განსხვავება PM10-ს და PM2.5-ს შორის არის მათ სიდიდეში.
PM განიმარტება როგორც – particulate matter, რაც თარგმანში ნიშნავს – ნაწილაკების რაოდენობას, ამ შდემთხვევაში ნაწილაკების რაოდენობას ჰაერში. ეს ნაწილაკები მოიცავს ორგანულ მტვერს, ჰაერით გავრცელებად ბაქტერიებს, სამშენებლო მტვერს და ქვანახშირის ელექტრო სადგურის გამონაბოლქვს.
რაც შეეხება ზომას – “10” და “2.5” აღნიშნავს მიკრონს (იგივე მიკრომეტრს). ჰაერის ყველანაირი დაბინძურების ტიპი განისაზღვრება ამ სიდიდეებით და მათზე მცირე ზომის ნაწილაკებით – ანუ PM10 მოიცავს ნაწილაკებს, რომელთა ზომა არის 10 მიკრონი და ქვემოთ. PM2.5 არის 2.5 მიკრონი და ქვემოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ PM10 მოიცავს PM2.5-საც.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ PM არ მოიცავს ისეთ მომწამვლელ აირებს როგორიც ოზონი და NO2-ა.