GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ხეების გავლენა სტრესის შემცირებაზე მეცნიერულად დადასტურდა.

Homepage მსოფლიო ხეების გავლენა სტრესის შემცირებაზე მეცნიერულად დადასტურდა.
შემეცნებითი, მსოფლიო

ხეების გავლენა სტრესის შემცირებაზე მეცნიერულად დადასტურდა.

ოქტომბერი 14, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1168 ნახვა

ქალაქის ქუჩებში ხეების დარგვა ადამიანებში სტრესის ფსიქოლოგიურ სიმპტომებს ამცირებს. ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის მიხედვით, რაც უფრო დიდი ტერიტორიაა ხეებით დაფარული, მით უფრო ნაკლებია იქ მყოფი ადამიანების სტრესის დონე.

 

ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ბუნებაში გასეირნება თანამედროვე ცხოვრების გიჟური ტემპისგან თავის დაღწევისა და განტვირთვის საშუალებაა, მაგრამ ახლახან გამოქვეყნებული კვლევა გვეუბნება, თუ რამდენი ხეა საჭირო ჩვენი სიმშვიდისთვის.

მკვლევრებმა ადამიანები სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენეს და შემდეგ სამგანზომილებიანი ვიდეოები აჩვენეს, რომლებზეც ასახული იყო ურბანული ლანდშაფტები სხვადასხვა რაოდენობის ხეებით.

კვლევის მიხედვით, რაც უფრო მეტი ხე ჩანდა ვიდეოში, მით უფრო მკვეთრად ეცემოდა ადამიანებში სტრესის დონე.

ილინოისისა და ჰონგ კონგის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ექსპერიმენტი 160 ადამიანზე ჩაატარეს. სტრესის გამოსაწვევად ისინი მონაწილეებს სხვადასხვა დავალებას აძლევდნენ, როგორიცაა სიტყვით გამოსვლისთვის მომზადება კამერებისა და შემფასებლების თვალწინ, ან მათემატიკის ამოცანის ამოხსნა.

მას შემდეგ, რაც ადამიანები დაისტრესებოდნენ, მათ 10 ექვსწუთიან ვიდეოს აჩვენებდნენ, სადაც  ასახული იყო ქალაქის ქუჩები და მათში მხოლოდ ტერიტორიის ხით დაფარვის დონე იცვლებოდა, 0-დან 70 პროცენტამდე.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტად იყო ქუჩა ხეებით დაფარული, მით უფრო ნაკლები იყო სტრესის დონე მონაწილეებში. და პირიქით: ვიდეოები ნაკლები ხეებით ადამიანებს განწყობის გამოკეთებაში ნაკლებად ეხმარებოდნენ.

ჟურნალში “Environment and Behavior“ გამოქვეყნებული ეს კვლევა მონაწილეების მიერ შევსებულ კითხვარებს ეყრდნობოდა. არსებობს მეორე კვლევაც, რომელიც 2016 წელს “Jounral of Environmental Research and Public Health“-ში გამოქვეყნდა, რა დროსაც ბუნების სურათების ყურებისას ადამიანებში არსებული სტრესის ფსიქოლოგიური მაჩვენებლები იზომებოდა.

„შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ სამსახურის მაგიდაზე რამდენიმე მწვანე მცენარის დადგმა ცუდი იდეა სულაც არაა. როდესაც ექსპერიმენტის მონაწილეებმა ბუნების სურათები ნახეს, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის წყალობით – რომელიც დასვენების ფუნქციას აკონტროლებს – მათში სტრესის დონემ დაიკლო,“ – ამბობს Science Alert.

სიმპათიკური ნერვული სისტემა ადამიანის ინსტინქტს არეგულირებს – აჩქარებული გულისცემა, გულის უკმარისობა, ოფლის წარმოქმნა – და უკარნახებს  მას, იბრძოლოს თუ გაიქცეს საფრთხის დროს. რაც შეეხება პარასიმპათიკურ სისტემას, ის გულს ამშვიდებს, ზრდის გულისცემის სიჩქარის დიაპაზონს, ახდენს სანერწყვე ჯირკვლის სტიმულირებას და სხვ. ეს, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს რელაქსაციას და აბალანსებს სტრესულ პერიოდებს.

„პარასიმპათიკური აქტივობის მაღალ დონეს ადამიანისთვის მთელი რიგი სარგებელი მოაქვს, რომელთა შორისაა ემოციების ეფექტური რეგულაცია და კარდიოვასკულარულ დაავადებათა რისკის შემცირება,“ – წერენ მკვლევრები.

აქედან დასკვნა: გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ხეების გარემოცვაში. ტყე ჩვენი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოა.

წყარო : AT.GE

ნახვები : 197 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
კვლევის თანახმად, ანტარქტიდის ყინულის ფენის დნობის შედეგად ზღვის დონე 2.5 მეტრით აიწევს, მაშინაც კი, თუ პარიზის შეთანხმების პუნქტები შესრულდება
შემდეგი პოსტი
მოზარდების თავის ტვინში აღმოჩენილი დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკები ალცჰაიმერის დაავადებასთანაა კავშირში.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,