GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის ხარისხი ევროპაში უმჯობესდება, თუმცა მისი დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია

Homepage მსოფლიო ჰაერის ხარისხი ევროპაში უმჯობესდება, თუმცა მისი დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია
შემეცნებითი, მსოფლიო

ჰაერის ხარისხი ევროპაში უმჯობესდება, თუმცა მისი დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია

დეკემბერი 26, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
638 ნახვა
ნახვები : 39

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (European Environment Agency -EEA)  ბოლო ანგარიშის თანახმად, გასული ათწლეულის განმავლობაში ჰაერის ხარისხი ევროპის მასშტაბით საგრძნობლად გაუმჯობესდა, შესაბამისად შემცირდა ნაადრევად გარდაცვალების რაოდენობა.

2018 წელს EEA-ს ბოლო შეფასებით ევროპის 41 ქვეყანაში 417000 ადამიანი  გარდაიცვალა ნაადრევად,  რაც 2019 წელთან შედარებით 60000 ადამიანით ნაკლებია. ამ გარდაცვლილთაგან 379000 შემთხვევა ევროკავშირის მაშინდელ 28 ქვეყანაში დაფიქსირდა.

გარემოს, ოკეანეებისა და თევზსაჭერების გაერთიანების რწმუნებულმა, ვირგინიუს სინკავიჩუსმა დადებითად შეაფასა ბოლო მონაცემები, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ჰაერის დაბინძრებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

„თუკი გვინდა, რომ მივაღწიოთ წარმატებას და სრულად დავიცვათ ადამიანთა ჯანმრთელობა და ამასთანავე გარემო  საჭიროა უფრო მეტად შევამციროთ ჰაერის დაბინძურება და მისი ხარისხი შევუსაბამოდ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს,“ განაცხადა მან.

აღსანიშნავია რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ოზონის შრის გარდა, ზოგადად გამონაბოლქვისა და მავნე ნივთიერებების რაოდენობა შემცირდა.

კონკრეტულად კი, გადააგდილებაზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული სათბურის აირების გამოყოფასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა ტრანსპორტის გამონაბოლქვიდან მომდინარე ნიტროგენის ოქსიდების რაოდენობა.

ასევე მასიურად შემცირდა ენერგო სექტორის მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებების რაოდენობა. თუმცა, კლების ტენდენცია ნაკლებად შეინიშნება ისეთ სექტორებში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა და საყოფაცხოვრებო გათბობა, რაც მაგალითად ევროკავშირში მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 40 %-ს შეადგენს.

41 ქვეყანას შორის, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, იტალია, პოლონეთი და რუმინეთი არის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მავნე ნაწილაკებით დაბინძურება აჭარბებს ევროკავშირის მიერ დადგენილ ზღვარს, ხოლო ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია და ირლანდია წარმოადგენს იმ გამონაკლისს, სადაც ჰაერში მავნე ნაწილაკების კონცენტრაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენირებულ ზღვარს ქვემოთაა.

ევროკავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფო ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით ბრიუსელში წარსდგა სასამართლოს წინაშე. ამ თვის დასაწყისში ევროპის სასამართლომ განაცხადა, რომ იტალია სისტემატიურად და უწყვეტად არღვევს ევროკავშირის მითითებებს ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების დღიურ და წლიურ ზღვართან დაკავშირებით. კომისიამ ევროპულ სასამართლოში ასევე გამოიძახა პოლონეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები.

EEA-ს ბოლო კვლევა დაფუძნებულია 2018 წლის მონაცემებზე. შესაბამისად, ნაადრევია, შევაფასოთ კოვიდ-19-ით გამოწვეული იზოლაციის შედეგი ჰაერის დაბინძურებაზე. თუმცა, სააგენტომ პირველადი მონაცემები უკვე შეაგროვა აპრილის თვეში.

„ამ წელს ჰაერში მავნე ნაწილაკები ევროპის მასშტაბით 22%-ით შემცირდა,“ განმარტა EEA-ს ჰაერის ხარისხის ექსპერტმა, ალბერტო გონსალეს ორტიზიმ.

„ასევე შეინიშნება ნიტროგენ დიოქსიდის შემცირება, რომელიც ძირითადად საგზაო მოძრაობიდან მომდინარეობს. ამ მიმართულებით შეინიშნება 24%-იანი კლება. ჩვენი დაკვირვებით ესპანეთისა და იტალიის საგზაო სადგურებზე ჰაერში ნიტროგენის დიოქსიდის კონცენტრაციამ 70%-ით დაიკლო, რადგან ამ ქვეყნებში იზოლაციის ყველაზე მკაცრი წესები მოქმედებდა,“ განაცხადა მან.

 

სტატიაზე იმუშავა : ანი ჩუბინიძე – ანა კუხაშვილი


წინა პოსტი
იმ გზებს შეისწავლიან, სადაც ავარიები ყველაზე ხშირად ხდება – ახალი ბრძანება
შემდეგი პოსტი
ილონ მასკის თქმით, მარსის ეკონომიკა კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,