად ეკო-მეგობრული, ელექტრო ქალაქი.’

 

სტატიაზე იმუშავა : შაკო ღლონტმა და ნინი თოიძემ

წყარო : https://airqualitynews.com/2020/12/17/new-technology-could-charge-evs-while-driving/


წინა პოსტი
ევერესტის მთის მწვერვალთან აღმოჩენილია მიკროპლასტიკები
შემდეგი პოსტი
ბიზნესის ბოიკოტი: თბილისის რესტორნები 24 საათით მუშაობას წყვეტენ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,