ევროკავშირის განვითარებად ქვეყნებში მილიონობით დაძველებული მანქანაა, რომელიც გარემოს აბინძურებს
ევროკავშირის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, განვითარებად ქვეყენებში ექსპორტირებული მანქანების 80%-მდე ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტების მინიმუმს, აქედან ნახევარზე მეტი აფრიკის კონტინენტზე მოდის.
2015-2018 წლებში, განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 14 მილიონი ძველი, დაბალი ხარისხის მანქანა დააექსპორტეს ევროპიდან, იაპონიიდან და ამერიკიდან. ამ რაოდენობიდან ნახევარზე მეტი კი, აფრიკას ეკუთვნის. კვლევის თანახმად ამ ავტომობილების სიძველე და ცუდი ხარისხი, კიდევ უფრო აუარესებს კონტინენტზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს. შოკისმომგვრელია, მაგრამ ზოგიერთ მანქანას ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილებიც კი აკლია, როგორიც არის აირბაგი და ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემები ( ABS), რაც იწვევს ავარიების შემთხვევების ზრდას.
(UNEP)-ის წარმომმადგენელი და მოცემული კვლევის თანაავტორი რობ დე ჯონგი ამბობს, რომ ამ 14 მილიონი მანქანიდან, 80% არ არის გამართული და ვერ აკმაყოფილებს “Euro 4” ავტომობილის სტანდარტებს (2005 წელს მიღებული). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მანქანები 90%-ით აბინძურებენ გარემოს, რადგან ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ სტანდარტებსაც კი.
სამწლიანი კვლევის შედეგად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 146 იმპორტიორი ქვენყიდან, დიდი ნაწილის იმპორტის რეგულაციები არის სუსტი ან ძალიან სუსტი. ანგარიშში ექსპორტიორ და იმპორტიორ ქვეყნებს მოუწოდებენ რეგულაციების გამკაცრებისკენ, დაზიანებული და თითქმის გამოუსადეგარი მანქანების ნაკადის შესამცირებლად.
ჯგუფმა აღმოაჩინა რომ 2017 წელს უგანდაში და ზიმბამბვეში იმპორტირებული დიზელზე მომუშავე მანქანების საშუალო წლოვანება აღემატებოდა 20 წელს. აფრიკის 30-მდე ქვეყანაში არ არსებობს მანქანებზე სიძველის, წლოვანების შეზღუდვა.
ევროპიდან ექსპორტირებული მანქანების დიდი რაოდენობა მოდის ნიდერლანდებზე, ამ ქვეყანამ გამოთქვა სურვილი იყოს მაღალ ევროპულ დონეზე, შესაბამისად ნიდერლანდების გარემოს დაცვის მინისტრმა სტინჯე ვან ველდჰოვენმა განაცხადა: „ნიდერლანდები მარტო ვერ გადაწყვეტს ამ საკითხს. ამიტომ, მე მოვითხოვ კოორდინირებულ ევროპულ მიდგომას და მჭიდრო თანამშრომლობას ევროპისა და აფრიკის მთავრობებს შორის, რათა ევროკავშირმა მხოლოდ ისეთი მანქანების ექსპორტი მოახდინოს, რომელიც იქნება იმპორტიორი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი.“
ბევრ აფრიკის ქვეყანაში, როდესაც მიხვდნენ თუ რამხელა ზიანს აყენებს ძველი მანქანები ადამიანის ჯანმრთელობას, დაიწყეს იმპორტის ზომების გამკაცრება. მაგალითად მაროკოში ახლა მხოლოდ 5 წლის წინ გამოშვებულ მანქანებს იღებენ, კენიაში მანქანის წლოვანების ლიმიტი 8 წელია. გარდა ამისა, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკურმა საზოგადოებამ (ECOWAS), რომელიც წარმოადგენს 15 ქვეყანას, 2021 წლის იანვრიდან დაადგინა სუფთა საწვავისა და ავტომობილების სტანდარტები.
დღეს დედამიწაზე 1,4 მილიარდი მანქანას, ხოლო 2040 წლისთვის, სავარაუდოდ, ეს რიცხვი 2 მილიარდამდე გაიზრდება.აუცილებელია, რომ ქვეყნებმა დანერგონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული სისტემები, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას გადაადგილდნენ საკუთარი ავტომობილის გარეშე და შეამცირონ ჰაერის დაბინძურება, ან როგორც მინიმუმ ხელი შეუწყონ და გაზარდონ ელექტრომანქანების მოხმარება.
მთარგმნელის კომენტარი: „მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში ავტომობილების უმეტესობა 20 წელზე მეტი ხნისაა. კერძოდ, ავტომობილების 45.5% 1999 წელს, ან კიდევ უფრო ადრეა გამოშვებული. 4 წლამდე ავტომობილების წილი ქვეყანაში მხოლოდ 1.9%-ია, 4-6 წლის სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა კი ავტოპარკის 3.9%-ს შეადგენს. 2018 წელს მსგავსი ასაკის ავტომობილების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა.“
სტატიაზე იმუშავა : სოფო წერეთელი – შოთა გაბელაია
წყარო : https://earth.org