ვორქშოფი: შექმენი შენი საზომი აპარატი!

2023 წლის 20-21 მაისს თბილისში ჩატარდა ვორქშოფი მოხალისეებისთვის ჰაერის ხარისხის საზომი აპარატის წარმოების შესახებ. აპარატის პროტოტიპს „AirGe” ჰქვია და ვორქშოფის ფარგლებში მოხალისეებმა საკუთარი ხელით 30-ზე მეტი აპარატი შექმნეს. აპარატებზე მუშაობა მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში დასრულდება. შემდეგი ნაბიჯი იმ ადამიანების შერჩევაა, რომლებსაც ექნებათ სურვილი, ჰაერის საზომი აპარატი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააყენონ. პირველი ეტაპისთვის, აღნიშნული მოწყობილობა გაზომავს ატმოსფეროში მყარი ნაწილაკების (PM) კონცენტრაციას, რასაც, დროთა განმავლობაში, სხვა დამაბინძურებლების მონიტორინგიც დაემატება.