GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებამ შესაძლოა ბავშვების მეხსიერება გააუმჯობესოს

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებამ შესაძლოა ბავშვების მეხსიერება გააუმჯობესოს
შემეცნებითი, მსოფლიო

ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებამ შესაძლოა ბავშვების მეხსიერება გააუმჯობესოს

ნოემბერი 6, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1222 ნახვა
ნახვები : 129

ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებამ შესაძლოა გააუმჯობესოს ბავშვების  მეხსიერება და სწავლის უნარები – ეს დასკვნა გაკეთდა მსოფლიო სამოქმედო გეგმის (Global Action Plan), ფილიპსის ფონდისა და მანჩესტერის უნივერსიტეტის ახალი კვლევის საფუძველზე. მკვლევრებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგი,  რომლის მიხედვითაც ჰაერის დაბინძურების 20%-ით შემცირება ბავშვის მეხსიერებას 6%-ით გაზრდიდა.

ამჟამად, დაახლოებით 2000 სკოლა და საბავშვო ბაღი მდებარეობს ისეთ გზებზე, სადაც ჰაერის დაბინძურება ნიტროგენის ოქსიდის (NO2) დასაშვებ ნორმაზე მაღალია. ეს ნიშნავს, რომ სულ ცოტა 500,000 ბავშვის მეხსიერებას ჰაერის დაბინძურება საფრთხეს უქმნის.

პანდემიის დროს, როცა ყველაფერი დახურული იყო, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ით შემცირდა. ამის საფუძველზე მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ჰაერის დაბინძურების დონის 20%-ით შემცირება სავსებით შესაძლებელია.

სწრაფი მოქმედებისთვის კამპანიის ხელმძღვანელები მიმართავენ ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას, დაეხმარონ სკოლებს ახალი პროექტის – “სუფთა ჰაერი სკოლებისთვის” განხორციელებაში.

პროექტის სტრუქტურა მოიცავს უფასო ონლაინ ინსტრუმენტს, რომელიც მორგებულია მასწავლებლებზე, მშობლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე. ეს ინსტრუმენტი მათ საშუალებას აძლევს იბრძოლონ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ სკოლაში და მის გარეთ.

კრის ლარჯი, აღმასრულებელი ხელმძღვანელი მსოფლიო სამოქმედო გეგმისა (Global Action Plan), ამბობს: “ერთწლიანმა კვლევამ გამოააშკარავა ის ზეგავლენები, რომლებიც აქვს ჰაერის დაბინძურებას ჩვენი შვილების მეხსიერებასა და ზოგადად, ჯანმრთელობაზე. ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ ყველა ბავშვს ბრძოლის შანსი, განსაკუთრებით მათ, ვინც დაბინძურების წერტილებში ცხოვრობს და ვინც შესაძლოა იყოს სხვა, უფრო დიდი პრობლემის, სიღატაკის მსხვერპლი.”

პროექტი “სუფთა ჰაერი სკოლებისთვის” უკვე უფასოდაა ხელმისაწვდომი, რათა დაეხმაროს ნებისმიერ სკოლას სუფთა ჰაერის გეგმის შესამუშავებლად, თუმცა პროექტის განსახორციელებლად  მხოლოდ სკოლების ჩართულობა არაა საკმარისი.  “ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, რომ შეკრიბოს  ყველა დაინტერესებული მხარე ერთად – არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი მთავრობა, საგანმანათლებლო სფეროს ლიდერები და ბიზნესის წარმომადგენლები. დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ სამოქმედო გეგმა და პრობლემის გადაჭრის გზა. მათი ერთად შეკრებით გავაერთიანებთ ყველა იმ გზას, რომელსაც შეეძლება თავიდან აიცილოს ჰაერის დაბინძურება.”

 

წყარო : https://airqualitynews.com


წინა პოსტი
2775 ახალი ინფიცირებული, 3560 – გამოჯანმრთელებული – 6 ნოემბრის COVID- სტატისტიკა
შემდეგი პოსტი
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ქარიშხლები

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,