GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

24 მერსედესის ელექტრო ავტობუსი ქალაქ დარმშტადტისთვის. HEAG Mobilo – ს ავტობუსების ერთი მესამედი იქნება ელექტრო.

Homepage მსოფლიო 24 მერსედესის ელექტრო ავტობუსი ქალაქ დარმშტადტისთვის. HEAG Mobilo - ს ავტობუსების ერთი მესამედი იქნება ელექტრო.
მსოფლიო

24 მერსედესის ელექტრო ავტობუსი ქალაქ დარმშტადტისთვის. HEAG Mobilo – ს ავტობუსების ერთი მესამედი იქნება ელექტრო.

ნოემბერი 19, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1017 ნახვა
ნახვები : 153

კომპანია HEAG Mobilo-მ მერსედესს,  გერმანიის ქალაქ დარმშტადტისთვის, შეუკვეთა 24 eCitaro ელექტრო ავტობუსი. გეგმის მიხედვით, 2021 წლის მეორე ნახევარში, ელექტრო ავტობუსები ძველ დიზელის ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამ შეკვეთამდე (2020 წლის ივნისი) ქალაქში დიზელის ავტობუსები უკვე ხუთმა eCitaro-მ ჩაანაცვლა.

დარმშტადტის ავტობუსების ოპერატორი, HEAG Mobilo, 2025 წლისთვის გეგმავს ავტობუსების 95% ჩაანაცვლოს ელექტრო ავტობუსებით, სულ 80 ავტობუსი. თუ ეს გეგმა შესრულდება კომპანია დაზოგავს 2.5 მილიონ დიზელს წელიწადში, შესაბამისად არ გამოიყოფა 6,000 ტონა CO2.

მერსედესის eCitaro დარმშტადისთვის

24 ახლად შეკვეთილი ავტობუსი დაყოფილია 11, 12 და 13-მეტრიან ავტობუსებად, 18-მეტრიანი ავტობუსების მიწოდება წლის ბოლოსსს დაგეგმილი. MBpassionblog-ის მიხედვით ყველა ავტობუსი არის კომპანია Daimler Buses-ის უმაღლესი დაცვის მექანიზმით აღჭურვილი. ამ დაცვის სისტემაში, სხვა მრავალ ფუნქციებს შორის, არის გვერდითი დაცვის მხარდაჭერა, რომელიც მძღოლს მარჯვნივ მოხვევის დროს ეხმარება. ასევე არის ახალი პრევენციული მუხრუჭის სისტემა, რომელიც პირველადაა ინტეგრირებული ქალაქის ავტობუსში. პრევენციული დაცვა მძღოლის კაბინასაც აქვს: საქარე მინა, რომელიც გარე შემოჭრისგან იცავს მძღოლს.

“24 ახალი და სხვა არსებული ელექტრო ავტობუსებით ჩვენ შეგვიძლია ძველი ავტობუსების 1/3 ჩავანაცვლოთ. შესაბამისად, ჩვენი ავტობუსები, რომელიც გამორჩეულია გარემოსთვის ზიანის სიმცირით – ყველაზე თანამედროვეა. ამ ავტობუსების დადებითი მხარეებით სარგებლობენ არა მხოლოდ მგზავრები, არამედ ქალაქის მაცხოვრებლები, რომელთაც აღარ მოუწევთ გამონაბოლქვით და ხმაურით დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება.“ ამბობს Mathias Kalbfuss, კომპანია HEAG Mobilo-ს მმართველი დირექტორი.

სტატიაზე იმუშავა : შაკო ღლონტი – ანა ქურდაძე

წყარო : https://www.sustainable-bus.com


წინა პოსტი
კანადის ერთ-ერთ ქალაქში ხმით დაბინძურებას აქტიურად ებრძვიან
შემდეგი პოსტი
გლდანში ავტობუსის ზოლში მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,