კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ქარიშხლები
15 წლის წინ ზუსტად ამ დროს, 5 კატეგორიის ქარიშხალი შესუსტდა და 3 კატეგორიის შტორმად იქცა რიტა, სანამ ის ამერიკის ნაპირს მიუახლოვდებოდა. ამ ქარიშხალმა აღმოსავლეთ ტეხასსა და ქალაქ ჰიუსტონს სერიოზული ზიანი მიაყენა. ეს „იუბილე“ ზუსტად დაემთხვა კლიმატის კვირას, რომლის დროსაც სხვადასხვა საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაციები, აქტივისტები და ა.შ. მოუწოდებდნენ ერთად ებრძოლათ ხალხს კლიმატის გაუმჯობესებისთვის. კლიმატური ცვლილებები პირდაპირ ახდენდა გავლენას ოკეანეთა ცვლილებებზე
, ჩვენ კი უფრო უარესი შტორმებისა და ქარიშხლებისთვის უნდა მოვმზადებულიყავით. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კლიმატის ცვლილება პირდაპირ არ იწვევს ქარიშხლების მატებას ან უფრო ძლიერ ქარიშხლებს, არამედ ამას იწვევენ: უფრო მაღალი ტემპერატურა, თბილი ოკეანეები და მაღალი ზღვის დონე, ესენი კი კლიმატის ცვლილებების პირდაპირი შედეგია.
2020 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ქარიშხლების გამო , რომლებმაც ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლს გადაუარეს, 21 ანბანის მიხედვით შერჩეული სახელი აღარ იყო საკმარისი, ამიტომ შტორმების სახელებისთვის ბერძნულ ანბანს იყენებდნენ. სანაპირო ზოლზე მაცხოვრებელი ხალხისთვის ეს რთული პერიოდის მომასწავლებელი იყო.
ასე მოხდა 2005 წელს, ერთ წელს იყო ქარიშხალი რიტა,ხოლო აშშ-ს სამხრეთ ნაწილში – კატარინა. გასულ აგვისტოს ქარიშხალ კატარინას გადავლის შემდეგ 15 წელი გავიდა, რომელიც რიტას მსგავსად, ხმელეთზე გადასვლისას 5 კატეგორიიდან 3 კატეგორიის შტორმამდე შემცირდა, თუმცა ამ შტორმის ზემოქმედება ძალზედ დიდი იყო.
,,10 წლის ვიყავი, [სტატიის ავტორი] როდესაც ნიუ ორლეანის შტატში, სადაც ვცხოვრობდი, ქარიშხალი დაგვატყდა თავს. მე ოჯახთან ერთად გამიმართლა, რომ მოვასწარი ევაკუაცია, მაგრამ ძალიან ბევრმა ვერ მოასწრო.
ეროვნული ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის მიხედვით,ქარიშხალი კატარინას დათვლილმა ზარალმა 161 მილიარდ დოლარამდე მიაღწია. წყალდიდობის დამცავმა სისტემებმა, რომლებიც წყობიდან გამოვიდნენ გამოიწვიეს დიდი ტერიტორიის დატბორვა, ნიუ ორლეანის დასახლებული რეგიონის 70% დაზიანდა, ხოლო მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებლის გამოცვლა მოუწია.
მახსოვს მანქანის ფანჯრიდან როგორ ვხედავდი ევაკუაციის დროს დიდ საცობებს, თან გვქონდა ნაჩქარევად წამოღებული ძალიან ცოტა პირადი ნივთი, ხოლო რადიოში ახალ ამბებთან ერთად დროდადრო საგანგებო მდგომარეობის მაუწყებელი ხმა ისმოდა. მახსოვს სასტუმრო ოთახ არკანზასში, როგორ ვართობდი ჩემს უმცროს დას, სანამ მშობლები ტელევიზიიდან ჩვენი მეგობრების და ოჯახის შესახებ ინფორმაციას იგებდნენ. ცოტა გავხალისდით, როდესაც ძაღლმა შუშის კარები ვერ დაინახა და გავლა სცადა. სახლი გამოვკეტეთ და ორი კატა სახლში დავტოვეთ, შეცდომას კი მაშინ მივხვდით, როდესაც ტელევიზიით, სახურავზე მდგომი ხალხი ვიხილეთ, წყალდიდობის გამო რომ ასულიყვნენ და დახმარებას ელოდნენ.
რამდენიმე თვის შემდეგ, ვირჯინიაში ვცხოვრობდი პატარა ბინაში, დედასთან და დასთან ერთად. სამსახურის გამო მამა ქალაქში დაბრუნდა. ნიუ ორლეანში ცხოველთა გადასარჩენად ჯგუფები წავიდნენ და დატოვებულ ცხოველებს უშვებდნენ, ჩვენ კი ჩვენი კატების დასაბრუნებლად წავედით. მათ შობას შევხვდით.
თქმა არ არის საჭირო, რომ ძალიან ცუდი შობა იყო. ნიუ ორლეანს ქარიშხლის კვალი კიდე ეტყობოდა, წაქცეული ხეები, ნანგრევებით სავსე ქუჩები, წყალდიდობის მიერ დაზიანებული სახლები, თუმცა ჩვენ მადლიერები ვიყავით, რომ ქალაქში კვლავ შეგვეძლო დაბრუნება.
მე, ადამიანი, რომელსაც მოუწია გადაადგილება სახლიდან ქარიშხლის გამო, ვისმა ოჯახმა და მეგობრებმაც სახლები და საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ნახეს ქალაქი ნიუ ორლეანის საშინელი დღეები, მოგიწოდებთ ავირჩიოთ ის პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ ლოკალური ზომების მიღებას იმისთვის, რომ დაიცვან ის ხალხი, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ ასეთი ბუნებრივი კატასტროფების დროს.
ფერადკანიანი ან სხვა თემები უფრო მეტად ზარალდებიან კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემებით, ხოლო ქარიშხლების- რიტასა და კატარინას დროს, ყველაზე ნაკლებად მომზადებულები არიან და ყველაზე ნაკლებ დახმარებას იღებენ ბუნებრივი კატაკლიზმების დროს. მიზანი უნდა იყოს ყველა თემის დახმარება, მაგრამ განსაკუთრებით მათი ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ჩვენ დავკარგავთ ადამიანებს, სახლებს და საყვარელ ადგილებს.,,