ურბანიზაციის პრობლემები განვითარებად ქვეყნებში
ურბანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებია:
- მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე;
- არაადეკვატური ინფრასტრუქტურა;
- ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ნაკლებობა;
- წყალდიდობა;
- დაბინძურება;
- ღარიბული დასახლების წარმოქმნა;
- დანაშაული;
- საცობები;
- სიღარიბე.
განვითარებად ქვეყნებში ქალაქების ზრდის პროცესი (ურბანიზაცია) სწრაფია, რის გამოც გაჩნდა სამუშაო ადგილების დეფიციტი. უმუშევრობის დონე იზრდება, ამის შედეგად ხალხს უწევს, მიმართოს სახელმწიფო პროგრამებსა და შეღავათებს. ბიზნესსა და მთავრობას არ აქვს უნარი, საკმარისი რაოდენობის სამუშაო ადგილები შესთავაზოს ქალაქის მოსახლეობას, რომელიც სწრაფად იზრდება. ურბანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებია: მოსახლეობის სიმჭიდროვე, შეუსაბამო ინფრასტრუქტურა, ნაკლებად ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, წყალდიდობის რისკი, დაბინძურება, სიღარიბე და ა.შ.
მოსახლეობის სიმჭიდროვე
მოსახლეობის სიმჭიდროვის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადადის. მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია საცხოვრებელი ფართების სიმცირე, ღარიბული საცხოვრებელი პირობები, ხალხმრავლობა, მოძრაობის გადატვირთულობა/საცობები, დაბინძურება, გადასახადების ზრდა, ინფრასტრუქტურის დაბალი სერვისები, სიღარიბე, დაუსაქმებლობა და ცუდი სანიტარული პირობები. ამ ყველაფერზე გავლენა აქვს მოსახლეობის სიმჭიდროვეს განვითარებად ქვეყნებში.
შეუსაბამო ინფრასტრუქტურა
ქალაქის ცუდი ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი ძირითადი და სერიოზული პრობლემა. განვითარებადი ქვეყნების ნაწილი ჯერ კიდევ დგას ისეთი პრობლმების წინაშე, როგორებიცაა: ცუდი საგზაო ქსელი, ელექტრომომარაგების ნაკლებობა, წყლის შეუსაბამო მიწოდება და ელემენტარული კეთილმოწყობის საკითხები.
საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის სიმცირე
საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის სიმცირეს ასევე იწვევენ კარგად ორგანიზებული და დაუსახლებელ შენობებში უკანონოდ შეჭრილი ადამიანები, ზოგი მათგანის მიზანია უფასოდ ცხოვრება, ზოგის კი — შენობის დანგრევისგან გადარჩენა. გასაქირავებელი ბინების რაოდენობა შემცირდა და თან ფასები მკვეთრად გაიზარდა. განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები დგანან სერიოზული პრობლემები წინაშე, როგორებიცაა: დანგრეული უბნების გაუარესება, მაღალი სოციალური ხარჯები, გადატვირთული გარემო. ხარჯების შემცირება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, ესენია: გადასახადების შემცირება, თანამშრომლობა კერძო მშენებლებთან, კოოპერატიული საცხოვრებლის წახალისება, ინდუსტრიული სამშენებლო ტექნიკის ხელშეწყობა, იაფფასიანი სამშენებლო მასალის გამოყენება და დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების არსებობა.
წყალდიდობა
წვიმების სეზონზე ურბანულ სივრცეებში წყალდიდობა ძალიან სერიოზული პრობლემაა. ზოგ განვიათარებად ქვეყანაში სანიაღვრე სისტემები არასწორადაა დამონტაჟებული, შესაბამისად, წვიმიან ამინდში გზებზე ნიაღვარი მოდის, რაც არა მხოლოდ ართულებს გადაადგილებას, არამედ ხშირად გზის პარალიზებასაც იწვევს.
ღარიბული დასახლებების წარმოქმნა
ქალაქებში ხშირად ჩნდება ღარიბული დასახლებები, ეს სწორედ ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის შედეგია. შესაძლებელია ისეთი პროექტების დანერგვა, რომლებიც სიღარიბის აღმოსაფხვრელად იქნება ეფექტური, მაგალითად: ღარიბული დასახლებებისთვის კეთილმოწყობის სქემის შემუშავება, დასუფთავება, რეაბილიტაცია, აღმშენებლობა, გზების გაყვანა, ასევე ამ დროს სასურველია ღარიბულ დასახლებაში მაცხოვრებლების გარეუბანში დროებით გადაყვანა, რათა ჩატარდეს შესაბამისი სამუშაოები და გაუმჯობესდეს დასახლება, ეს სამუშაოებია: განათება, სანიაღვრე სისტემები და ისეთი გზების გაყვანა, რომლებიც ადვილად მისადგომია.
დანაშაული
მოსახლეობის ზრდა განაპირობებს დანაშაულის ზრდასაც. დაუსაქმებლობის მაღალი მაჩვენებელი, სიზარმაცე თუ უსამსახურობა იწვევს დანაშაულებრივი ქმედებების მატებას, ეს ყველაფერი ქალაქში მაცხოვრებლების დიდ ნაწილზე ცუდად აისახება. „უსაფრთხოების გარეშე და ცუდი საცხოვრებელი პირობების ფონზე, კრიმინალი გარდაუვალია“.
საცობები
საავტომობილო გზებზე ხშირად ძალიან ბევრი ავტომობილი იყრის თავს, რაც ართულებს გადაადგილებას და იწვევს საცობებს. ბოლო პერიოდში გახშირებულია მანქანებით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი, შედეგად გზებზე საცობები გახშირებულია, რაც ზღუდავს ერთი ადგილიდან მეორეზე დროულად გადაადგილების შესაძლებლობას. გზებზე მოძრაობის გაკონტროლება, მოწესრიგება ხდება სხვადასხვა მეთოდით (საგზაო ნიშნები, წესები), რომელთა დაცვითაც მოძრაობა ნაკლებად შეფერხდება. მოწესრიგებულად გადაადგილების დახმარებით თავიდან ავიცილებთ ავარიებსა და სხვა საფრთხეებს.
სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი
წყარო : www.linkedin.com
26 ივლისი 2023 წელი