ნიგერი აფრიკის ყველაზე დაბინძურებულ ქვეყანად რჩება
ნიგერიში ჰაერის დაბინძურების ნიშნული კრიტიკულ მაჩვენებელზეა – 81.1 მიკროგრამი PM2.5 კუბურ მეტრზე, ეს 8-ჯერ უფრო მეტია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაზე. State of Global Air 2020“-ის ანგარიშის მიხედვით, ნიგერი რჩება აფრიკაში ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა. ეს ფენომენი საზიანოა როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის.
ნიგერი არის ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა მთელ აფრიკაში. ამ აფრიკის დასავლეთით მდებარე ქვეყანაში, ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, დადგენილ მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს 8 ჯერ აღემატება. ეს ზღვარია 10 მიკროგრამი PM2.5 კუბურ მეტრზე. ნიგერი-ს ატმოსფეროში 80.1 მიკროგრამის ოდენობის მტვრის ნაწილაკები ფიქსირდება კუბურ მეტრზე(m3).
ეს მონაცემები არის „State of Global Air 2020“-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც 2020 წლის 16 ნოემბერს გამოაქვეყნა ამერიკულმა „Health Effects Institute“-მა და საერთაშორისო კვლევის პროგრამა „Global Burden of Disease“-მა. ორმა კვლევის ინსტიტუტმა ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენა როგორც ხმელეთის დანადგარები, ისე დისტანციური სატელიტები და ამით გამოიანგარიშა PM2.5-ის საშუალო დონე მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჰაერში. შედეგებმა აჩვენა, რომ ნიგერის აქვს ყველაზე დაბინძურებული ჰაერი მთელ აფრიკაში. ნიგერი ფრანგული ჟურნალ “Sciences & Avenir ”-ის გამოქვეყნებული სიის მიხედვით 2017 წლიდან იკავებს ამ ადგილს. ამ ქვეყანაში ჰაერის დაბინძურება გამოწვეულია როგორც ბუნებრივი პირობებით(მტვრით და ქვიშით), ასევე ადამიანის გამოწვეული ფაქტორებით: მანქანის მოძრაობა, მრეწველობა, ხის ენერგიის გამოყენება სინათლისთვის, კვებით ან გათბობით.
ზიანი ადამიანისთვის და გარემოსთვის
ფიზიკური დაბინძურების მაღალი კონცენტრაციის თაობაზე ნიგერის ატმოსფეროში წუხან მეცნიერები, რადგან მათ იციან ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მიყენებული ზიანი დაბინძურების მიერ. PM2.5 არის 2.5 მილიმეტრზე პატარა დიამეტრის ნაწილაკი (ადამიანის თმაზე 1/30 დიამეტრის, ანუ ის სისხლში პირდაპირ ფილტვებიდან ხვდება). ეს ნაწილაკები იწვევენ გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ალერგიებს, ასთმურ შეტევებს, კონიუქტივიტს, ფილტვების დაავადებებს, ფილტვების ან კანის სიმსივნეს, მხედველობის პრობლემებს, სისხლის დაავადებებს, ბავშვებში მენტალური განვითარების პრობლემებს და ა. შ. „სუბ-საჰარულ აფრიკასა და აზიის სამხრეთ ნაწილში დაბადებულ ახალშობილებში ყველაზე მაღალია სიკვდილიანობა ჰაერის დაბინძურების გამო, სადაც ამის მსხვერპლი 9,000-დან 13,000-მდე ახალშობილია ყოველი 100,000-დან.“ – ნათქვამია ანგარიშში.
არანაკლები ზიანი ადგება ფლორას, სადაც ჰაერის დაბინძურება ხელს უშლის ფოტოსინთეზს ხშირ შემთხვევაში, რომელიც თავის მხრივ საზიანოა და ხელს უშლის ჰაერის გაწმენდას. მსგავსი დაბინძურება ხელს უწყობს ე.წ. მჟავის წვიმის წარმოქმნას, რომელიც აბინძურებს მიწას და სუფთა წყალს არასასარგებლო ქიმიკატებით, რომლებიც მომავალში საჭმელში ხვდებიან.
თუმცა ნიგერი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დაბინძურების დონე საგანგაშოა. „State of Global Air 2020“-ის ანგარიშის მიხედვით, ნიგერია არის რიგით მეორე ქვეყანა აფრიკაში, რომელიც კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული სადაც PM2.5 საშუალოდ 70.4 მიკროგრამს უდრის მეტრ კუბში(m3).
სტატიაზე იმუშავა : შაკო ღლონტი – სალომე აბუაშვილი
წყარო : www.afrik21.afric