ქუთაისში დაიღუპა ქალი, რომელიც ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავდა
ახალი წლის ღამეს ქუთაისში პიროტექნიკით დაშავებული ქალი დღეს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ქალს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიღებული და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.
შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს
ცნობისთვის, ქუთაისში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფოს ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.