GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ეკოლოგიის დეპარტამენტი ფართო საზოგადოებას სთხოვს აზრის გამოთქმას წყლის ხარისხზე

Homepage მსოფლიო ეკოლოგიის დეპარტამენტი ფართო საზოგადოებას სთხოვს აზრის გამოთქმას წყლის ხარისხზე
მსოფლიო

ეკოლოგიის დეპარტამენტი ფართო საზოგადოებას სთხოვს აზრის გამოთქმას წყლის ხარისხზე

იანვარი 9, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
282 ნახვა
  • შტატ ვაშინგტონის ეკოლოგიის დეპარტამენტი კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად
  • ეკოლოგების კვლევების თანახმად შტატის მდინარეებში ორაგულის პოპულაციის აღსადგენად აუცილებელია წყალში ჟანგბადის დონის აწვა და ასევე ნალექის მინიმუმამდე დაყვანა
  • ეკოლოგები მოუწოდებენ ფართო საზოგადოებას ღიად გამოხატოს თავისი მოსაზრება ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ფოსტით, ინტერნეტში და ონლაინ სასამართლო სხდომაზე

 

ეკოლოგიის დეპარტამენტი ფართო საზოგადოებას სთხოვს კომენტარი გააკეთოს შტატში წყლის ხარისხის სტანდარტების შეცვლასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ამ სტანდარტებით ხდება წყალში მისაღები ჟანგბადის დონისა და წყაროებში ნალექის დონის დაწესება.

ეკოლოგიის მკვლევართა თქმით ცვლილებები აუცილებელია რათა აღდგეს მდინარეებში ორაგულის პოპულაცია.

Ecology-ის პრეს-რელიზში ვკითხულობთ: „ორაგულს ნორმალური არსებობისთვისა და გამრავლებისთვის ცივი და სუფთა წყალი სჭირდება ჟანგბადის მაღალი შემცველობით.“

როდესაც მდინარის ხრეშზე ნალექი იქმნება, წყალი ნორმალურად ვეღარ მოძრაობს, მასში ჟანგბადის დონე ეცემა და ეს საფრთხეს უქმნის ორაგულის ხიზილალასა და ლიფსიტებს. ამ მომეტისათვის შტატის კანონები არაფერს ამბობს მდინარეებში ნალექის შესახებ, ამიტომაც Ecology ითხოვს კანონში დაზუსტებებისა და ცვლილებების შეტანას.

პროექტში ნათქვამია რომ წყალი „არ უნდა შეიცავდეს ნალექს ანტროპოგენულ წყაროებში ისეთ დონეზე, რომელიც წყალში მობინადრე ორგანიზმების არსებობისთვია არახელსაყრელ პირობებს შექმნის.“

მცირე ნალექი გახლავთ 2 მმ-ზე მცირე ზომის ნალექი.

Ecology ითხოვს რომ წყალში ნორმალურ ჟანგბადის დონედ 9.5 მლგ კი არა, 10 მლგ გამოცხადდეს იმ ადგილებში, სადაც ორაგული ბინადრობს. პროექტის ფარგლებში ასევე გაჟღერდა შემოთავაზება ნორმებს დაემატოს წყლის ჟაგბადით 90%-იანი გაჯერების დონე მილილიტრებსა და მილიგრამებიში მისი გაზომვის სანაცვლოდ.

წყლის ჟანგბადით გაჯერების დონის გაზომვა დაგვანახევს, თუ რა რაოდენობის ჟანგბადის შენარჩუნება შეუძლია წყალს კონკრეტული ტემპერატურისა და წნების ზემოქმედების ქვეშ. ეს კი თავისმხრივ დაგვეხმარება დავადგინოთ წყალში გახსნილი ჟანგბადის მცირე რაოდენობის მიზეზები. Ecology-ს თანახმად „ეს ძირითადად დაკავშირებულია წულის ტემპერატურის ზრდასა და მასში მკვებავი ნივთიერებების სიჭადბესთან“.

„ჩვენ გვჭირდება ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე, რათა მიზნობრივად გამოვიყენოთ ინვესტიციები, რომლებსაც ვაშინგტონის შტატის მთავროვა და ადგილობრივი ტომები გვაძლევენ ორაგულების სამკვიდროებში პოპულაციის აღსადგენად“, – განაცხადა პრეს-რელიზში Ecology-ის წყლის ხარისხის გაუმჯობესების პროგრამის ხელმძღვანელმა – ვინს მაკგოუენმა. „ორაგულის პოპულაციის აღდგენისთვის საჭიროა ეს თევზები საკმარისი ჟანგბადის შემცველი წყლითა და სუფთა ტოფობის ადგილებით ვუზრუნველყოთ.“

ხალხს შეუძლია თავიანთი მოსაზრება საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით დააფიქსიროს ინტერნეტში, საჯარო სასამართლო სხდომაზე და ფოსტით. კომენტარების მოწოდების ბოლო ვადა 16 დელემბერია. საჯარო სხდომა 8-9 დეკემბერს ონლაინ გაიმართება, ხოლო კომენტარების მოწოდება ხალხს შეუძლია ფოსტით შემდეგ მისამართზე Susan Braley, P.O. BOX 47600 Olympia, WA 98504. Ecology ახალი კანონპროექტის დამტკიცებას 9 მარტისთვის გეგმავს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : tdn.com

ნახვები : 64 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
თბილისში ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია 17 იანვარს იწყება
შემდეგი პოსტი
კლიმატის კუთხით გატარებული ღონისძიებები 50%-ით უფრო ეფექტურია, როდესაც ისინი ჰაერის დაბინძურებასაც მოიცავენ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,